ქართველი ლეგიონერები

20:21 | 28.11.2018 | ნანახია 2515 - ჯერ

ფეიქრიშვილი “ბარბაროსებში” ითამაშებს

საქვეყნოდ ცნობილი “ბარბაროსების” შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი მორაგბე მოხვდა. ის უელსური “კარდიფის” 31 წლის ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი გახლავთ, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 30 ქულაა.
ცნობისთვის, ფეიქრიშვილი უკვე მე-6 ქართველი მორაგბეა, რომელიც “ბარბაროსების” მაისურს მოირგებს. აქამდე, ვარსკლავურ გუნდში მამუკა გორგოძეს, დავით ქუბრიაშვილს, დავით კაჭარავას, მოტე მიქაუტაძესა და მიხეილ ნარიაშვილს უთამაშიათ.
შეგახსენებთ, რომ “ბარბაროსებს” წლის დასკვნითი მატჩი 1 დეკემბერს ელით, როდესაც ლონდონურ “თვიქნემზე” არგენტინის ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ ფეიქრიშვილი მარქაფაში იქნება და თამაშში თადარიგიდან ჩაებმება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:59 | 29.11.2018
qomagi (248)

ვულოცავ ანტონს ამ აღიარებას. გამიკვირდა, მილტონმა ამ ტესტებზე რომ არ დაუძახა, განსაკუთრებით იტალიასთან. დუდუს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ტრავმის შემდეგ იდეალური ფორმისგან შორს იყო და მის მაგივრად სტატიკურ თამაშში კი აჯობებდა ანტონი.

11:25 | 29.11.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

20:40 | 28.11.2018
გორდა (250)

მაგარია, ვულოცავ ანტონს. ეს ქართული რაგბის, განსაკუთრებით კი მისი შერკინების კიდევ ერთი აღიარებაა.
სამსოფლიოდ ჰეიგს თავსატეხი ექნება ბირჟების არჩევაში . ნეტა ასეთი მდგომარეობა სხვა პოზიციებზე გვქონდეს.

20:41 | 28.11.2018
გორდა (250)

ბურჯები უნდა დამეწერა.

0.15365