საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდი “სეუ” 29-30 ივლისს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაგეგმილ ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამოვა.
24 ივლისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ და კაპიტანმა გიორგი ჭყოიძემ პრესკონფერენცია გამართეს და გუნდის მზადების შესახებ ისაუბრეს.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მოხდა გუნდის სათამაშო ფორმის პრეზენტაცია. “სეუ” 2013
“სეუ”-მ ევროპის ჩემპონის ტიტული მოიპოვა, გუნდის მოთამაშეებმა მიიღეს – ტურნირის საუკეთესო მოთამაშის და ტურნირის ბომბარდირის ტიტული.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია