ლეგიონერები

12:33 | 8.12.2018 | ნანახია 878 - ჯერ

გორგოძე მოედანს "მონპელიესთან" უბრუნდება

ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანი მამუკა გორგოძე, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს უბრუნდება და ჩემპიონთა თასის მესამე ტურის შეხვედრას "ტულონის" სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

34 წლის მორაგბე ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის პირველსავე ტურში, 25 აგვისტოს "რასინგ 92"-თან მატჩში დაშავდა. მამუკამ მხრის ბიცეფსი გაიწყვიტა და მკურნალობა 3 თვე გაგრძელდა.

დღეს მისი გუნდი ჩემპიონთა თასის მესამე ტურში "მონპელიეს" ეთამაშება, გუნდს, რომლის რიგებში მამუკამ 9 წელი (2005-2014) გაატარა და მსოფლიოს აღიარება მოიპოვა. შეხვედრა საქართველოს დროით 19:15 საათზე იწყება და გორგოძე თამაშს მეორე ხაზში იწყებს.

"მონპელიეს" სასტარტო შემადგენლობაშია ახალგაზრდა მარცხენა ბურჯი უშანგი ჭეიშვილი, რომელმაც ტოპ 14-ში უკვე ორი თამაშის ჩატარება მოასწრო და აქედან ერთი ძირითადში დაიწყო.

დღესვე ინგლისური "უოსპსი" "ტულუზს" მასპინძლობს და "ბზიკების" მარქაფაშია ზურაბ ჟვანია. მატჩი 21:30 საათზე იწყება.

www.rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:21 | 10.12.2018
dominici99 (81)

Rogorc chans, sxva gza ar aris. Unda dabrunde msopliostvis! Es xvreli ver sheivso da yvelanairi piradi principebi ( tundac girseuli) gverze unda gadavdot samshoblostvis. Mamuka, dges shen saqartvelos schirdebi!

15:54 | 08.12.2018
გორდა (231)

კარგია, მალე ჩადექი მამუკა ფორმაში და მსოფლიოზე ნაკრებში. შენი თამაში განსაკუთრებით ფიჯისთან აუცილებელია.
წარმატებულ კარიერას ვუსურვებ ახალგაზრდა უშანგი ჭეიშვილს და ყველა ქართველ მორაგბეებს.

14:56 | 08.12.2018
kobaSP (45)

"ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანი" კი არა, არამედ: "ექსბორჯღალოსანი"!
წარმატებები გორგოძილას!
მართლაც დიდი დანაკლისია ჩვენი ნაკრებისთვის... უელსთან, ბოლო 10 წუთში ძალიან ვინატრე, თუნდაც ეგ ბოლო წუთები ეთამაშა! რატომღაც ბრმად მჯერ(ოდ)ა რომ ზუსტად იქ დაგვაკლდა მამუკა.. როცა "ხელის ხაზს მიღმა გადამდები" აშკარად არავიონ აღმოჩნდა..

0.117987