7-კაცა

13:35 | 1.12.2018 | ნანახია 989 - ჯერ

7-კაცა: დუბაის ტურნირის პირველი დღე

საქართველოს განვითარებადმა 7-კაცას გუნდმა (GEORGIA DEVELOPING 7S), დუბაის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს პირველი მატჩი ფრედ დაასრულა, მომდევნო ორ შეხვედრაში კი გამარჯვება მეტოქეებს დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი 7-კაცა სამივე მატჩში დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკულ OLD GEORGIANS RFC-სთან გვქონდა და ფრეს დავჯერდით - 12:12. საემიროების კლუბ SPERANZA 22-თან თავიდან კი დავწინაურდით, მაგრამ მერე 5 ლელო მივიღეთ და მეტოქემ 33:5 იმარჯვა. დღის ბოლოს ფრანგებს (FRENCH MILITARY SEVENS) ვეთამაშეთ და სამი ლელო გავიტანეთ, თუმცა მეტოქემ 4-ის გატანა მოახერხა და 26:17 იმარჯვა.

საქართველოს განვითარებადმა 7-კაცამ „ჩელენჯ ტროფიზე“ გადაინაცვლა და მეოთხედფინალში ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს გუნდს, "დუკლას" შეხვდება.

www.rugby.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:33 | 01.12.2018
გორდა (250)

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ფედერაცია 7 კაცას განვითარებას სათანადოდ ყურადღებას არ აქცევს.
ჩემის აზრით აუცილებელია ძლიერი მწვრთნელის ჩამოყვანა. ბოლო წლებია არსებული სამწვრთნელო შემადგენლობა შედეგებს ვერ დებს.

0.086395