ლეგიონერები

16:06 | 18.12.2018 | ნანახია 1864 - ჯერ

ქართველები სიმბოლურ გუნდებში

პარიზული “რასინგის” ქართველი მორაგბე ვასილ კაკოვინი ჩემპიონთა თასის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ბურჯის დამაჯერებელი გარჯა allrugby.com-მა დააფასა.
შეგახსენებთ, რომ უმთავრესი ევროპული საკლუბო ტურნირის გასულ ტურში ფრანგულმა კლუბმა ინგლისში “ლესტერს” 34:11 სძლია, კაკოვინი კი მინდორზე 50-ე წუთზე თანამემამულე გურამ გოგიჩაშვილის ნაცვლად გამოჩნდა, რომელიც ასევე გამორჩეული ფიგურა იყო.
“რასინგს” ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და მე-4 ჯგუფს 19 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს ირლანდიურ “ალსტერთან” გამართავს.
ქართველი ლეგიონერების გარჯა გამოარჩიეს პრო დ2-ს გათამაშებაშიც, სადაც ერთი ვერსიით, შალვა სუთიაშვილი სიმბოლური ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, მეორე ვერსიაში კი, ლუკა გოგინავა მარქაფაში შეიყვანეს.
გასულ მე-15 ტურში სუთიაშვილის “ანგულემმა” “პროვანსი” 36:20 დაამარცხა, ქართველი მეორეხაზელი კი პირველიდან ბოლო წუთამდე საქმეში იყო. ანგულემელებს 37 ქულა მოუგროვდათ და მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
იოლი გამარჯვება (52:14) იზეიმა ლუკა გოგინავას “ბრივმა”, რომელიც “ბურგ-ან-ბრესს” მასპინძლობდა. 22 წლის ქართველი ბურჯი თამაშში 51-ე წუთზე ჩაერთო და 15 წუთში ბრიველთა 7 ლელოდან ერთ-ერთი დადო.
ვთქვათ ისიც, რომ მასპინძელჱგამარჯვებაში თავისი წვლილი კი ოთარ გიორგაძემა და ვასილ ლობჟანიძემაც შეიტანეს. “ბრივმა” თავი 43 ქულას მოუყარა და მე-4 პოზიციაზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:16 | 18.12.2018
გორდა (250)

წარმატებები ჩვენს რეგბისტებს!!

ისე ვინმემ თუ იცით კაკოვინს ნაკრებში რატომ აღარ ეძახიან?
ცოტა-ცოტა შეცდომებს სპორცმენთა უმეტესობა უშვებს და კაკოვინთან მიმართებაში ისეთი რა მოხდა, რომ ასეთ დონეზე თამაშობს და ნაკრებს აღარ აკარებენ?

20:41 | 18.12.2018
jora84 (183)

ჯერ ერთი თვითონ მიჰქარა, მეორეც გოგიჩამ წაართვა ადგილი.

0.140507