თბილისის ‘ლოკომოტივმა’, „კონტინენტის ფარის“ ფარგლებში, იტალიური ტურნე წარმატებით დაასრულა და ‘ფიამე ოროს’ შემდეგ სტუმრად ‘კალვიზანოც’ დაამარცხა - 20:13.
13 ოქტომბერს „ავჭალაზე“ განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში შედგა. საქართველოს ჩემპიონმა დაამტკიცა, რომ იტალიურ კლუბებთან ტოლ-სწორად თამაში და შინ თუ გარეთ გამარჯვების მოპოვება შეუძლია. მაგრამ თამაშის გაწითლებულ დროზე გაშვებულმა ლელო-გარდასახვამ მეტოქეს ბონუსის აღების შესაძლებლობა მისცა და სამწუხაროდ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების და ფლეი ოფში გასვლის ბედი, ახლა მხოლოდ ‘ლოკომოტივზე’ დამოკიდებული აღარაა.
თბილისელებმა კარგი თამაში აჩვენეს. ისინი კარგად იცავდნენ თავს, მასპინძლებს ჯანში ჯაბნიდნენ, შერკინებაში უპირობო უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვებაც დამსახურებულად გაიფორმეს.
შეხვედრის დებიუტში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით და მეორე შემთხვევაში იტალიელებმა კარის წინიდან ანგარიში გახსნეს. განახლდა თამაში და ჯარიმა უკვე ‘ლოკომოტივმა’ მოიპოვა, რომელიც საშუალო დისტანციიდან 3 ქულად ბექა წიკლაურმა აქცია. გარკვეული დროით ‘კალვიზანომ’ ტემპს უმატა და სახიფათოდ შემოგვიტია, თუმცა სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს, მე-16 წუთზე მასპინძლები მათსავე შერკინებაში დააჯარიმეს და წიკლაურმა რთული პოზიციიდან 6:3 დაგვაწინაურა.
რკინიგზელები გათამამდნენ, თავისი ნახევრიდან მორკინალებით შეუტიეს და დაახლოებით 25-30 მეტრი მოიგეს, წიკლაურმა ცენტრში სცადა ხაზის გაჭრა, მასზე მაღალი ბოჭვა შესრულდა და ბექამ 32 მეტრიდან გაიტანა. ამ ეპიზოდში იტალიელი მორაგბე სინბინით დაისაჯა, თუმცა მალევე რეფერიმ ყვითელი ბარათი ფარნა გასვიანსაც უჩვენა. ამას კვლავ ‘კალვიზანოს’ გააქტიურება მოყვა, დაცვამ კვლავ კარგად იმუშავა, მერე შეტევაში ბლოკისთვის დავჯარიმდით და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. 30-ე წუთზე მასპინძლები შერკინებაში ისევ დავაჯარიმეთ, წიკლაურმა კარიდან მარცხნივ, დაახლოებით 37 მეტრიდან გაიტანა და ტაიმი 12:6 დასრულდა.
რადგან ‘კალვიზანოსთვის’ 11-ზე მეტი ქულის სხვაობით უნდა მოგვეგო, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმის დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, თუმცა დერეფანში ბურთი ცუდად ავაგდეთ. 45-ე წუთზე წიკლაურმა უკვე კარში დაარტყა, ცენტრიდან ბურთმა მიზნამდე ვერ მიაღწია. ტაიმის შუაში ჯარიმაზე კვლავ უარი ვთქვით, 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი დადგა, მანძილი სწრაფად დაიფარა და გასვიანის ლელომ ანგარიში თბილისური მატჩის მსგავსი გახადა - 17:6.
გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ დაცვაში კარგი გარჯის შემდეგ ‘ლოკომოტივის’ შეტევების ჯერი დადგა, ჯარიმის შესრულების უფლებაც მივიღეთ და წიკლაურმა სასურველი სხვაობით დაგვაწინაურა - 20:6. ‘კალვიზანომ’ გააფთრებით შემოგვიტია და დიდი ხნის განმავლობაში თავი დავიცავით, თითქოს საფრთხეც განეიტრალდა, თუმცა იტალიელებმა ბოლოს მაინც მოახერხეს ჩვენს 22-ში ფეხის მოკიდება, გაწითლებულ დროზე ხაზი გაიჭრა და ბოჭვის მიუხედავად ლელო გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და ‘ლოკომოტივმა’ 7 ქულის სხვაობით, 20:13 იმარჯვა.
ამრიგად, ‘კალვიზანომ’ დაცვის ბონუსი აიღო და ჯამში 10 მოაგროვა, ხოლო ‘ლოკომოტივი’ 9 ქულით მეორე ადგიზეა. 12 იანვარს ‘ლოკომოტივი’ „ავჭალაზე“ ‘ფიამე ოროს’ მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში პირველ, ფლეი ოფში გამსვლელ ადგილზე ავა, თუმცა 19 იანვარს რომაელები ‘კალვიზანოს’ მასპინძლობენ და თუ იტალიური კლუბების ჯახი სტუმართა მოგებით დასრულდება, საქართველოს ჩემპიონი ფლეი ოფს მიღმა დარჩება.
კონტინენტის ფარი. მეოთხე ტური. 15 დეკემბერი.
კალვიზანო (იტალია) - ლოკომოტივი (საქართველო) 13:20
ხაზი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ივანე ხელაია, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე;
შერკინება: 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.
