მსოფლიო რაგბი საქართველოს ნაკრების წევრის სოსო მათიაშვილის მირ კანადასთან დადებულ ლელოს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ფეისბუქის გვერდზე შესაბამისი პოსტი განათავსა.
“გახსოვთ ეს ეპიკური ლელო? სოსო მათიაშვილმა დრო გააჩერა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო მიითვალა”, - აცხადებს მსოფლიო რაგბი.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” კანადის ეროვნულ გუნდს 2017 წლის 11 ნოემბერს უმასპინძლეს და 54:22 იმარჯვეს. იმ შეხვედრაში მათიაშვილმა 2 ლელო, 6 გარდასახვა და 4 ჯარიმა მიითვალა და თავი 34 ქულას მოუყარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია, რომ მსოფლიო რაგბი კიდევ ერთხელ იხსენებს მათიაშვილის ამ მართლაც შეუდარებელ ლელოს.
იმედია თავის პოლიტიკას გადახედავენ და ხელოვნურ ბარიერებს პირველ, მეორე და სხვა ეშელონის ნაკრებებს შორის დაანგრევენ აღმართვის სანაცვლოდ.
სწორი მსოფლიო რაგბის მესვეურთა პოლიტიკაა ის მთავარი მიზეზი, რომ რაგბი მსოფლიო მასშტაბით სწრაფად ვერ ვითარდება, მაგრამ განვითარებას მაინც ვერ შეაჩერებენ!!!