საერთაშორისო

18:45 | 24.11.2018 | ნანახია 1233 - ჯერ

საქართველო ტონგას ამარცხებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თიბისი რაგბი სერიები 2018-ის დასკვნით მატჩს მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას წინააღმდეგ მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ 7:6 გახლავთ.

პირველ ტაიმში მე-8 და მე-17 წუთებზე გატანილი ჯარიმების წყალობით სტუმრები 6:0 დაწინაურდნენ, თუმცა 26-ე წუთზე აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ, ქართველებმა მოლი კარგად შეკრეს და ოთია გიორგაძემ ლელო მიითვალა. გარდასახვა თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა და შესვენებაზე მილტონ ჰეიგის შეგირდები ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:45 | 24.11.2018
ogafa (407)

ყოჩაღ

0.082516