შიდა რაგბი

23:12 | 27.01.2019 | ნანახია 1255 - ჯერ

დიდი 10: "არმაზი" 3:17 "აია"

ქუთაისის ‘აიამ’ 2019 წელი გამარჯვებით დაიწყო. რიონისპირელები დიდი 10-ის მე-11 ტურში თბილისში, „შევარდენზე“ უახლოეს მდევარ მარნეულის ‘არმაზს’ ეწვივნენ და 17:3 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში პირველ ტაიმში დაფიქსირდა და მეორე 40 წუთი გუნდებმა უქულოდ გალიეს.

საწყის 7 წუთში სტუმრებმა, კერძოდ თედო აბჟანდაძემ ორჯერ დაარტყა ჯარიმა და მეორე გაიტანა. მას რეზი ჯინჭველაშვილმა მალევე უპასუხა ჯარიმით და წონასწორობა აღადგინა, თუმცა ‘აია’ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, ბურთს აკონტროლებდა და ეს შესვენებამდე ქულებშიც ასახა.

ტაიმის შუაში აბჟანდაძეს მეორე ჯარიმაც გაუფუჭდა, რის შემდეგაც ქუთაისელებმა ლელოზე გადაწყვიტეს თამაში და 29-ე მიზანსაც მიაღწიეს. დერეფნის შემდეგ თემურ თუთბერიძემ ბურთი ფეხით მეტოქის 22-ში გადაკიდა, ის მიწიდან გიორგი აბრამიძეს სასარგებლოდ ახტა და ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა. შესვენების წინ ოთარ ძაგნიძემ ფრთაზე გრძელი გადაცემა მიიღო, მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

შესვენების შემდეგ ქულების აღების შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ამით ვერცერთმა ისარგებლა და ‘აიამ’ 17:3 იმარჯვა.

www.rugby.ge

თეგებიაიაარმაზი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086026