ბორჯღალოსნები

17:30 | 26.11.2018 | ნანახია 3468 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზე გადაინაცვლეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შაბათს წვიმიან თბილისში ტონგას ძლევის (20:9) წყალობით, მსოფლიო რეიტინგში 0.82 ქულა გამოიმუშავა და 73.42 ქულით მე-15-დან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
“ბორჯღალოსნები” სულ მცირედით ჩამორჩებიან აშშ-ს (73.66), ამდენად, “არწივების” გადასწრების შანსი გაისად თებერვალ-მარტში ექნებათ, როდესაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი გათამაშება ელით.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა უკან სწორედ ტონგა და იტალია მოიტოვეს, რომელიც რომში ახალ ზელანდიასთან 3:66 განადგურდა.
განახლებულ რეიტინგში ყველაზე მეტად ფიჯის ნაკრებმა იხეირა და დამსახურებულადაც. კუნძულელებმა სენ დენიში საფრანგეთს 21:14 მოუგეს და მათთვის სარეკორდო მე-8 ადგილს უწიეს. ფიჯელებმა საფრანგეთის გარდა არგენტინა ჩამოიტოვეს, რომელმაც შოტლანდიაში 9:14 წააგო.
მე-16 პოზიცია სამოელებს გადაულოცა რუმინეთმა, რომელიც ურუგვაისთან ისტორიაში პირველი მარცხი (20:27) განიცადა. თავის მხრივ, კუნძულელებმა ესპანეთთან ისტორიაში პირველი დაპირისპირება 28:10 მოიგეს.
კლასიფიკაციის სათავეში ისევ ახალი ზელანდია რჩება, რომელიც ირლანდიელებს მხოლოდ 1.37 ქულით უსწრებს. გასულ უქმეებზე “ოლ ბლექსის” შედეგის შესახებ ზემოთ გაცნობეთ, “სამყურებმა” კი დუბლინში აშშ-ს 57:14 სძლიეს, თუმცა, ამით ხეირი არ უნახავთ.

სრული რეიტინგი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:14 | 27.11.2018
გუგა80 (177)

გიორგიგ83,
- არითმეტიკაში გეთანხმები მაგრამ ტონგასთან ერთით მეტ ლელოსთან ახლოს არ ვიყავით ჩემი აზრით, ამიტომ გული ნაკლებად მწყდება. გული უფრო მწყდება იმაზე, რომ აშშ-მ რუმინეთს 15-ზე მეტი ქულით მოუგო და რუსეთმა იაპონიას რომ ვერ მოუგო.
- ისტორიულად ძირითადად არ გვეყალობს ბედი რეიტინგში. ჩვენი მეტოქეები ხშირად უაზროდ კარგავენ ქულებს ჩვენთან ტესტამდე, შესაბამისად ჩვენც ნაკლები ნამატი გვაქვს ხოლმე დადებითი შედეგის შემთხვევაში. და პირიქით ჩვენი პოტენციური მეტოქეები მაინც და მაინც მაშინ იგიჟებენ თავს როცა ჩვენთან არ უწევთ ტესტი. მაგალითად აშშ, პიკზეა რეიტინგში და სამწუხაროდ ეხლა არ გვითამაშია.
- ზაფხული არასწორად მიწერია. გაზაფხული
ვიგულისხმე, ანუ რუსეთის და რუმინეთის სტუმრად ძლევის ხარჯზე გადავასწრებთ აშშს.
- იტალიამ შეიძლება საფრანგეთს მოუგოს.
- მიზანი მსოფლიოზე, ფიჯის მოგება და 12 შესვლაა რა თქმა უნდა.
- "არც ისე დიდი ხანი" სუბიექტური შესაფასებელია ცხადია. ჩემი აზრით 10 წელი არ არის ცოტა, ანუ რუმესპეთთან მთელი 10 წლის წინ ვჭიდაობდით (რეალურად ბოლო 10 წელია ერთა თასზე "ვინ არის ბოსი" ყველასთვის ცხადია). არგუმენტად შემიძლია მოვიყვანო ის რომ ეს სპორტი ჰა ჰა მაქსიმუმ 40 წელია რაც "გაპროფესიონალურდა" და შესაბამისად 10 წელი მთელი ამ ეპოქის 25%იან რასაც მე როგორც "ცოტას" ვერ შევაფასებდი.

