0:11 | 9.12.2018 | ნანახია 2567 - ჯერ

კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" იტალიაში პირველი ბონუსით მოიგო!

იტალიაში „კონტინენტის ფარზე“ ორრაუნდიან ტურნეში მყოფმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’ პირველი თამაში ‘ფიამე ოროსთან’ დაგეგმილად, ბონუსით მოიგო!

„ჩელენჯ ქაფის“ შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩს, საქართველოს მრავალგზის და მოქმედი ჩემპიონი რომში მართავდა და კონკრეტული მიზანი ჰქონდა - მოგება და მინიმუმ 4 ლელოს გატანა, რათა სამგუნდიან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი შეენარჩუნებინა.

თბილისელებმა თამაში თამამად დაიწყეს, მეტოქე ძალისმიერ თამაშში თავიდანვე დაჩაგრეს, ფაზები აკინძეს, ყველა მიძალებაზე უპირატესობის ხაზი გადაკვეთეს და ფარნავაზ გასვიანმა თანაგუნდელის დახმარებით ლელო გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახა - 7:0 მე-9 წუთზე. მასპინძლებმა მალევე გვიპასუხეს, მორკინალების დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის ფონზე, სტუმრებმა არაერთი სალელოვე შანსი შექმნეს, მაგრამ შესვენებამდე მათი რეალიზება ვერ მოახერხეს, აქეთ ჯარიმა მიიღეს და ტაიმი 7:10 დათმეს.

მეორე ტაიმი წიკლაურის ჯარიმით დაიწყო და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ‘ფიამე ორომ’ 52-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან წამოწყებული კონტრ-შეტევა ლელოთი დაასრულა და ლიდერობა დაიბრუნა. 3 წუთში მასპინძლებმა ხელდახელ შეტევით მესამე ლელო გაიტანეს, ამჯერად გარდასახეს კიდეც და ‘ლოკომოტივი’ 10:22 ჩამორჩა.

თბილისელები არ დანებდნენ, დასკვნით 20 წუთში ინიციატივა დაიბრუნეს და მატჩის ბედიც მოატრიალეს. ჩვენმა შერკინებამ მეტოქისა დაჯაბნა, დაცვამ გადაწყობა ვეღარ მოახერხა და რაქიდან მიღებული პირველივე ბურთი 66-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ლევან დარასელიამ დაამიწა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა.

შეცვლებმა ამ თამაშში სრულად გაამართლა და მომდევნო ორი ლელოც მატჩში მარქაფიდან ჩართული მორაგბეების ანგარიშზეა. ცენტრში კარგი შეტევის შემდეგ, წიკლაურის გრძელი პასი გიორგი გედეხაურმა შეირგო და 73-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ დაგეგმილი ბონუსით მოგებისთვის, ‘ლოკომოტივს’ ნებისმიერ შემთხვევაში ლელო ჭირდებოდა.

‘ფიამე ორომ’ ორჯერ სცადა წინ გასვლა, მაგრამ ჯარიმები ვერ გაიტანა. გაწითლებულ დროზე იტალიელებმა საკუთარი 22-იდან ხელით სცადეს შეტევის წამოწყება, ბურთი დაკარგეს, ლევან ჭავჭავაძემ ხაზი გაჭრა, „დერეფანში“ დაახლოებით 25 მეტრი ირბინა და წიკლაურმაც გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:22.

‘ლოკომოტივმა’ „კონტინენტის ფარზე“ ისტორიული, პირველი გამარჯვება მოიპოვა, თანაც სასურველი ბონუსიც ჩაიწერა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. საქართველოს ჩემპიონი იტალიაში რჩება და ერთ კვირაში, 15 დეკემბერს, ჩვენი დროით 18 საათზე ჯგუფის ლიდერ ‘კალვიზანოს’ შეხვდება.

კონტინენტის ფარი. მესამე ტური. 8 დეკემბერი.

ფიამე ორო (იტალია) - ლოკომოტივი (საქართველო) 22:29 (10:7)

ლოკომოტვი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიგა გაგოშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. ლევან დარასელია, 21. ვახტანგ ამირანაშვილი; 22. გიორგი გედეხაური, 23. ივანე ხელაია.

4 ლელო: გასვიანი, დარასელია, გედეხაური, ჭავჭავაძე

3 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

www.rugby.ge


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:32 | 10.12.2018
qomagi (248)

გილოცავთ მოგებას!!! გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაგრამ ვინც ნახეთ თამაში, ძალიან უხეში შეცდომები დაუშვეს ბიჭებმა დაცვაში და ძალიან გაგვიმართლა, რომ გაწითლებულ დროზე შეძლეს გამარჯვების ლელოს დადება.
ისე იტალიელებმა ხელოვნურ მოედანზე გვათამაშეს.
კალვიზანოსთან მეტი მობილიზებაა საჭირო და იმედია დავამარცხებთ!

12:06 | 10.12.2018
buratino (480)

შესანიშნავია, სიმართლე რომ ვთქვა არ მეგონა და მესიამოვნა, თანაც "იტალიური ნავსი" გატყდა!
ამ ეტაპზე, მეტი მოლოდინი არ მაქვს და თუ ბიჭები "კალვიზანოსაც" მიაყოლებენ (თუნდაც მოუგებენ ჯგუფიდან გასვლის გარეშე), ძალიან გამიხარდება

20:23 | 09.12.2018
krasni (587)

მიაყოლეთ ბარემ კალვიზანო.

17:28 | 09.12.2018
dominici99 (94)

Gilocavt! Navsi gatyda! Italiuri klubic davamarcxet. Axla calvisanos jeria. Ogond erti- orad uket tamashi gvchirdeba. Midit bichebo, irwmunet, tqven shegizliat!

14:05 | 09.12.2018
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ბიჭებო ! ! !

11:36 | 09.12.2018
გუგა80 (177)

ძალიან კარგი.
წინ კალვიზანოსთან მთავარი შერკინებაა.

02:12 | 09.12.2018
გორდა (250)

ვულოცავ ლოკომოტივს გამარჯვებას!!!
მაგრამ, არავითარშემთხვევაში თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეთ. ეხლა მხოლოდ გაფუჭებული საქმის ნახევარია გაკეთებული. 15-ში მეორე ნახევარიც უნდა გააკეთოთ და მერე იანვარში ბოლომდე დაასრულოთ ჯგუფიდან გასვლის საკითხი. შემდეგ იქაც ბევრი საბრძოლო იქნება.

0.117789