ერთ კვირაში საახალწლო, საზეიმო განწყობა მოედანზე გადაინაცვლებს და 2019 წლის პირველი სარაგბო მატჩი 12 იანვარს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.
15 საათზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის ‘ლოკომოტივი’ იტალიურ კლუბს, ‘ფიამე ოროს’ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში „კონტინენტის ფარის“ ფლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა დაახლოებით ერთი თვის წინ, 8 დეკემბერს რომში შედგა. მაშინ მასპინძლები 68-ე წუთისთვის 12 ქულის სხვაობით (22:10) იგებდნენ, თუმცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, დარჩენილ დროში სამი ლელო გაიტანა, მეოთხე, გამარჯვების მომტანი გაწითლებულ დროზე და ბონუსიც ჩაიწერა - 29:22.
ეს იყო ‘ლოკომოტივის’ პირველი გამარჯვება ევროტურნირებზე. ერთ კვირაში რკინიგზელები ასევე სტუმრად ‘კალვიზანოს’ შეხვდნენ და 20:13 იმარჯვეს. სამწუხაროდ, ამ მატჩის მიწურულს ლელო მასპინძლებმა გაიტანეს და ბონუსი აიღეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნეს და ფლეი ოფში გასვლაც მხოლოდ ‘ლოკომოტივის’ წარმატებაზე დამოკიდებული აღარაა.
„კონტინენტის ფარის“ პირველ ტურში, თბილისელებმა ‘კალვიზანო’ „ავჭალაზე“ მიიღეს, სადებიუტო მღელვარება ვერ გადალახეს და გამარჯვება მეტოქეს დარჩა (6:17). ‘კალვიზანომ’ მეორე ტურში ‘ფიამე ოროს’ ბონუსით, 35:20 აჯობა და შედეგად, სამი მატჩის შემდეგ 10 ქულით, ის პირველ ადგილზეა, ხოლო ‘ლოკომოტივს’ 9 ქულა აქვს და მეორეა.
ამრიგად, ‘ფიამე ოროსთან’ მოგებით ‘ლოკომოტივი’ პირველ ადგილზე აღზევდება, თუმცა ერთ კვირაში, 19 იანვარს, იტალიური კლუბები ერთმანეთს ხვდებიან და ‘კალვიზანო’ გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს ფლეი ოფში გამსვლელ, პირველ ადგილზე დაასრულებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ‘ლოკომოტივს’ 12 იანვრის მატჩი მოსაგები აქვს. ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ჩემპიონს!
ვრცლად ტურნირის სისტემის და განრიგის შესახებ
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთი სამწუხარო დეტალი, რომელსაც რატომღაც ყველა გადაახტა:
იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებში ბლომად ლეგიონერია, ისევე როგორც რუმინულ კლუბებში, რუსულ მოწინავე კლუბებზე ხომ საუბარიც აღარაა
ამას დაუმატეთ ის რომ სეზონის დასაწყისში ქართული კლუბების ოპტიმალური ფორმიდან შორს ყოფნის და მხოლოდ შიდა რესურსის ფონზე - ორი წელია ფინიშამდე სულ ცოტა გვაკლდება
ახლა ამას დაუმატეთ ის რომ ამ ტურნირს მხოლოდ ჩელენჯზე სტაბილურად ასპარეზობისას აქვს ფინანსური მოტივაცია, საამისოდ კი 2-3 წლიანი სტაბილური შემადგენლობაა საჭირო თავისი წინა სასეზონო კარი მომზადებით - რაც ჩვენთან ჯერ მიუღწეველია
და ყველაფერ ამის გათვალისწინებით უკვე დღეს ვეღარ აქვს ფარს ჩვენი კლუბებისთვი ზრდის პერსპექტივა - გარდა ჩელენჯზე საგზურის მოსაპოვებლად გასავლელი გზისა
ასე, რომ მგონი ცოტა მეტი ფინანსური რესურსი გვინდა, რომ 2-3 წლიანი სტაბილურობა მოპოვოს კლუბებმა რომ ჩელენჯს ვუწიოთ - ამ დონეზე ჩვენი დახვეწა უკვე ზღაპარია
ძალიან არ მიყვარს უაზრო ფსევდო-ოპტიმისტური დემაგოგია. არც ცხოვრებაში და არც სპორტში. მით უმეტეს არ მინდა რაგბის ფეხბურთიზაცია და "მკვდრებზე კლიზმის კეთება" (ქართულ ფეხბურთს ეხება და არა რაგბის) და იდიოტებივით ბოლო მომენტამდე ძახილი "იქნება ეს იქნება ის"...
