26 წლის ქართველი მორაგბე ლაშა ლომიძე ინგლისური ჩემპიონშიპის წევრ “დონკასტერ ნაიტსის” წევრი გახდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბოლოს “ლონდონ აირიშში” ირჯებოდა, ამდენად, იგივე ლიგაში ითამაშებს.
“ლომიძე ჩვენი კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. მას ზურგს სანაკრებო დონეზე დიდი გამოცდილება უმაგრებს, საქართველო კი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სარაგბო ერია. ტრავმიანობის ფონზე, გუნდის გაძლიერება გვჭირდებოდა და ლაშა სწორედ შესაფერისი ვარიანტი იყო”, - აღნიშნა დონკასტერელთა დირექტორმა კლაივ გრიფიტსმა.
ცნობისთვის, დონკასტერელ “რაინდებს” ჩემპიონშიპის მე-10 ტურის მატჩი ხვალ, 29 დეკემბერს, მშობლიურ “ქასლ პარკზე” აუტსაიდერ “იორკშირ კარნეგისთან” ელით და სავარაუდოა, რომ ქართველი მორაგბის დებიუტიც შედგება. ლაშას ახალ კლუბს ამ დროისთვის 3 მოგება და 6 მარცხი აქვს და 12-გუნდიან ლიგაში 17 ქულით მე-9 ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ ლომიძემ უცხოური კარიერა 2012 წელს ფრანგულ “მონპელიეში” დაიწყო, შემდეგ კი, “ბეზიესა” და რუსულ “კრასნი იარშიც” უთამაშია. ლაშას საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით 46 მატჩი აქვს ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაგბი მაგარი სპორტია
ლაშა ბოლოს ჯოკერის სტატუსით ორიაკში გამოდიოდა.
ისე რატომღაც ამ ბიჯმა ხანგრძლივდ ადგილი ვერცერთ გუნდში ვერ დაიმკვიდრა, არადა ვფიქრობ ძალიან კარგი მონაცემები აქვს და მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, მაგრამ "რაღაც" აკლია.
მაგ რაღაცას სათამაშო ინტელექტი ქვია, რომელიც ლაშას ან საერთოდ არ აქვს ან თუ აქვს ძალიან ცოტა.
მასე, რომ იყოს ინგლისში და საფრანგეთში მაგას ვინ გააჭაჭანებდა?
რამდენიმე ხნის წინ დავით კაჭარავა ამბობდა ინტერვიუში, ასაკის მიუხედავად ეხლა უფრო მსიამოვნებს რაგბის თამაშიო, ალღო გამომიმუშავდა და წინასწარ კარგად ვკითხულობ თამაშსო. ხოდა ალბათ ეგ აკლია ლაშას და კიდევ კარგი მწვრთნელის ხელი.