მარქაფა: 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. თორნიკე ტურაშვილი, 21. ლევან დარასელია, 22. გიორგი გედეხაური, 23. გრიგოლ ჩახვაძე.
კალვიზანო 3 2 0 1 65-46 10
ლოკომოტივი 3 2 0 1 55-52 9
ფიამე ორო 2 0 0 1 42-64 1
12 იანვარი
ლოკომოტივი - ფიამე ორო
19 იანვარი
ფიამე ორო - კალვიზანო
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფლეიოფზე ნუღარ ინერვიულებთ მეგობრებო. კალვიზანო უკვე გასულია. ჯერ ერთი ის მეორე გუნდი ისედაც სუსტია და მეორე ვირთხებივით დაუწვებიან. იტალიაა და არა იაპონია!
რაც შეეხება ლოკომოტივს, ამ ბინძური მაკარონნიკების დამარცხებისათვის შექება ეკუთვნით, თუმცა ქართული საკლუბო რაგბი ძალიან შავ და ბნელ უ.კანალში რომ არის ფაქტია.
მოვიგეთ მარა ისე ვერ როგორც საჭირო იყო...ბიჭებს მადლობა! შეცდომები კი უნდა აღინიშნოს...ბოლო წუთებზე,უკვე ამოწურულ დროში ჩვენი 22-დან სადღაც 40 მეტრიან ხაზამდე ავიწიეთ კალვიზანოს შეცდომის დამსახურებით , იქაც ჩვენმა ფლანგელმა შებოჭა მეტოქე და რა მოხდა?აღარ გაუშვა მეტოქეს ხელი და დავჯარიმდით,რასაც მოყვა ლელო...სრულიად უაზრო ჯარიმა...შებოჭე?გაუშვი ხელი რა..არიან ლამის 40 მეტრში ჩვენი ლელოდან,რატო აძლევ შანსს,რომ ერთი დარტყმით ისევ 5 მეტრიანში შემოვიდნენ?20-6-ზე და სულ რამოდენიმე მატჩის დასასრულამდე ჩავიგდეთ ბურთი ხელში და იმის მაგივრად რომ მოკლე მოკლე დარტყმებით მორკინალებით გვეთამაშა და დრო მოგვეკლა ბეგაძემ ფეხი დაარტყა,ვინმე ახსნის რა საჭირო იყო ამის გაკეთება და რა მოვიგეთ ან რა უნდა მოგვეგო ამით?რა იყო ჩაფიქრებული ბეგაძის მიერ არ მესმის.მაშინ,როცა ანგარიში 17-6 იყო და დაჯარიმდა მოწინააღმდეგე ჩვენ ნაცვლად იმისა,რომ აუტზე გადაგვეტანა და ლელოზე გვეთამაშა ავდექით და კარში დავარტყით..რა საჭირო იყო?გვეთამაშა ლელოზე,მთელი თამაში ნათლად ჩანდა ,რომ მეტოქეს მოლში აშკარად ვჯაბნიდით,კი ბატონო დერეფანს ვაგებდით,მარა ვაგებდით 3-4 კაცზე აგდებულ ბურთებს,აგვეგდო 1-2 კაცზე და მოლით მივწოლოდით,რა აზრი ქონდა ისეთი 3 ქულის აღებას რომელსაც 1 ლელოთი მეტოქე გაქვითავდა ისე,რომ საბოლოოდ მისთვის სასარგებლო ანგარიში დაფიქსირდებოდა?იმის გათვლით დაარტყეს,რომ მეტოქე ჯარიმით ვეღარ აიღებდა ბონუსს და იმაზე ნაკლებით არ წააგებდა ვიდრე ჩვენ წავაგეთ მათთან სახლში?უაზრო გათვლა არაა ეს?იმაზე უნდა გათვალო,რომ ლელოს შემთხვევაშიც ვერ დაგიქაჩოს სხვაობა და არა იმაზე,რომ მეტოქე ჯარიმის დროს ლელოზე არ ითამაშებს და კარში დაგირტყავს.როგორც ჩანს საქართველოს ნაკრების სენი ქართულ გუნდებსაც ჭირთ..ვურტყავთ ისეთ ჯარიმებს კაერში რომელიც არანაირი ლოგიკით არ უნდა დავარტყათ,როცა მოსაგები გაქვს ისე,რომ მეტოქეს ბონუსი არ ააღებინო და იმაზე მეტით გაქვს მოსაგები ვიდრე სახლში წააგე რა უაზრო გადაწყვეტილებაა ჯარიმის კარში დარტყმა?ქართველებს LELOS გვეძახიან და რანაირი ლელოები ვართ,როცა თითქმის არასდროს არ ვთამაშობთ ლელოზე და მუდმივად ნებისმიერი ადგილიდან და სიშორიდან ჯარიმის კარში დარტყმაზე გვაქვს ორიენტაცია..LELOS ვართ თუ PENALTY KICK
ვულოცავ გამარჯვებას
ლოკომოტივს და ქართული რაგბის გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას!!!
განგება და იღბალი ჩვენსკენაც შემობრუნდება!!! მჯერა თბილისში ის უღირსი საქციელი მსაჯის, რის შედეგადაც ლოკომოტივს გატანილი ლელო არ ჩაუთვალა თავის სიტყვას იტყვის და ფაიმე ოროსთან კალვიზანო დამარცხდება!
ლოკომოტივე კარგად უნდა მოემზადოს ფაიმე ოროსთან შესახვედრად და აუცილებლად მოიგებს, თანაც ბონუსით!