ლოკომოტივი ჯგუფში ჩარჩა წინა ტურის ბოლო წამზე, როცა აბსოლიტურად უაზრო ლელო მიიღო.
ის რომ კალვიზანო იმ მეირე იტალიურ გუნდს მოხნავს ეს ცხადია მარტო იმიტომ კი არა რომ რეალურად უფრო ძლიერია, არამედ იმიტომაც რომ იტალიელები საკუთარ დედას მოხნავენ თუ დასჭირდათ ოღონდ საქართველო სადმე არ ახეირონ, ასე რომ სულ თუმნიანი პუტანკებივით დაუწვებიან ისედაც.
ამიტომ შეგვიძლია თავისუფლად დავიკიდოთ ეს ტურნირი და საქმეს მივხედოთ.
ეს ლინკი სტატიის ბოლოს ახალი დამატებულია, წინაზე ვერ შევამჩნიე ან არ იყო,
თაიბრეიქზე წაიკითხეთ
მაგარი დომხალია მაგ ეპკრ თუ რაღაცაში :დდ
ისე ეს ერთი ქვეყნის ორი გუნდი ერთ ჯგუფში რა პონტია.
საქართველოს ორი გუნდი რომ იყოს და ასეთი სიტუაცია, ნეტა ეს ქვემოთხსენებული სპორტული მოტივაცია იმოქმედებდა? რარაც არა მგონია დდდდ
ეს ტურნირი ფინანსურად არ არის მიმზიდველი. იტალიის რაგბის "შეფობა" მაინც კარგად იყენებს და შიდა ჩემპიონატიდან ერთბაშად 4 გუნდს ათამაშებენ, ფინანსური მხარე მოგვარებული აქვთ სპონსორების ხარჯზე და საერთაშორისო გამოცდილებასაც ღებულობენ. თან კარგი ტურნირია იმ მხრივ, რომ გაიგო იქ მონაწილე გუნდების შიდა ჩემპიონატები რას წარმოადგენს.
ადრე დაიწერა, რომ ამ სეზონზე კონტინენტის ფარზე საქართველოდან 2 გუნდს (ლოკომოტივს და აიას) უნდა ეთამაშათ, მაგრამ როგორც ჩანს საჭირო რაოდენობის გუნდები ვერ შეკრიბეს, 4 იტალიური + 1 ბელგიური და მიიღეს 5 გუნდი ამას საქართველოდან მხოლო ერთიც მიამატეს და ორ ჯგუფში 3 - 3 გუნდად გადაანაწილეს. ის ერთი გუნდიც, რომ ინახათ იტალიიდან მაინც 4 გუნდი იქნებოდა და შესაბამისად ჯგუფში მაინც 2 რომელიმე იტალიური გუნდი დაგვიჯდებოდა. თვითონ გადანაწილება ალბათ კენჯისყრით ხდება, ამაზე სამწუხაროდ გარკვევით ვერც ერთ სტატიაში ვერაფერი ვნახე.
რაც შეეხება სპორტულ მოტივაციას მგონი რომ რაგბში ეს კიდევ არის შემორჩენილი.
სპორტული მოტივაცია გასაგებია, უბრალოდ იმას ვგულისხმობ, ერთ ქართულ გუნდს რომ შანსი აღარ ჰქონოდა და მეორის გაყვანა შესძლებოდა, საინტერესოა იტალიურ გუნდს თავს თუ შეაკლავდა. მითუმეტეს ვერავინ მოედავებოდა ასეთ სუტუაციაში, რიცა ჩანს, რომ დანარჩენ ორზე სუსტია.
წარმატებები ლოკოლოტივს!
ეს იქნება გადამწყვეტი თამაში, ჩემის აზრით თუ ლოკომოტივი ფაიმე ოროს დიდი სხაობით და ბონუსით დაამარცხებს ეს ფაიმე ოროს მორაგბეებში სპორტული კუთხით გაზრდის მოტივაციას, რომ ყველა თამაში არ წააგონ და ბოლო შეხვედრაში დაამარცხებენ კალვიზანოს. იტალიის შიდა ჩემპიონატში ეს გუნდი ურიგოდ არ გამოიყურება და კალვიზანოც ყავს მიმდინარე შეჯბრებაში დამარცხებული.
სამწუხაროდ ეს ვერ იქნება გადამწყვეტი მატჩი - ლოკოს ბედს იტალიელები გადაწყვეტენ ურთირთდაირისპირებისას