საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის დასკვნითი მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა და ტონგას 20:9 სძლია, რითაც კუნძულელებთან დადებითი ბალანსი განიმტკიცა.
“ბორჯღალოსნები” “იკალე ტაჰის” (“ზღვის არწივები”) მეშვიდედ გაეჯიბრნენ და 2 მარცხის ფონზე ჩვენებურთა აქტივში უკვე 5 მოგებაა. სხვა საქმეა, რომ გატანილი 11 ლელოს წილ 17 გვაქვს მიღებული დაქულათა ბალანსიც მათ სასარგებლოდაა – 119:141.
შეგახსენებთ, რომ ტონგელებს პირველად უკვე შორეულ 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შევხვდით და ნუკუალოფაში მასპინძლებმა 37:6 იმარჯვეს, განმეორებით შეხვედრაში კი, “ეროვნულზე“ 28:27 მოვიგეთ.
2014 წელს ტონგელები თბილისს მეორედ ეწვივნენ და ტესტ-მატჩში 23:9 დაგვჯაბნეს. მას შემდეგ მეტოქეს სამჯერ ვეთამაშეთ და სამივეჯერ – ნეიტრალურ მოედანზე. თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანში 2015 წლის მსოფლიო თასზე, გლოსთერში შედგა.
“ბორჯღლოსნებმა” პრინციპულ შეხვედრაში 17:10 იმარჯვეს და იმ წელს მსოფლიო თასზე მეორე თამაშიც მოიგეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.
2016 წელს ტონგას წყნარი ოკეანის ტურნეზე ფიჯიზე, სუვაში ვეთამაშეთ და დავით კაჭარავას 2 ლელოთი 23:20 ვძლიეთ. წელს, ივნისში, ტონგას კვლავ სუვაში „წყნარი ოკეანის თასზე“ დავუპირისპირდით და ისევ დაძაბულ შეხვედრაში 16:15 ვაჯობეთ.
ამგვარად, კუნძულელები რევანშისთვის იყვნენ განწყობილნი, გუნდების მოტივაციას კი ის ფაქტიც ზრდიდა, რომ თამაშს სარეიტინგოჱთვალსაზრისთაც კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდა.
მატჩის წინ ტონგა 73.84 ქულით მე-12 ადგილზე გახლდათ, საქართველოს 72.60 ქულით მე-15 პოზიცია ეკავა, გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩვენი გუნდი მეტოქის უკან მოტოვებას ახერხებდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა როგორც საქართველოსთვის, ასევე – ტონგასთვის ნოემბრის ტესტ-სერიებზე მე-3 იყო. “ბორჯღალოსნებმა” იტალიაში მარცხის (17:28) კვალად, ავჭალაში, სამოას 27:19 სძლიეს. იდენტური ბალანსი ჰქონდათ “ზღვის არწივებსაც”: 49:38 – “ფრანგ ბარბაროსებთან” და 24:74 – კარდიფში, უელსთან.
მილთონ ჰეიგმა გასულ შაბათს ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში ორი მორაგბე შეცვალა: კვაჭის პოზიციაზე ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად შალვა მამუკაშვილი ვიხილეთ, მარჯვენა ბურჯად კი, დუდუ ქუბრიაშვილი ლევან ჩილაჩავამ ჩაანაცვლა.
წინა ორი მატჩის მსგავსად, მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილისა და ლაშა ლომიძის დუეტი ვიხილეთ, ხოლო მესამე ხაზში კვლავ ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გამოჩნდნენ, რომელმაც ტრადიციულად უდიდესი სამუშაო გასწია და მოგვიანებით თამაშის საუკეთესო მორაგბედაც აღიარეს.
უცვლელი დარჩა ღერძიც: 9 და 10 ნომრებზე ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იყვნენ გამწესებულნი, ცენტრში თამაში სამოასთან მატჩში საუკეთესოდ დასახელებულმა თამაზ მჭედლიძემა და მერაბ შარიქაძემ (კაპიტანმა ეროვნული გუნდის მაისურით მე-60 მატჩი ჩაატარა) დაიწყეს, გარემარბებად ზურაბ ძნელაძე და გიორგი კვესელაძე იდგნენ, ხოლო ფულბექად – ლაშა ხმალაძე.
