ბრიტანულმა The Guardian ნოემბრის ტესტ-მატჩების შემდეგ ტრადიციული სარაგბო რეიტინგი გამოაქეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 1 პოზიციით დაწინაურდა და იტალიის კვალად მე-14 ადგილზე იმყოფება.
ცხადია, ამ კლასიფიკაციას საერთო არაფერი აქვს მსოფლიო რაგბის ოფიციალურ რეიტინგთან, სადაც “ბორჯღალოსნებსა” და “აძურის” განსხვავებული მდგომარეობა აქვთ: საქართველო მეცამეტეა, იტალია კი მხოლოდ – მე-15.
The Guardian ნაკრებთა დახარისხებას მომავალი მსოფლიო თასის პრიზმაში ახდენს და საქართველოს ნაკრებს შესაბამისი დახასიათებაც დაურთო:
“ქართველებს განსხვავებული ემოციები ჰქონდათ, რადგანაც ჯერ იტალიაში წააგეს, შემდეგ კი, სამოასა და ტონგას სძლიეს. მსოფლიო თასზე მათი მეტოქეები ავსტრალია, უელსი და ფიჯი იქნებიან, ამდენად, ჯგუფში ისევ მე-3 ადგილის დაკავება რთული იქნება, თუმცა, არც ის გვგონია, რომ ხსენებული სამეულიდან რომელიმეს ქართველებთან იოლი გასეირნების იმედი ჰქონდეს”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიუხედავად ბოლო ორი კარგი გამარჯვებისა, ფიჯისთან ჩვენი ბოლო ჩასვრის და წეღან ჯიჯის მიერ საფრანგეთის მოჭიმვის ფონზე, რისი იმედი უნდა გვქონდეს მსოფლიოზე არ ვიცი.
და თუ მოსახდენიც მოხდა და წავაგეთ ეჰ ... რა უნდა ვაკეთოთ არც ეგ ვიცი ...
თუ არავინ გამოგვაკლდა ძირითადი ბირთვიდან აუცილებლად უნდა მოუგოთ ფიჯის, ერთი თამაშისთვის კიდე ყველა გუნდს შეუძლია მოემზდოს და ნებისმიერ მეტოქეს ეთამაშოს მოგებაზე, მე არ ვგულისხმობ ამ ეტაპზე ზელანდიას ირლანდიას ინგლის უელს ავსტრალია და სამხრეთ აფრიკას, დანარჩენთან ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია მოგებაზე თამაში ერთ კონკრეტულ თამაშში
"თუ არავინ გამოგვაკლდა ძირითადი ბირთვიდან აუცილებლად უნდა მოუგოთ ფიჯის"
ეს აუცილებლად, ცოტა ხმამაღალია
ისე, როგორ ჰგავს ეს საუბრები (სტატიები), 2015 წლის წინა სამსოფლიო მსჯელობებს. მაშინ ტონგას აყენებდა ყველა წინ, ეხლა ფიჯის, მაგრამ ჩვენი ლომკაცები იტყვიან თავის სიტყვას.
ძალიან ვაფასებ კუნძულელებს სამოასაც, ტონგასაც, ფიჯისაც და ვფიქრობ რაღაც კუთხით ბობოლები როგორც ჩვენ ასევე მათაც "ჩაგრავენ - არ კადრულობენ". მიუხედავად ამისა ვფიქრობ 2019 ის მსოფლიოზე ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება გამარჯვება ფიჯისთან, ამის შემდეგ აიარბის და ევროპული მაღალი დონის საკლუბო ტურნირების ორგანიზატორებს, ასევე 6 ერს უნდათ თუ არ უნდათ მოუწევთ ცვლილებების გაკეთება.
წლევანდელი ფიჯი, 2015 -ის ტონგაზე ძლიერად არ გეჩვენება?
ფიჯი კუნძულელებიდან უკეთესი, რომ არის რეიტიგიდანაც ჩანს და მათ შორის ურთიერთშეხვედრებიდანაც (მიუხედავად იმისა რომ ამ ზაფხულს ტონგამ მოუგო ფიჯის), მაგრამ არც ჩვენები არიან ჯაბანნი და ნაკრები ვითარდება.
მაინც ვფიქრობ ყველაფერს შეხვედრისათვის სწორი ფსიქოლოგიური განწყობა გადაწყვეტს და ეს ჩვენ უკეთესად უნდა გამოგვივიდეს.
ჩვენ მერე სწორადაც, რომ სირთულეები გვხიბლავს და მაშინ ვარ მეტად მონდომებულები