11:40 | 29.11.2018
GiorgiG83 (525)

დერეფნებიდან მოლში რომ უკეთ გვეთამაშა დავდებდით, ჩვენი ლელო უფრო რეალური იყო ვიდრე რუსეთის მოგება (ამაზე გული როგორ უნდა დაგწყდეს რაგბი თუ გესმის) და აშშ რომ ზე რაგბის და 4 და 6 ერის გარეშე ყველაზე პროგრესირებადი გუნდია ტ2 დან არაა საკაამათო

ბედი და რეიტინგი დაიკიდე განვითარებაზე ვიდარდოთ 200-300 ბავშვი რომ ირჩეოდეს უ18 ში 100-150 ბავშვიდან ირცეოდეს უ20 ში და უკვე უ 20 ში რომ მორკინალიან ბექიანად ყველა ლეგიონერი იყოს

და აშშ მსოფლიომდე კომბლებს თლის და ჭერში აწყობს>?
მასაც აქვს ჩემპიონშიფი სათამაშო

საფრანგეთი წელს მხოლოდ იტალიას თუ მოუგებს და არა პირიქით

მაგრამ ეს მიზანიც რომ ძალიან რთულად მიღწევადია შევთანხმდეთ, უფრო რთულად ვიდრე ტონგას დამარცხება იყო 2015 ში

40 წელი რაგბის პროფესიონალობა არ გაიშვა, რაიდან რაზე დაყრდნობით ეს დასკვნა?
20 წლიან ისტორიას თუ ითვლის მაგარია და 2011 მდე ერთა თასის ფავორიტები რთულად ვიყავით ანუ ბოლო 7 წელია გაჩნდა მოთხოვნა რომ რუმინეთმა ვერ ჩაგავნაცვლოს და დანარჩენებთან დამაჯერებელი მოგება ეჭვქვეშ არ დადგეს მე ვიტყოდი რომ ბოლო 5 ჰადაჰა 6 წელია

11:35 | 27.11.2018
გუგა80 (177)

უარესიც შეიძლებოდა.
ცუდია ის რომ სხვაობა ძალიან შემცირდა 14-15 გუნდებთან.
ზაფხულში კი გადავუსწრებთ აშშს მაგრამ ეგენი ისეთ ხოდზე მოვიდნენ ზაფხულში შეიხლება კვლავ ამოაყირავონ ვინმე.
იტალაიმ არაა გამორიცხული 6 ერზე ერთი თამაში მაინც წამოიღოს რაც ასევე ცუდია ჩვენთვის.
მერე მსოფლიოზე საერთოდ ორმაგდება ქულები.
მოკლედ ეხლა მსოფლიოს დამთავრებამდე რეიტინგი ძალიან ელასტიური იქნება და ბევრი გადაადგილება მოხდება, ამიტომ შემდეგი შეჯამება მომავალი წლის ბოლოს უნდა გავაკეთოთ.

12:08 | 27.11.2018
GiorgiG83 (525)

- ტონგასტან ერთი ლელო დაგვედო და ავიდოდით მე-12 ზე
- რატომ არის ცუდი? რაც უფრო კონკურენტული იქნება გარემო ჩვენთვის არ სჯობია?
- ზაფხულში ვინ რის ხარჯზე?
- 6 ერზე ვის უნდა მოუგოს ამ იტალიამ?
- მთავარია მსოფლიოზე 20 გუნდში თუ დავიკავებთ მე-12 ადგილს
რეალურაფ ჩვენც ხომ ვიცით რომ არგენტინა, ფიჯი, იაპონიაზე უკეთესი არ/ვერ ვართ?
აშშ, ტონგა, იტალია, სამოა - ამათთან გვაქვს საჭიდაო და ამასობაში ნელნელა უნდა ვეცადოთ ფიჯი - იაპონიასთან დავიწყოთ ჭიდაობა

არც ისე დიდი ხანის წინ რუმინეთ-ესპანეთთან ვჭიდაობდით

03:10 | 27.11.2018
dinamo222 (692)

აკი მე-12 ზე ვიქნებითო ?????

21:53 | 26.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

იტალიისთვის, რომ მოგვეგო და ზაფხულის ტესტები ასე საზიზღრად არ ჩაგვეგდო, ნეტავ რომელ ადგილზე ვიქნებოდით?

12:02 | 27.11.2018
GiorgiG83 (525)

9-10

03:09 | 27.11.2018
dinamo222 (692)

7-8 ვიქნებოდით და უელსისთვისაც რომ მოგვეგო 5 ეულში შევდიოდით DDD

12:02 | 27.11.2018
GiorgiG83 (525)

იმას რომ ყვერები ჰქონოდა ის იქნებოდაო - ზედმეტი ჩუკენობაა

21:41 | 26.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

Russia vs Georgia U20 1 test 19 11 18
0?'>https://www.youtube.com/watch?v=FbvXMtXVMX0':'>https://www.youtube.com/watch?v=FbvXMtXVMX0'))
-------------------------------------------------------
Russia vs Georgia U20 2 test 24.11.18
0?'>https://www.youtube.com/watch?v=QMDl-CO-a-U&t=144s':'>https://www.youtube.com/watch?v=QMDl-CO-a-U&t=144s'))

20:23 | 26.11.2018
გორდა (250)

ამით წნეხში მსოფლიო რაგბის კავშირი და ევროპის პირველი 6 ერიც იქნება.

