ლეგიონერები

15:22 | 4.12.2018 | ნანახია 1531 - ჯერ

დავით ზირაქაშვილი – ზედიზედ მეორედ სიმბოლურში!

ვეტერანი ქართველი მორაგბე დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ტოპ-14-ს სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ბოლოს “ვულკანებმა” “ლიონი” 31:11 დაამარცხეს და ქართველი ბურჯი პირველად მაშინ დააფასეს. ჩვენებურს ტემპი არც მე-11 ტურში დაუგდია და “მონპელიესთან” მოგებულ (28:23) მატჩშიც გამორჩეული იყო.
გასულ ტურში დავითი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და იმ 52 წუთში, რაც მოედანზე გაატარა, უდიდესი სამუშაო გასწია. საინტერესოა, რომ “მონპელიეს” მხრიდან მის პირისპირ საქართველოს ნაკრების წევრი მიხეილ ნარიაშვილი იდგა.
საინტერესოა ისიც, რომ ამავე შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში ლევან ჩილაჩავამა და ტრავმამოშუშებულმა კონსტანტინე მიქაუტაძემაც ითამაშეს.
11 ტურის თავზე “კლერმონი” 41 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს კონკურენტ “ტულუზას” 3 ქულით უსწრებს. “ვულკანები” მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს სწორედ ტულუზელებთან გამართავენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:42 | 04.12.2018
გორდა (250)

ტიტანების ჭიდილი! წარმატებები ქართველ რაგბისტების.

16:50 | 04.12.2018
NIKA..01 (335)

ვახ ვახ ნარიაშვილი VS ზირაქაშვილი უნდა გადავახვიო ვუყურო

16:47 | 05.12.2018
გიორგი16 (34)

კარგი თამაში იყო ნამდვილად მაგრამ, მომპელიე რასინგისთვის თუ არ გიყურებია იმას უყურე გოგიჩაშვილის და ჩილაჩავას ჭიდილი უფრო საინტერესო არის თან გოგიჩაშვილი ტოლს არ უდებს ჩილაჩავას, და შეიძლება ითქვას რომ ჯობნის კიდეც

0.096427