საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის წინ კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს, მეტოქედ კი რუსეთი ეყოლება. ეს ინფორმაცია ვიკიპედიის იმ გვერდზეა ასახული, სადაც მომავალი წლის უმთავრესი სარაგბო ტურნირის წინ დაგეგმილი ტესტებია ჩამოთვლილი.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნების” 2 მოსამზადებელი თამაშის შესახებ აქამდეც ცნობილი იყო. საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს შოტლანდიელებს თბილისში დაუხვდება და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩვენს ქვეყანას პირველი დონის ნაკრები ესტუმრება. 6 სექტემბერს სქოთები ქართველებს უკვე მარიფილდში დაუხვდებიან და ეს, ჩვენებურთათვის, მსოფლიო თასამდე ბოლო ტესტი იქნება.
და აი, როგორც ახლა გახდა ცნობილი, “ბორჯღალოსნები” საზაფხულო ტესტ-სერიას 24 აგვისტოს გახსნიან, როდესაც თბილისში კარგად ნაცნობ რუსეთს შეერკინებიან. ამგვარად, გაისად, ქართველ მორაგბეებს “დათვებთან” ჭიდილი 2-ჯერ მოუწევთ: 17 მარტს პრინციპულ მეტოქეს ერთა თასის ეგიდით სტუმრად ვეთამაშებით.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კი D ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი ეყოლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგით რა რა რუსეთი სხვა ვერავინ ნახეთ სათამაშოდ?მსოფლიოს წინ ჩვენ რას მოგვცემს რუსებთან შეხვედრა?ჩვენ რა ხეირი?ჯერ ახალგაზრდები ათამაშეს რუსებთან ეხლა ეროვნული ნაკრები,ვიღაც ეტმასნება ამ რუსებს ფედერაციიდან.ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის კენჭისყრაზე ერთმანეთს ააცილეს სომხეთი -თურქეთი , სომხეთი -აზერბაიჯანი, სერბეთი - კოსოვო, ესპანეთი - გიბრალტარი და უკრაინა რუსეთი! ჩვენ ძმები ვართ მათთან თამაშს რომ არ ვიცილებთ? თუ სამშობლოს დასაცავად ჩვენი ჯარისკაცების შეწირული სიცოცხლე დაავიწყდა ყველას? ვინ კურირებს და ვინ აწყობს მათთან თამაშებს? სირცხვილია რაგბის ფედერაციავ! ჩვენ არაფერში არ გჭირდება ოკუპანტებთან! თამაში
მსოფლიოზე ძალიან გამოგვადგება შოტლანდიასთან ჩატარებული ორი ტესტი. აი სქოთებთან თბილისში გასამართ ისტორიულ შეხვედრამდე კი რუსებთან მოთელვა არ უნდა იყოს მთლად ცუდი ვარიანტი. ამ საშემოდგომო ტესტებზე იტალიამდე რომ ერთი მარტივი მეტოქე "დაგვეჯავშნა", ეგებ უკეთესად გვეთამაშა ფლორენციაში.
მგონი ვერ ხვდები რას ვგულისხმობ.მოთელვა კი ბანოტო მშვენიერია, მაგრამ რატომ რუსეთთან? რატომ ვთამაშობთ მათთან საერთოდ? სადაც თავიდან აცილება შეიძლება იქ ავიცილოთ ეს ღრუსები და ესენი აქეთ ეპატიჟებიან ამ ოკუპანტებს! რუმინეთი,ესპანეთი,ურუგვაი,კანადა ან თუნდაც ნამიბია, რომელი გეტყვის უარს ტესტზე?
ამ კომენტარს ვწერდი sportall.ge - ზე მაგრამ ჰოი საოცრებავ არ გამომიქვეყნეს.ძველ საბჭოეთში რომ იყო ცენზურა,რაც არ მოსწონდათ არც აქვეყნებდნენ არც ბეჭდავდნენ არც ფილმებს არ უშვებდნენ აი ამას მაგონებს სპორტალის რა დავარქვა არც ვიცი,გამოცემაც არ ქვია.ოკუპანტის საწინააღმდეგო კომენტარს არ მიქვეყნებს სპორტალის საბჭოური გადმონაშთი.ბიძინის დავალებით ცხრილავენ კომენტარებს მეცოდებით სპორტალის ადმინისტრაციავ
გასახურებელი თამაში პირველი დონის გუნდთან შეხვედრამდე ძალიან კარგია!!
ცალკე საკითხია რამდენად სწორი არჩევანია რუსეთის ნაკრები?!
კარგია შოტლანდიამდე რომ დაიგეგმა შეხვედრა, ნეტაი იტალიამდეც გვქონოდა.
კი კაი იქნებოდა, მარა მაგაზე ფედერაციას უნდა ეფიქრა, რო იფხანენ ერთ ადგილს... :-
სად და როდის უნდა მოეწყოთ ტესტი იტალიამდე? ან ვის უნდა ეთამაშა?