საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე ნოემბრის ტესტების სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა, რაც 22 წლის ფორვარდისთვის უდიდესი წარმატებაა.
შეგახსენებთ, რომ ტესტ-მატჩების პირველი კვირის თავზე ქართველი მორაგბის გარჯა დააფასა, ამჯერად კი, ჩვენებურის დამაჯარებელი თამაში პოპულარულმა Skysports-მა აღიარა.
საინტერესოა, რომ ბრიტანულმა პორტალმა 8 ნომრის პოზიციაზე გორგაძე ირლანდიელ ვარსკვლავ სი ჯეი სენდერს ამჯობინა, რომელმაც ახალ ზელანდიასთან მოგებულ ჯახში ბურთი 22-ჯერ წაიღო და 2 თერნოვერის ავტორი გახდა.
აი, რას წერს Skysports ბექას შესახებ:
“საქართველოს ნაკრებმა წინა შაბათს ფლორენციაში იტალიასთან პრინციპული მატჩი წააგო, თუმცა, მობილიზება მოახერხა და სამოას 27:19 სძლია, თანაც 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა.
ჩვენს თხუთმეტეულში ქართველთა მე-8 ნომერი ბექა გორგაძე მოხვდა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია. ფრანგული “ბორდოს” 22 წლის ენერგიულმა ფორვარდმა ბურთი 12-ჯერ წაიღო, 9 ბოჭვა შეასრულა, მეტოქეებს ბურთი ერთხელ წაღლიტა და მცველებს 4-ჯერ გასცდა”.
Skysports-ის სიმბოლური ნაკრები
15. რობ ქირნი (ირლანდია), 14. კენკი ფუკუოკა (იაპონია), 13. ჰიუ ჯოუნსი (შოტლანდია), 12. რიოტო ნაკამურა, 11. ჯეიკობ სტოკდეილი (ირლანდია), 10. ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა), 9. ტომოს უილიამსი (უელსი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 7. პიტერ ო’მაჰონი (ირლანდია), 6. მაიკლ ლიტჩი (იაპონია), 5. ჯეიმს რიანი (ირლანდია), 4. დევინ ტონერი (ირლანდია), 3. ტაჯ ფერლონგი (ირლანდია), 2. გუილემ გირადო (საფრანგეთი), 1. ქიან ჰილი (ირლანდია).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ბექა!!!