საქართველოს ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" "კონტინენტის ფარზე" "ფიამე ორო" 29:22 დაამარცხა. თბილისელებმა ტურნირზე პირველი გამარჯვება ბოლო წუთზე მოიპოვეს, როდესაც მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და ლელო გაიტანეს. "ლოკომოტივმა" ოთხი გატანილი ლელოთი ბონუსი მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.
მომდევნო მატჩს საქართველოს ჩემპიონი 15 დეკემბერს "კალვიზანოსთან" გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გილოცავთ მოგებას!!! გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაგრამ ვინც ნახეთ თამაში, ძალიან უხეში შეცდომები დაუშვეს ბიჭებმა დაცვაში და ძალიან გაგვიმართლა, რომ გაწითლებულ დროზე შეძლეს გამარჯვების ლელოს დადება.
გაიხარეთ ! ! !
მადლობა ბიჭებს!!!
ლელო, ლელო, საქართველო!!!