ტონგამ უელსთან განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ სასტარტო რაზმში სამი მორაგბე შეცვალა – კვაჭი, შერკინების შემკვრელი და ცენტრი. სამაგიეროდ, მრავლად იყო ცვლილებები მარქაფაში.
“ზღვის არწივების“ შემადგენლობა კარგად იყო დაბალანსებული. 23-კაციანი განაცხადი სრულად ლეგიონერებით იყო დაკომპლექტებული: 9 მორაგბე ახალი ზელანდიიდან იყო, 8 – საფრანგეთიდან, 4 – ინგლისიდან, თითო კი – უელსიდან და ავსტრალიიდან.
თამაში მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა და ტექნიკური წუნი საკმაო გახლდათ, ამდენად, ფრანგ რეფერი მატიო რეინალს საქმე არ დაჰკლებია. მატჩის სტარტზე ქართველებს უფრო მეტი ხარვეზი ჰქონდათ, რაც კუნძულელებმა სრულად შეირგეს: სონა’ტანე ტაკულუამ 2 იოლი საჯარიმო შეაგდო და სტუმრები 6:0 დაწინაურდნენ.
სჩანდა, რომ “ბორჯღალოსნები” მოწინააღმდეგეს ჯანში სჯაბნდნენ, ამდენად, აქცენტი მოლზე ხშირად კეთდებოდა. თუკი პირველ ეპიზოდში რეფერიმ საეჭვო ჯარიმა დააფიქსირა, 25-ე წუთზე ხეირი ვნახეთ. მოლმა წინ ათიოდ მეტრი იარა, საბოლოოდ. მას ოთარ გიორგაძე მოწყდა და ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ არცთუ იოლი გარდასახვა შეაგდო და მატჩში პირველად დავწინაურდით – 7:6.
მე-2 ტაიმის სტარტი ისევ კუნძულელების გამოდგა. მსაჯმა მორიგჯერ დაგვაჯარიმა და ტაკულუამ ამჯერადაც გაიტანა, მალევე კი, რეფერიმ ბექა გორგაძეს უხეში თამაში დასწამა და სინბინში გაუშვა.
ამას ჩვენების კარგი იერიში მოჰყვა და ჯარიმაც გამოვიმუშავეთ, თუმცა, აბჟანდაძეს ეროვნულ ნაკრებში გამოჩენის შემდეგ, პირველი დარტყმა გაუცუდდა. მალევე ტონგელებს გადაკიდებული ბურთი დაუვარდათ, შერკინებაში ბექა გიგაშვილის შემოსვლა დაგვეტყო და თედოს დარტყმა ამჯერად ზუსტი გამოდგა – 10:9.
მე-2 ტაიმის შუაწელისკენ კუნძულელებმა მძლავრად შემოგვიტიეს და მართალია, პირველი მიძალება მოვიგერიეთ, მე-2 ფაზას ჩვენთვის ცუდი შედეგი მოჰყვა. მსაჯმა შეცვლაზე შესულ მერაბ კვირიკაშვილს, რომელიც 115-ე სანაკრებო მატჩს ატარებდა, შეტევის ჩაშლა არ აპატია და ყვითელი ბარათი ჩვენს უკვე მე-2 მორაგბეს უჩვენა. საბედნიეროდ, ტაკულიას იოლი ჯარიმა გაუცუდდა.
ამ დროს მატჩის ბოლომდე 15-ოდე წუთი რჩებოდა და ცხადი იყო. რომ ურთულესი მონაკვეთი გველოდა. ამ დროს დერეფნიდან კარგი შეტევა დავიწყეთ და ტონგელებმა ჯარიმის ხარჯზეღა შეგვაჩერეს. სტუმართა 9 ნომრისგან განსხვავებით, აბჟანდაძე აუღელვებელი იყო და “ბორჯღალოსნები” უკვე 4 ქულით დაწინაურდნენ – 13:9.
საბედნიეროდ, სამოასთან მატჩის მსგავსად, ისე გამოვიდა, რომ მეტოქეს მე-2 ტაიმში ვაჯობეთ და დარჩენილ დროში ქულები მხოლოდ საქართველომ აკრიფა. შეხვედრის ბოლო ისეთი გამოდგა, უკეთეს რომ ვერ ვინატრებდით.
