შიდა რაგბი

20:58 | 30.11.2018 | ნანახია 922 - ჯერ

დიდი 10: "ბათუმმა" "არმაზი" დაამარცხა

თიბისი რაგბის სერიებით გამოწვეული ოთხკვირიანი შესვენების შემდეგ, დიდი 10 მე-9 ტურით, ბათუმში განახლდა. ადგილობრივმა კლუბმა მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლა და 20:15 გამარჯვებით, პირველი წრის მოგება დაიბევა.

‘ბათუმმა’ შეხვედრის ერთადერთი ლელო პირველ ტაიმში გაიტანა. 24-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ ფეხით გადაკიდებული ბურთი მოხსნა და ის ლელოში ბექა ურჯუკაშვილს შეაყოლა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მანამდე რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმა ძელმა აისხლიტა და ტაიმი 5:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ გუნდებმა 5-5 ჯარიმა გაიტანეს. მასპინძლებმა გარკვეული დროით უპირატესობა 11 ქულამდე (14:3) გაზარდეს, თუმცა სტუმრებმა ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და ‘ბათუმმაც’ ყველა ჯერზე ჯარიმა კარში დაარტყა. გაწითლებულ დროზე ჯინჭველაშვილმა გასატანი პოზიციიდან მორიგი 3 ქულა აიღო და საკუთარ გუნდს ნუგეშის ბონუსი მოუპოვა.

ხვალ გორში ‘ჯიქი’ თბილისის ‘არმიას’ მასპინძლობს (14 საათი), ხოლო ქუთაისში ‘აია’ ქვეყნის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ მიიღებს (16:15).

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:01 | 01.12.2018
გორდა (250)

იმედია ბათუმს შორს მიმავალი გეგმები აქვს და კონტინენტის ფარზე გასვლაზე და მოგებაზე ფიქრობს ეხლავე.

0.077883