ლეგიონერები

19:15 | 25.12.2018 | ნანახია 1254 - ჯერ

ქუბრიაშვილი სიმბოლურ ნაკრებშია

ფრანგულმა L'equipe-მა ტოპ 14-ს გასული ტურის სიმბოლური თხუთმეტეული შეადგინა და მასში “გრენობლის” 32 წლის ქართველი მორაგბე დავით ქუბრიაშვილიც შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ მე-12 ტურში გრენობლელებმა “მონპელიე” 17:16 დაამარცხეს, 3 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ქუბრიაშვილი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და საათის თავზე ადგილი ბექა გიგაშვილს დაუთმო.
ვთქვათ ისიც, რომ აღნიშნულ მატჩში “მონპელიეს” მაისურით მიხეილ ნარიაშვილმა, ლევან ჩილაჩავამა და კოტე მიქაუტაძემ ითამაშეს.
“გრენობლმა” 19 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს “სტად ფრანსესთან” გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:43 | 25.12.2018
გორდა (250)

წარმატებები დუდას!
კარგი იქნება თუ გაშლილ თამაშში ისევე ძლიერი გახდება, როგორც სტატიკაშია.

0.121501