22 წლის ქართველი მორაგბე ირაკლი ცხადაძე (სიმაღლე 1.92 მ. წონა 105 კგ.) ფრანგული “ბრივის” წევრი გახდა. აქამდე, ირაკლი “ბორდოში” ირიცხებოდა, ახალ კლუბთან კი კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა.
ცხადაძემ, რომელიც პოზიციით მესამეხაზელი გახკლავთ, კარიერა თბილისურ “არმაზში” დაიწყო, ბორდოელთა ესპუარების გუნდში კი 2016 წლიდან ირიცხებოდა.
ირაკლის 2016 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე ოთარ გიორგაძისა და ვასილ ლობჟანიძის მხარდამხარ უთამაშია, რომლებიც “ბრივში” მისი თანაგუნდელები იქნებიან.
ამგვარად, ბრიველთა რიგებში უკვე ქართველი 6 ლეგიონერი გვყავს. ცხადაძის, გიორგაძისა და ლობჟანიძის გარდა, ესენი კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ლუკა გოგინავა არიან.
საინტერესოა, რომ ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ცხადაძის ტრანსფერს ორიგინალურად გამოეხმაურა და მისი გვარი იმ ქართველ მორაგბეთა გვარების საშუალებით გამოხატა, რომელსაც კლუბში აქამდე უთამაშიათ.
“ირაკლი ცხადაძე იმედისმომცემი, ძლიერი და აგრესიული ახალგაზრდა მესამეხაზელია, ასე რომ, მომავალი 2 სეზონის განმავლობაში მისი იმედი გვაქვს”, - აღნიშნა “ბრივის” მენეჯერმა ჯერემი დევიდსონმა.
შეგახსენებთ, რომ “ბრივი” ამჟამად ფრანგულ პრო დ2-ში ირჯება და 13 ტურის თავზე 37 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 6 დეკემბერს, სტუმრად, “პროვენსთან” გამართავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ირაკლის. ისე აბჟანდაძე ან ბრივმა ან ორიაკმა რომ წაიყვანოს კარგი იქნებოდა. ჩვენს უკანა ხაზელებს: კვესელაძე, კოშაძეს, "ტურბოს" და მათიაშვილი იქნებ გაუწიონ კარგი დახასიათება და ესენიც პრო დ2-ში გადავიდნენ.
20+ მორაგბეები, მითუმეტეს ხაზის არ აინტერესებთ ფრანგებს, მსოფლიოზე ტრუსიკიდან თუ ამოხტნენ მცირე შანსი ექნებათ წასვლის ისე არა.
არადა გვჭირდება მაგრად ხაზის მოთამაშებიის განვითარება. სამწუხაროდ ჩვენს დიდ 10-ში რასაც აკეთებენ ამაზე მნიშვნელოვნად მეტის გაკეთება აღარ გამოუვათ, არ არის საკმარისი კონკურენცია და ალბათ ხაზის მოთამაშეების მწვრთნელების დეფიციტიც გვაქვს.
ამიტომაა საჭირო ფრანჩიზის შემნა და მაღალი დონის ჩემპში პრაქტიკაც ეგ იქნება
არის ჭორები უ20 ბიჭები უნდათო და ვნახოთ როგორ გამართლდება.
ერთი ორი ქართველი კიდევ და საფრანფეთში გვეყოლება ძლიერი ქართული გუნდი.აბჟანდა წაიყვანონ და აფრასიძე
აფრასიძე მონპელიეშია
ვიცი რომ მონპელიეშია მაგრამ ძირითად გუნდში თამაშის პრაქტიკა არ აქვს და ჯობია უფრო დაბალი დონის გუნდში იყოს და ითამაშოს
ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი ამ ბიჭის შესახებ..იმედია გულიანად და ბევრს ივარჯიშებს,დისციპლინას დაიცავს და სანაკრებო მაღალი დონის მორაგბე დადგება...წარმატებები
ლუკა ჯაფარიძეც ბრივშია, ოღონდ ესპუარებშ ჯერჯერობით.