სიახლეები

14:37 | 24.01.2019 | ნანახია 1793 - ჯერ

"არესმა" რუსი ახალგაზრდები არ დაინდო

ქუთაისში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ადგილობრივ "არესთან", რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობს და ამ დროისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება, 7:44 განადგურდა.

ქართველ მორაგბეებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ და მართალია, პირველი ტაიმი მხოლოდ 10:0 დასრულდა, მეორე ნახევარში მასპინძლებმა სრულად გაილაღეს და მეტოქე ჯამში 8-ჯერ დაალელოვეს.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ტონგელი სპეციალისტი სიუა ტაუმალოლო წვრთნის, მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჩაატარებს, მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით დაზუსტდება.

რუსი მორაგბეები ქუთაისში 5 თებერვლამდე დარჩებიან, მათი მიზანი კი 30 მარტიდან 7 აპრილამდე პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მზადებაა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:31 | 24.01.2019
ზებე (86)

თავს კი არუნდა ვუშველოთ ყველას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ.ესენი კიდევ აქეთ ეპატიჟებიან.ჩვენს თავს ჩვენ არ ვცემთ პატივს და ოკუპანტს რა ენაღვლება

20:25 | 24.01.2019
ზებე (86)

რა შეჭამეს ტვინი,ვინ ლობირებს ამათ აქ ჩამოვლას?არ გვჭირდება ღრუსები არა.გააძევეთ ქვეყნიდან.სასწაულმოქმედები ხართ ვუსაც ეგენი ჩამოგყავთ .სამარცხვინოა ეს ყველაფერი ჩვენთვის,წითელი ხალიჩა დაუგეთ აეროპორტში რომ შემოვლენ

17:01 | 24.01.2019
არჩილ სოხუმელი (484)

В лагерь сборной России U18 вызваны 36 игроков
УТС под руководством главного тренера Сергея Лыско с 24 января по 12 февраля пройдут в Кутаиси.
Основная задача сборов – подготовка к чемпионату Европы U18 (Калининград, 12-20 апреля).
В программе лагеря на 11 февраля запланирован матч против одной из местных команд.

Состав лагеря сборной России U18: Наставшев Антон, Диппель Анатолий, Юхновец Евгений, Байт Саид Амин, Киреев Богдан, Смирнов Денис, Раменский Матвей, Абакумов Андрей, Архипов Иван, Егоров Никита, Шушеначев Данил, Белослудцев Александр, Семиков Денис, Шевцов Максим, Бобков Захар, Кондрашин Валерий, Гарманов Семен, Мужев Вадим, Тельнов Виктор, Суксов Даниил, Зацепин Владислав, Кемаев Максим, Петрушинин Арсений, Домбровский Кирилл, Осипов Антон, Шамсутдинов Булат, Максимов Георгий, Балакин Максим, Артёменко Владислав, Балакарев Георгий, Кузьмин Артём, Панарин Кирилл, Корнеев Илья, Крылов Федор, Богатищев Павел, Чекулаев Кирилл.
0?'>https://rugger.info/news/23722':'>https://rugger.info/news/23722'))

0.081137