2018 წლის დასკვნით სანაკრებო მატჩში, რომელსაც ლონდონურმა “თვიქნემმა” უმასპინძლა, “ბარბაროსები” არგენტინის ნაკრებს გაეჯიბრნენ და სანახაობრივ შეხვედრაში 38:35 მოიგეს.
შეგახსენებთ, რომ ამჯერად “ბარბაროსების” რიგებში ქართველ ბურჯ ანტონ ფეიქრიშვილსაც უხმეს, რომელიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთო. შედეგად, უელსური “კარდიფის” პირველხაზელი მე-7 ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც პრესტიჟული ზოლიანი მაისური მოირგო.
საინტერესოა, რომ მეტოქეებმა 5-5 ლელო დადეს, გადამწყვეტი კი მატჩის ბოლოსწინა წუთზე ელტონ იანტისის მიერ შესრულებული ბრწყინვალე არეკნი გამოდგა.
ამგვარად, არგენტინის ეროვნულმა გუნდმა შემოდგომის ტესტები მოგების გარეშე დაასრულა. “პუმებმა” ლონდონში ჩასვლამდე, ირლანდიაში 17:28 წააგეს, საფრანგეთში – 13:28, შოტლანდიაში კი – 9:14.
“ბარბაროსები” – “არგენტინა” 38:35 (14:24)
ლელო: ლეგუიზამონი (2), საჯარიმო (34), კოლისი (48), დე ალენდე (58), დე იახერი (75) – ორლანდო (9), მოიანო (16), მატერა (19), კანსელერე (24), მონტოია (55).
გარდასახვა: პოლარდი (3, 49), იანტისი (59, 76) – ბონილა (10, 17, 20, 25, 56).
არეკნი: იანტისი (79)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ ანტონ!
რაც ამ ვიდეოში ჩანს მაგრად უთამაშიან ანტონს. რომ შევიდა მისი გუნდი მაგრად აგებდა, მაგრამ თამაში შემოაბრუნეს. თანაც რაც ჩანს შერკინებაში ჩვენმა ბურჯმა მოწინააღმდეგე მაგრად დაჩაგრა.