დრო უკვე გაწითლებული იყო, როდესაც კუნძულელებს ბურთი წინ დაუვარდათ, კონტრიერიში კი დიდებული გამოგვივიდა. ბურთი მარჯვნიდან მარცხნივ ჩათამაშდა, მეტოქემ აუტში ვერ გადაგვიყვანა, ოვალი შეცვლაზე შესულმა ზურაბ ჟვანიამ მოიხელთა, რამდენიმე მეტოქე არ შეიმჩნია და ლელოში შეინავარდა.
აბჟანდაძემ ამჯერადაც იდეალურად დაარტყა, ბურთი ძელებს შორის გაატარა და საბოლოო ანგარიში – 20:9 დააფიქსირა. როგორც აღვნიშნეთ, ეს წარმატება სარეიტინგო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილია. რომ “ბორჯღალოსნები” ტონგელთა გარდა, უკან იტალიასაც მოიტოვებენ და განახლებულ კლასიფიკაციაში მე-13 საფეხურს უწევენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გიორგი16 ჯიგარო ასიეშვილი ჟვანია(ჰუკერზეც დგება) გოგიჩაშვილი და ნარიაშვილიც 1 ნომრებია, მარტო გიგაშვილი და ჩილაჩავა გიყენია 3ზე. საინტერესოა ჯაფარიზე თუ იქნება ოცწლამდელებიდან მაგ დროს ხოდზე, მსოფლიოზე წალეკა ყველაფერი უბრალოდ.
მათიაშვილმა თუ არ მოუმატა, ვერ გაქაჩავს და ვასკასავით ჩაქრება. მოდებაძე ტრამვიანობდა და აწი უნდა გვანახოს რა შეუძლია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეკო ჯერ კიდე გამოსადეგი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ნაკრებისთვის. ვინც დიდ 10ს ადევნებ თვალყურს იმას კი ეცოდინება რას წარმოადგენს თუნდაც დღეს მეკო, თუმცა მაინ მათიაშვილის მინუსი მგონია, რომ ნაკრებს კიდევ სჭირდება მეკო.
ალხაზიშვილმა ჯერ ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენა ნაკრებში და არ მგონია, რომ ეგაა მომავალი ჰუკერი. ისევ ოცწლამდელებს რომ დავუბრუნდეთ პაპიძე ძაან მაგრა თამაშობნდა და ვნახოთ მომავალ წელს იქნებ მაგან ჩაანაცვლოს მესამე ჰუკერი, თორემ ჯაბაც და შალვაც ჯერ ხელშეუხებლები მგონია, საკმაოდ მაღალი დონეა ორივე. შალვას ბურთის წაღება ცალკე აღნიშვნის ღირსია.
ხაზიდან თოდუას ხმალაძის სიჭინავას დონე აშკარად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და რაც მალე ჩავანაცვლებთ, მით უკეთესი. მაგ ხალხით არ იქნება კაი მსოფლიოზე წასვლა. მალაღურაც უნივერსალი როა, შეიძლება მაგ კუთხით გამოყენება, ისე ეგეც წასასვლელია აწი. კოშაძემ და კვესელაძემ უნდა მოუმატონ თორემ დაიჩაგრებიან კონკურენციაში. დანარჩენები ბუკა თაზო კაჭი ამათმა უნდა საუკეთესო კონდინციებს მიაღწიონ მსოფლიოსთვის და ნამდვილად არ იქნებიან საჩუქარი არც ერთი გუნდისთვის. თედომ და გელამ კიდევ უბრალოდ უნდა გაიბრწყინონ მსოფლიოზე.
ხომ არავინ იცით რა ხდება ანტონ ფეიქრიშვილის თავს?
ტრავმა ჯერ ვერ მოიშუშა და თუ მოიშუშა უკვე გუნდში თუ აქვს სათამაშო პრაქტიკა?
კიდევ საინტერესოა ხატიაშვილი სუპერ რაგბის მერე, როგორ გამოიყურება პრო დ2-ში?
ზოგი დამეთანხმება ზოგიც არაა, მაგრამ მე დავინახე ძალიან დიდი პროგრესი ჩვენი ბიჭებისგან და ახლა რომ გვქონდეს თამაში იტალიასთან ან იაპონიასთან არამგონია ისეთი სურათი ყოფილიყო რაც გასულ თამაშებში ვნახეთ.
