რუსულმა სარაგბო კლუბმა “სლავამ” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ამირხანაშვილი დანიშნა. მოსკოველთა პრესსამსახურის ცნობით, ქართველი სპეციალისტი კლუბში 2 სეზონის განმავლობაში იმუშავებს, მისი წინამორბედი ანდრეი ჩერევიჩნი კი კლუბში მუშაობას ასისტენტის რანგში განაგრძობს.
“ნოემბერში, თბილისში, “სლავას” გენერალურ დირექტორ ალეკსეი ნილოვსკის შევხვდი და წინადადება სწორედ მისგან მივიღე. მალევე შევთანხმდით და თანხმობაც მივეცი”, - აღნიშნა ამირხანაშვილმა “სლავას” ვებგვერდთან საუბარში და დამატებით რამდენიმე კითხვას უპასუხა.
- თქვენს შესახებ რამდენიმე სიტყვა გვითხარით.
- რაგბში 7 წლის ასაკიდან ვიმყოფები. საქართველოში “ივერიასა” და “ლოკომოტივში” მითამაშია, რომლის მაისურითაც ქვეყნის ჩემპიონი სამჯერ გავხდი. მცირე ხანს ინგლისში ნახევრადპროფესიულ კლუბ “ფლიტვიდ იუნაიტედში” ვირიცხებოდი, რის შემდეგაც მორაგბის კარიერა დავასრულე და უკვე 23 წელია მწვრთნელად ვმუშაობ. თავდაპირველად, ბავშვთა გუნდებში ვმოღვაწეობდი, მერე იუნიორები იყვნენ და ბოლოს დიდებზე გადავედი. ჩემი ხელმძღვანელობით, გორის “ჯიქები” პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავიდა და რამდენიმე სეზონი პირველ ხუთეულში ვხვდებოდით, შემდეგ ბრინჯაო ავიღეთ, 2017 წელს კი ფინალში “ბათუმი” დავამარცხეთ და საქართველოს ჩემპიონები გავხდით.
- ნილოვსკისთან შეხვედრამდე, “სლავას” შესახებ რა იცოდით?
- უკანასკნელ წლებში რუსეთის ჩემპიონატს თვალს ვადევნებდი. “სლავას” თამაშებიც მინახავს და მათი შესაძლებლობების შესახებაც ვიცოდი. პლიუსებიდან უნდა აღვნიშნო ფორვარდების მოქმედება სტატიკაში. მთელ რიგ შეხვედრებში შერკინება მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ამას გარდა, მომწონდა ბიჭების ხასიათი და ინდივიდუალური ქმედებები.
- გუნდის გაძლიერებას თუ გეგმავთ? თუ კი, პირველ რიგში, რომელი პოზიციების გადახალისებას აპირებთ?
- უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩემთან ერთად გუნდში მოვა პირველი ხაზის 2 მორაგბე, ბურჯები – პირველი და მესამე ნომრები. ამას გარდა, აუცილებელია 10 ნომრის პოზიციის გაძლიერება. აუცილებლად შევიმატებთ 13 ან 15 ნომერსაც, თუმცა, სავარაუდოა, რომ ისინი ქართველები არ იქნებიან. უფრო ტონგელს ან ფიჯელს ავიყვანთ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში “სლავას” ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და გაძლიერებას მოვახერხებთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები გიას!
ისე ბატონო გია ქართული რაგბის ინტერესბიდან გამომდინარე ჩვენ უფრო მეტად სწორედ უკანა ხაზელების განვითარება გვჭირდება თუნდაც რუსულ ლიგაში.
იმედი მაქვს ხეზე ასვლას არ ასწავლით მანდ მაგათ, განსაკუთრებით შერკინების ხაზში !