საქართველოს განვითარებადი 7-კაცას გუნდმა (GEORGIA DEVELOPING 7S), დუბაის საერთაშორისო ტურნირის მეორე დღის პირველი მატჩი მოიგო და „ჩელენჯ ტროფის“ ნახევარფინალში ითამაშებს.
გუშინ ჩვენი გუნდი ფრედ ეთამაშა სამხრეთ აფრიკულ OLD GEORGIANS RFC-ს, მომდევნო ორი შეხვედრა ინგლისელებთან და ფრანგებთან დათმო და „ჩელენჯ ტროფიზე“ გადაინაცვლა.
მეოთხედფინალში მეტოქე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს გუნდი, "დუკლა" იყო და მეტოქეს 33:0 ვძლიეთ. ნახევარფინალში კენიის მეორე ნაკრებს (პირველი მსოფლიო სერიას თამაშობს), Homeboyz Samurai-ს ვეთამაშებით, რომელმაც დღეს რუსეთის განვითარებადი 7-კაცა გუნდი 19:12 დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში ფინალში საფრანგეთის განვითარებად 7-კაცას, ან რუსულ კლუბ "ყუბანს" შევხვდებით.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
OLD GEORGIANS რატომ ქვიათ იცის ვინმემ?