ბორჯღალოსნები

20:30 | 23.11.2018 | ნანახია 1979 - ჯერ

20წ | მოსამზადებელი ეტაპის მეორე ტესტ-მატჩი

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ხვალ (24 ნოემბერს) მეორე საკონტროლო, სასელექციო მატჩს გამართავენ.

შეხვედრა რუსთავის რაგბის სტადიონზე 14 საათზე დაიწყება და ჩვენი გუნდის მეტოქე რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება.

ამ გუნდებს შორის პირველი საკონტროლო მატჩი 19 ნოემბერს გაიმართა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს, ექვსი გარდასახეს და 52:12 იმარჯვეს. მას შემდეგ მწვრთნელებმა შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისეს და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალ მოთამაშეებს მისცეს.

რადგან შეხვედრა სელექციას ემსახურება, განაცხადში 26 მორაგბეა და ცვლილებები შეუზღუდავი იქნება. უმცროსი ბორჯღალოსნები ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:

ხაზი: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ნიკოლოზ წივწივაძე (აია), 13. ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), 12. გიორგი ჭედია (არმაზი), 11. არჩილ ღონღაძე (აია), 10. დავით გობეჯიშვილი (აია), 9. ზვიად ორმოცაძე (აია);

შერკინება: 1. გიორგი მურუსიძე (არმაზი), 2. სოსო ჭყოიძე (ლელო-სარასენსი), 3. ვახო ჯინჭარაძე (ჯიქი), 4. პაატა ზედაშიძე (აკადემია), 5. ლუკა გელაშვილი (ხარები), 6. რატი ჟორჟოლიანი (ლელო-სარასენსი), 7. კობა კოლოტაური (ლელო-სარასენსი), 8. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი).

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე (ბათუმი), 17. გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი), 18. ლექსო მუჩიაშვილი (ვეფხვები), 19. ლუკა გელაშვილი (არმია), 20. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), 22. საბა ჯღარკავა (ლელო-სარასენსი), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 25. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 26. ოთარ ძაგნიძე (აია).

rugby.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:51 | 24.11.2018
jora84 (183)

ლეგიონერები ვისაც ასაკით შეუძლიათ თამაში:
კარკაძე ვანო-ორიაკ(კვაჭი)
აზარიაშვილი ლუკა-მონპელიე,
ჭელიძე ლაშა - ტულონ,
ხარაიშვილი გიორგი -რასინგ 92,
ცოფურიშვილი ხვიჩა - სტად ფრანსეს,
ყაულაშვილი საბა -ბორდო,
ღვალაძე ნიკა -გრენობლ. ყველა ბურჯი.

ვისაც წინა მსოფლიოს გამოცდილება აქვს:
აზარიაშვილი ლუკა(ბურჯი)
მენაბდე გიორგი(კვაჭი)
ხარაიშვილი გიორგი(ბურჯი)
გელაშვილი ლუკა(მხოტმელი)
აბესაძე არჩილ(ფლანკერი)
ალანია მიხეილ(ღერძი)
აბჟანდაძე თედო(მგეზავი)
ლომიძე ლაშა(ცენტრი/ფულბექი)
ძაგნიძე ოთარ(ფრთა)
მარჯანიშვილი კოტე(ფრთა)
ჭიჭინაძე თემურ(ფრთა/ფულბექი)
თაფლაძე დიმიტრი(ცენტრი/ფრთა)

12:23 | 24.11.2018
krasni (587)

და კიდევ, იგეგმება თუ არა სპარინგები რაგბის ბობოლებთან?

12:08 | 24.11.2018
გორდა (250)

გულშემატკივრისათვის ძალიან საინტერესო შეკითხვები დაისვა. მე დავამატებდი კიდევ ერთ მოსაზრებას, იქნებ მოიძიოთ და მოგვაწოდოთ ყოველ წლიურად (ალბათ ცხრილის სახით: სახელი, გვარი,ასაკი, გუნდი პოზიცია, თამაშების და ნათამაშები წუთების რაოდენობა, ლელო, სინბინი ...) განახლებული მონაცემები 20 წლამდელების შესახებ.

01:36 | 24.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ლეგიონერები გვყავს U20 ნაკრებში? ახლა არა მარა სხვა თამაშზე, რომ დაგვეხმარონ თუ არიან საზღვარგარეთ მოთამაშე ჭაბუკი მორაგბეები? წელს საფრანგეთში მოთამაშე U20 ნაკრებიდან რამდენი მორაგბე შეძლებს U20 2019 მსფლიო თასზე თამაშს, რომელიც არგენტინაში ჩატარდება?

0.076615