ქართველი ლეგიონერები

17:40 | 10.12.2018 | ნანახია 2044 - ჯერ

მალაღურაძე “კრასნი იარში” აღარ ითამაშებს

კრასნოიარსკის “კრასნი იარმა” გადაწყვიტა კონტრაქტი აღარ გააგრძელოს ლაშა მალაღურაძესთან, რომელიც რუსულ გუნდში 2016 წელს გადაბარგდა და მას შემდეგ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, ერთხელაც კი სუპერთასი მოიგო.
“კრასნი იარმა” შუამარბისა და ფულბექის პოზიციაზე მოთამაშე ქართველ მორაგბესთან განშორება 2 მიზეზით ახსნა. პირველი – ლეგიონერებზე არსებული ლიმიტი და მეორე და უფრო მთავარი: მალაღურაძე გაისად მსოფლიო თასისთვის მზადებაზე გადაერთვება და ძირითადად სანაკრებო შეკრებაზე იქნება, ვიდრე – კლუბში.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:28 | 12.12.2018
NIKA..01 (335)

იმედია დაბრუნდება სამშობლოში და დიდ 10-ში ითამაშებს.სასიამოვნო იქნება ლაშას ცქერა დიდ 10-ში

09:49 | 11.12.2018
გორდა (250)

ლაშას სახლში დაბრუნების დროც მოსულა.
კარგი იქნება თუ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბორჯღალოსნები ერთ გუნში იქნებიან, მთელი წელი ერთად ივარჯიშებენ, ითამაშებენ და მათი შეთამაშების პრობლემა ნაკრებში აღარ იქნება.
ხმალაძე, თხილაიშვილი, თოდუა, სიჭინავა, ხუციშვილი, აბჟანდაძე, მოდებაძე, წიკლაური, აფციაური, შუბითიძე, ბეგაძე, კვირიკაშვილი, მათიაშვილი, შენგელია, კვესელაძე, კოშაძე, ქერდიყოშვილი, ჭყოიძე ... + მალაღურაძე ...
საკლუბო თვალსაზრისითაც კარგი იქნება, თუნდა კონტინენტის ფარზე არ მგონია ასეთ ძლიერ სათანადო შედეგი არ მოყვეს და გუნდი ჩელენჯ კაფზე არ გავიდეს.

00:32 | 12.12.2018
GiorgiG83 (525)

პოზიციებად დაალაგე და სელექციას თავად დახვეწ

11:05 | 11.12.2018
გიორგი16 (34)

გეთანხმები კაი გუნდი იქნება, ალბათ ძნელაძე გამოგრჩა, ამ ჩამონათვალიდან 5 კაცი მაქსიმუმ 6 მოხდეს მსოფლიოზე

15:45 | 11.12.2018
გორდა (250)

ტურბო და კიდევ რამდენიმე: ჯინჭველაშვილი, სვანიძე, გიორგი მჭედლიშვილი, მურაზ გიორგაძე ამათ დამატებული რამდენიმე ძალიან გამოცდილი ნატრიაშვილი და დადუნაშვილი და ფედერალლ ლიგიდან ალბათ ჩხაიძე. უფრო შორს წავიდოდი სათანადო ფინანსები თუ მოიძებნება და რუსეთიდან კაჭარავას, მამუკაშვილს, ფრუიძე, გაჩეჩილაძე.
აესევე ვფიქრობ, როგორღაც ტრადიციად უნდა იქცეს და თავისი კარიერა უცხოეთში მოთამაშე რეგბისტებმა საქართველოს ჩემპიონათში უნდა დაასრულონა.
რა მაგარი იქნება თუნდაც ნახევარი წელი ქართულ დიდი ათში ითამაშონ სპორტული კარიერის ბოლოს მამუკამ, დავით ზირაქაშვილმა, სუთიაშვილმა ..... მათთან ერთად თუნდა ვარჯიში ძალიან წაადგებათ დიდ ათში მოთამაშე მორაგბეებს და ამით მთლიანად ქართული რაგბი ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს.

13:42 | 12.12.2018
გიორგი16 (34)

ოოოო ეგ კარგი მაგრამ ძალიან რთული წარმოსაგენია და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის უბრალოდ ვისაც მართა დიდი ფული აქვს და თან ძალიან ბევრია საქართველოში ასეთი უნდა ჩადოს ფული რაგბიში და არ უნდა დაენანოს, ბევრჯერ დაიწერა და ითქვა რომ ნაკრების ძირითადი ბირთვით რომ გაკეთდეს ერთი კარგი გუნდი რა იქნება?! მერე ჯიბეს ვინ გაიტენის

0.088523