12:01 | 27.11.2018
GiorgiG83 (525)

რა წნეხი რის წნეხი?(!)
შეგახვედრეს - მოგიგო და მორჩა

22:50 | 27.11.2018
გორდა (250)

თანაც თუ ფიჯის მაგალითს ავიღებთ, მათ წინა მსოფლიოზე ჩვენზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს მაგრამ ვთვლი რეიტინგის გამო ხშირად ეძლევათ ტოპ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა. იაპონიაც სტაბილურად 10 ეულთან ტრიალებს ბოლო პერიოდია და ჩვენზე უკეთესი ტესტებიც აქვს. იაპონიასთან მიმართებაში მე ვთვლი ფინანსებიც დიდ როლს თამაშობს, რასაც ფიჯიზე ვერ ვიტყოდი.

21:16 | 27.11.2018
გორდა (250)

დიახ, შეგვახვედრეს და მოგვივეს, მაგრამ ამ წაგებამ მე რიგით გულშემატკივარს ის დამანახა, რომ იტალია არ არის მიუწვდომელი. მათმა მწვრთნელმა თქვა საქართველოსთან შეხვედრა ჩვენთვის წნეხი იყო და გვიხარია, რომ მოვიგეთო.
ჩემის აზრით იტალიის მოგება ჩვენთან არ იყო, რომ იტყვიან ერთი ხელით და ოფლის ღვთის გარეშე, რაც ანგარიშში აისახა.
რეიტინგი კი ვთვლი წარმოადგენს იმ რეალობას რაც იტალიისა თვის და აღიარებისთვის წნეხის, იქ არიან ისეთი ადამიანები როგორიც პიშოტია, რომლებიც რაგბის განვრცობა ძე და განვითარებაზე მუშაობენ და არა 8-9 ნაკრებისთვის "მონოპოლიზებას". მათთვის ვფიქრობ რეიტინგში ჩვენი სტაბილურად 10 თან სიახლოვე იქნება ხელჩასაჭიდი საკითხი ცვლილებების შემოსაღებად.
მსოფლიოზე შედეგს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, წინაზე მე-12 ადგილი დავიკავეთ, იმის წინ მგონი მე-13 ადგილს შევწვდით, თუ რაიმე მსოფლიო რაგბიში არ შეიცვალა ურთულესია ამაზე მეტის გაკეთება.
მსოფლიოს გარდა ვფიქრობ მნიშვნელოვანია ყოველწლიურად სტაბილური თამაში რაც საბოლოო ჯამში რეიტინგში აისახება.

11:32 | 29.11.2018
GiorgiG83 (525)

რეიტინგი, შედეგი, განვითარება სამი კურდღლის მადევარიო,,,
ასერომ არ დაგვემართოს რაღაც ეტაპზე რეიტინგი და კონკრეტული შედეგი ცოტახნით გვერდზე უნდა გადავდოთ, განვითარება მოიტანს შედეგს, შედეგი კი აისახება რეიტინგში და არა პირიქით

16:49 | 01.12.2018
გორდა (250)

მგონი ჩვენ ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ

16:53 | 01.12.2018
გორდა (250)

წინა ჯერზე მცირე 6 ერში რუმინეთთან როგორც კი წავაგეთ მათ იმ ზაფხულს უკეთესი ტესტები მისცეს ვიდრე ჩვენ.

16:51 | 01.12.2018
გორდა (250)

განვითარებას მოაქვს შედეგი რაც რეიტინგში აისახება. არც ერთი არ უნდა შევაჩეროთ.

19:27 | 26.11.2018
გორდა (250)

კარგია, რომ ერთა ლიგაზე მომდევნო წელს რუმინეთთან და რუსეთთან გასვლითი თამაშები გვაქვს, ცოტა ქულებს დავაგროვებთ რეიტინგის თვის.
რაც არ უნდა იყოს რეიტინგს მაინც ექცევა ყურადღება თან იტალია ამ მხრივ წნეხში გვეყოლება და ეს თავის შედეგს მოიტანს, შეიძლება ,წამოეგნონ, და თბილისში თამაშზე დათანხმდნენ.

12:01 | 27.11.2018
GiorgiG83 (525)

ერთა თასი მე-700 ხარისხოვანია ამჯერად, ხოლო რეიტინგი მე-100

2019 მსოფლიოს წელიწადია და გადამწყვეტია მოვხვდებით თუ არა მსოფლიოზე ნაჩვენები სედეგით საუკეთესო 12 ში
და რადგან 2019 მსოფლიოს წელიწადია ერთა |ტასიც (და არა ლიგა) და სხვა ყველა შეასძლო ტესტი სამსოფლიო სამზადისს უნდა მოხმარდეს, ამ მხრივ კი ცუდი კალენდარი გვაქვს : ჯერ რუმინეთი მერე ესპანეთი, ბელგია-გერმანია და ბოლოს რუსეთი
ბელგია გერმანიით დაწყება ჯობდა

0.098638