უცხოური

18:23 | 14.12.2018 | ნანახია 795 - ჯერ

ჰანსენი “ოლ ბლექსიდან” მიდის

ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის მერე, თანამდებობას დატოვებს. თუ ვინ შეცვლის 59 სპეციალისტს, ჯერჯერობით, უცნობია.
“ის, რომ მომავალი ტურნირის მერე, “ოლ ბლექსს” ახალი თავკაცი ჩაიბარებს, სრულიად ნორმალურია. მიხარია, რომ ბოლობოლო ამ სიახლის გახმოვანების საშუალება მომეცა. ეს, იმის გარანტიაა, რომ ყოველ ხუთ წუთში აღარ მკითხავენ, მომავალში რას ვაპირებ. ახლა, უმთავრეს მიზანზე ანუ მსოფლიო თასის მოგებაზე უფრო მეტად ვიქნებით კონცენტრირებულნი” – აღნიშნა ჰანსენმა.
შეგახსენებთ, რომ სტივმა “ოლ ბლექსი” 2012 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 95 მატჩიდან 84 მოიგო, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 6-ჯერ იმარჯვა, 2015 წელს კი მსოფლიო თასიც შემართა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:39 | 21.12.2018
გორდა (247)

ძნელია დიდხანს დარჩე ასეთი გუნდის მესაჭედ, როდესა ყველაფერს იგებ მოტივაციის შესანარჩუნებლად საჭიროა ცვლილებები. ვფიქრობ თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თან პირადი და ნაწილობრივ გუნდის მოტივაციასაც გაზრდის ეს გადაწყვეტილება 2019 წლის მსოფლიოზე. ჩემი ირლანდიის ნაკრებისადმი უდიდესი პატივისცემისდა მიუხედავად, დიდი ალბათობით ამ მსოფლიოს ისევ ზელანდია მოიგებს.

18:53 | 14.12.2018
McCaw (165)

იცის რომ ირლანდიასთან მესამედ წაგებას ვერ გადაიტანს და მიდის

18:49 | 14.12.2018
buratino (476)

"რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 6-ჯერ იმარჯვა"
.
რაგბი-ევროპა რა შუაშია?

0.067775