1 დავალაგეთ ჩვენი შერკინება და მიზერული შანსიც კი არ ქონდათ ტონგელებს ამ კომპონენტში
2 ვითამაშეთ ძალიან აგრესიული დაცვა და შანსი არ მივეცით ტონგელებს ბურთი სწრაფად ეთამაშებინათ
3 დერეფნებში გაცილებით უკეთესი ვიყავით ვიდრე განვლილ თამაშებში და მეტოქის დერეფნებიც მოვიგეთ
4 მაღალ ბურთებზე ძალიან კარგები იყვნენ ჩვენი ბიჭები განსაკუთრებით გორგაძე, რომელიც ძალიან გაზრდილია და სულ სხვა დონის რაგბს თამაშობს.
უარყოფითებზეც შეიძლება ჩამონათვალის გაკეთება, მაგრამ შევიკავებ თავს თუმცა უდისციპლინობას რომ არ შევეხოთ არ იქნება სამართლიანი. ისეთ თამაშში სადაც ბურთს ძირითადად შენ აკონტროლებ 2 გაძევება ძალიან ბევრია და განსაკუთრებით მეკოს გაძევებამ გამაკვირვა ამხელა გამოცდილების კაცმა არაფერის მომცემ სიტუაციაში მიიღო ბარათიი.
და ბოლოს მსაჯიც არ მომეწონა მე პირადად, ძალიან მკაცრი იყო ჩვენთან მიმართებაში. დაახლოებით ისე იმსაჯა ლა ლიგაში რომ მსაჯობენ ხოლმე
მსაჯზე გეთანხმები, მეკოზეც, მისი დიდი პატივისცემისა და დამსახურებისა დიდი იმედი მაქ რომ მსოფლიოზე მათიაშვილი მოდებაძე ჩაანაცვლებენ, მოკლედ მსოფლიოსთვის მზადებას ეს მორაგბეები დაიწყებენ :1–2–3 ნარიაშვილი გოგიჩაშვილი ჟვანია ბრეგვაძე მამუკაშვილი ალხაზიშვილი ჩილაჩავა გიგაშვილი ასეიშვილი 4–5 მიქაუტაძე ნემსაძე ჭეიშვილი სუთიაშვილი
6–7 ვიტო კოკი გიორგაძე ლომიძე ცუცქირიძე (შენგელია) 8 გორგაძე ბიწაძე. 9 ვასკა გელა ბეგო
10 ხმალაძე თედო 11 ძნელაძე თოდუა 12–13 კაჭი ბუკა კვესელაძე მალაღურა 14 თაზო სიჭინავა/კოშაძე 15 მოდებაძე მათიაშვილი, ჩემი პირადი აზრია: მეკოს ბინგოს დუდუს დრო დამთავრდა ნაკრებში მსოფლიოსთვის მითუმეტს, ერთა თასი შეიძლება ითამაშონ და მორჩა
ამინდის ფონზე მშვენიერი თამაში გამოვიდა მიუხედავად ბევრი შეცდომებისა შანსი არ მივეცით, აერში ერთი შეცდომის გარდა ძაან კარგად ვითამაშეთ შერკინება გადავთელეთ თავის ტამეიფუნასთან ერთად, კონტაქტშიც დავჯაბნეთ, მოლებს და აუტებს კი გამოვასწორებთ მსოფლიომდე
გაიხარეთ ბორჯღალოსნებო ! ! !
ძნელაძე ამ სერიის აღმოჩენაა. ისე კი დიდი ხნის წინ ითხოვდა გულშემატკივარი მის ნახვას, მაგრამ... ყოჩაღ, კარგი იყო. გიორგაძე მატჩიდან მატჩამდე იზრდება. გორგაძე უკვე ვარსკვლავია. ჩვენი ყველა დროის საუკეთესო 8.ყველამ კარაგად ითამაშა. ორი ყვითელი ბევრია. ცოტა მსაჯიც ზედმეტად პედანტი მომეჩვენაა. ჟვანიასგან არ ველოდი ასეთ გადასარევ თამაშს, ბრავო.
ყოჩაღ გილოცავთ
მადლობა ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის.
