ამბები

1:00 | 25.07.2014 | ნანახია 2963 - ჯერ

სეუ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებზე იასპარეზებს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდი “სეუ” 29-30 ივლისს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაგეგმილ ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამოვა.

24 ივლისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ და კაპიტანმა გიორგი ჭყოიძემ პრესკონფერენცია გამართეს და გუნდის მზადების შესახებ ისაუბრეს.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მოხდა გუნდის სათამაშო ფორმის პრეზენტაცია. “სეუ” 2013 წელს ბულგარეთის დედაქალაქ  სოფიაში ჩატარებულ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზეც წარსდგა და პირველი ადგილი და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული ყველა ტიტული მოიპოვა.

“სეუ”-მ ევროპის ჩემპონის ტიტული მოიპოვა, გუნდის მოთამაშეებმა მიიღეს – ტურნირის საუკეთესო მოთამაშის და ტურნირის ბომბარდირის ტიტული.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079383