სიახლეები

20:03 | 15.12.2018 | ნანახია 1776 - ჯერ

"ლოკომოტივმა" "კალვიზანო" სტუმრად დაამარცხა

საქართველოს ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" "კონტინენტის ფარზე" მესამე შეხვედრა სტუმრად "კალვიზანოსთან" ჩაატარა და მეტოქე 20:13 დაამარცხა. მასპინძლებმა ბოლო წუთზე ლელო გაიტანეს და ბონუს ქულა მიიღეს, შედეგად იტალიურ გუნდს ჯგუფში 10 ქულა დაუგროვდა და კვლავ პირველ ადგილზეა. თბილისელებმა კი მეორე შეხვედრა მოიგეს და ცხრა ქულით მეორე პოზიციას იკავებენ.

A ჯგუფის ბოლო შეხვედრას თბილისის "ლოკომოტივი" შინ 2019 წლის 12 იანვარს "ფიამე ოროსთან" ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი ექნება. ბოლო მატჩი კი ორ იტალიურ გუნდს შორის 19 იანვარს შედგება - "ფიამე ორო" "კალვიზანოს" უმასპინძლებს და აღნიშნულ დაპირისპირებაში გაირკვევა ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:31 | 16.12.2018
გორდა (250)

ლოკომოტივზე უკეთესად არ გამოიყურებიან იტალიური გუნდები, თანაც კალვიზანოს ევრო სარბიელზე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის რაც ლოკომოტივმა უკვე გააკეთა დასაფასებელია და წმინდა სპორტული კუთხით (+თბილისში არჩათვლილი ლელეოს გათვალისწინებითაც) ჩემის აზრით სწორედ ლოკომოტივი იმსახურებს ამ ჯგუფიდან გასვლას!
ჯერ ფაიმე ორო არის თბილისში დასამარცხებელი დამაჯერებელი თამაშით და ამის შემდგომ ფაიმე ოროს ექნება (სპორტული კუთხით) მხოლოდ ერთი გამოსავალი იტალიური რაგბის სახის შესანარჩუნებლად, ეს არის ბრძოლა და კალვიზანოს დამარცხება. მხოლოდ ასეთი მოქმედებით შეძლებს იტალური საკლუბო რაგბი თავის ღირსეულად წარმოჩენას.
ლოკომოტივმა კი აქამდე თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს და მოუგოს ფაიმე ოროს!

17:07 | 16.12.2018
buratino (480)

ამ ეტაპზე ქართული საკლუბო რაგბისთვის იტალიაში ზედიზედ 2 თამაშის მოგება სუპერ შედეგია!
მე პირადად, ავჭალაში ჩატარებული უსახური თამაშის შემდეგ, ნაღდად არ მოველოდი ლოკოსგან ასეთ რამეს და ბიჭებს გამარჯვებებს გულით ვულოცავ! ჯგუფიდან გასვლა კი ალბათ მაინც არ გვეკუთვნის და ჯერჯერობით სჯობს ამ წარმატებებით დავტკბეთ

17:10 | 16.12.2018
buratino (480)

ისე კი რა ცუდია რომ "გაწითლებულ" დროში გავუშვით ლელო-გარდასახვა ან კიდევ იგივე დამატებულ წუთებზე თბილისში ნაღდი ლელო არ ჩაგვითავლეს, თორემ იტალიელებს ჯგუფში ჩავტოვებდით! მოკლედ, ძაან "იღბალა" ვინმეები არიან რაგბში ეს იტალიელები

13:03 | 16.12.2018
გუგა80 (177)

მარილი არ მოაყარეს რა
მაინც ხელი მქონდა ჩაქნეული ამ ტურნირზე ლოკომოტივის პირველი თამაშის შემდეგ, ამიტომ მათი ეს ორი მოგება თან სტუმრად, თან იტალიაში პირადად ჩემთვის მაგარი შედეგია.

22:17 | 15.12.2018
გორდა (250)

მაგრები ხართ!!!
გული არ გაიტეხოთ ბოლო ლელოსთვის!!!
ლოკომოტივი გავა ჯგუფიდან!!!

0.079964