სიმართლე გითხრათ, ამ თამაშის ვერმოგების შიში ნაკლებად მქონდა და არც მოუციათ საბაბი ბორჯღალოსნებს. ქვემოთაც აღნიშნეს კარგი დაცვა და ამ მხრივ არაფერი დაგვეწუნებოდა. მეორე ტაიმში წინა კვირების მსგავსად ისევ ვიძალეთ. შეცდომებიც იყო, მაგრამ რაღაცნაირი უნიათო მეტოქე გვყავდა დღეს და ჩვენი ლაფსუსების სათავისოდ გამომყენებელს არ ჰგავდა. მე ასე მომეჩვენა...
იტალიასთან მარცხის შემდეგ დავწერე, ეს თამაში მხოლოდ შედეგის მხრივ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დადებით სათამაშო ასპექტებზე დარჩენილი ორი ტესტის მერე ვილაპარაკოთ მეთქი. ჩამთავრდა საშემოდგომო სერია და ვიტყვი - კარგად იყო გუნდი მომზადებული. ვფიქრობ, იტალიელთა დაშამათებაც შეგვეძლო და მართლაც იდეალური სარაგბო ნოემბერი გვექნებოდა, სულ სხვანაირი რიხით ვილაპარაკებდით ეხლა
მაგრამ ვაი, რომ არ გამოვიდა. ვაი, რომ ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში მიედინება.
ყველას გილოცავთ ჩვენი ნაკრების გამარჯვებას. ახალი თაობა ძაან კარგი მოდის. იმედია მორაგბეები კიდევ გაგვახარებენ და უფრო უკეთეს რაგბს აჩვენებენ ვიდრე აქამდე ვთამაშობდით. აუცილებლად საჭიროა შიდა ჩემპიონატის გაძლიერება და ჩვენი კლუბების ჩართვა საერთაშორისო ტურნირებზე.
დღეს კიდევ ერთხელ გამაოცა რუსეთის ნაკრებმა, მიუხედავად იმისა, რომ 4 ლელო გაუშვეს და იაპონიასთან დამარცხდნენ 27-32 კარგი თამაში აჩვენეს. თავად ორი ლელო დაუდეს და კიდევ ერთი არ ჩაუთვალეს. ასე, რომ წელს ევროპა რაგბის გათამაშებაზე რუსეთში რუსეთთან ძნელი თამაში გველის.
Япония (10) 32:27 (22) Россия
0?'>https://rugger.info/':'>https://rugger.info/'))
Япония – Россия 2018. Обзор матча
0?'>https://rugger.info/news/23005':'>https://rugger.info/news/23005'))
-----------------------------
ძაან გამიხარდა იტალიის დამარცხება. ახალმა ზელანდიამ დიდი ანგარიშით დაამარცხა იტალია 66-3 დაუდო 10 ლელო. ხოლო იტალიელებმა ერთი ჯარიმა გაიტანეს. იტალიისთვის მხოლოდ საქართველოსთან გამარჯვება ყოფილა მთავარი.
«Олл Блэкс» не заметили «Адзурри»
0?'>https://rugger.info/news/22999':'>https://rugger.info/news/22999'))
-----------------------------
Румыния проиграла Уругваю, Испания слабее Самоа
')>0?'>https://rugger.info/news/23003':'>https://rugger.info/news/23003'))
პირველ რიგში გამარჯვებას ვულოცავ მთელ გუნდს და რათქმა უნდა გულშემატკივრებს! კარგია წარმატებულად წლის დახურვა. იმედია საკლუბო დონეზე ლოკომოტივი შეძლებს იგივეს.
ბევრმა ითამაშა მაგრად, მაგრამ ბექა გორგაძე და ზურა ძნელაძე მინდს გამოვყო - მეფობდნენ ჰაერში, რაც ასეთ ამინდში საკმაოდ რთულია.
მოვიგეთ მაგრამ ისევ მოვიგეთ ჯიგრით და თავგანწირვით და ისევ ჩვენი გაჭირვების ტალკვესით შერკინებით ! ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა დერეფანში და ისევ და ისევ მაღალ ბურთებზე და კიდევ სათამაშო დისციპლინააააა ! 2 გაძევება ასეთ თამაშში თანაც ერთ ტაიმში ძალიან ბევრია თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ კაცნაკლულევმა უკეთესად ვითამაშეთ ორივეჯერ DD
და მაგარი დაცვით მოვიგეთ კიდე. ეპიზოდებში ისე ჩანდა რომ ტონგელები გაგრძელებას ვერ პოულობდნენ.