საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გასულ უქმეებზე ავჭალის სტადიონზე სამოასთან 16-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 27:19 იმარჯვა, თუმცა, მსოფლიო რეიტინგში დაქვეითებას მაინც ვერ გადაურჩა.
ამის მიზეზი აშშ-ს ეროვნული გუნდის წარმატებული თამაში გახდა. “არწივებმა” ბუქარესტში რუმინეთს იოლად – 31:5 სძლიეს, 1.34 ქულა შეიმატეს და მათთვის ისტორიულ მე-13 საფხურზე აინაცვლეს, საქართველომა და იტალიამ კი, რომელიც პადოვაში ავსტრალიასთან 7:26 დამარცხდა, თითო პოზიციით უკან დაიხიეს და შესაბამისად, მე-14 და მე-15 ადგილებზე იმყოფებიან.
“ბორჯღალოსნებს” სიტუაციის გამოსწორების ჩინებული შანსი მომავალ შაბათს ექნებათ, როდესაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას დაუხვდებიან. საქმე ის გახლავთ, რომ ქართველთა უმთავრესი კონკურენტები იტალია და აშშ, შესაბამისად, ახალ ზელანდიასა და ირლანდიას ეთამაშებიან და წარმატების მინიმალური შანსები აქვთ, ამდენად, ჩვენებურთათვის გამარჯვება დამატებით მნიშვნელობას იძენს.
ამჟამად, “ბორჯღალოსნების” აქტივში 72.60 ქულაა, ტონგას კი 73.84 ქულა აქვს, ამდენად, ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები სწორედ ტონგასა და იტალიას გადაუსწრებს, ხოლო თუკი კუნძულელებს 15 ქულაზე მეტით ვძლიეთ, ერთბაშად სამ პოზიციას მოვიგებთ და იაპონიის კვალად, მე-12 საფეხურზე აღმოვჩნდებით.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს უმთავრესი მოულოდნელობა დუბლინში დაფიქსირდა, სადაც ირლანდიამ ახალი ზელანდია 16:9 დაამარცხა. მართალია, ამ წარმატების წყალობით, “სამყურებმა” “ოლ ბლექსი” პირველი პოზიციიდან ვერ ჩამოაქვეითეს, თუმცა, პლანეტის უძლიერეს ნაკრებთან ჩამორჩენა მხოლოდ 1.37 ქულასღა შეადგენს.
აქვე მომავალ უქმეებზე დაგეგმილი ყველა მატჩის განრიგსაც გაგაცნობთ (დრო თბილისისაა):
23 ნოემბერი
20:00 გერმანია – კენია (მარსელი, საფრანგეთი)
23:00 კანადა – ჰონგ კონგი (მარსელი, საფრანგეთი)
24 ნოემბერი
16:00 რუმინეთი – ურუგვაი (ბუქარესტი)
18:00 საქართველო – ტონგა (თბილისი)
18:00 იტალია – ახალი ზელანდია (რომი)
18:05 იაპონია – რუსეთი (გლოსთერი, ინგლისი)
18:30 შოტლანდია – არგენტინა (ედინბურგი)
18:45 ესპანეთი – სამოა (მადრიდი)
19:00 ინგლისი – ავსტრალია (ლონდონი)
19:00 პორტუგალია – ნამიბია (კოიმბრა)
21:20 უელსი – სამხრეთ აფრიკა (კარდიფი)
22:30 ირლანდია – აშშ (დუბლინი)
25 ნოემბერი
00:05 საფრანგეთი – ფიჯი (პარიზი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დარწმუნებული ვარ ამ ტესტ მატჩბზე აშშ იტალიას მოუგებდა. 80/20%%
შანსი არაა მაგის
არ მგნია რა...იტალია მაინც უფრო მაღალი კლასია.ასე ხელწამოსაკრავი ნაკრები არაა ნამდვილად,რომ ამერიკას 80% მოგება მივცეთ.პირიქით მე მგონია რომ იტალია მოუგებს 10დან მინიმუმ 8 მატჩს
U20 რაც შეეხება,დავწერე მათ შესახებ სტატიის კომენტარების ველში,რომ დაფინანსებაა საჭირო.მართლა არ მესმის როგორ არ უნდა გიყვარდეს რაგბი ქართველ კაცს.ისიც არ მესმის როგორ არ მოიძებნა 5 ბიზნესჯგუფი რომელსაც წლიურად 3-5 მილიონით შეეძლება დააფინანსოს სარაგბო გუნდი.ხანგრძლივ პერიოდზე რა თქმა უნდა და არა 1 წლიანი სუბსიდიით.5 კი არა 10 ბიზნესი იქნება რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს ფინანსური.ჩადე ფული რა,ნუთუ თავადაც არ ესიამოვნებათ,როდესაც ქართული რაგბის განვითარებაში ექნებათ დიდი წვლილი შეტანილი.ყველა მსგავს ბიზნესს ვცემ პატივს,რომელიც ხანგრძლივად და სტაბილურად დააფინანსებს რაგბს.ყველანაირი თანხით დაფინანსებაა მისასალმებელი,მაგრამ 100 და 500 000 არაა საკმარისი.5 გუნდი დაფინანსდეს სტაბილურად მინიმუმ 3-5 მილიონით და პროგრესი გაცილებით დიდი იქნება
U20 ორ მატჩიანი სერია | საქართველო 57-12 რუსეთი
0?'>https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJxFU22yRTEE29Ebior9b~_zN4Ur~%3BZkjzoVpX1DPcBccs~%3BnQBSS~_RQ~_DOhC0Ak3RUEkhJ17jBFZwGXDihvYJ4K02q9QOq7FvxswAUzSE~_QMipD7DaZ2H2cZy4y3E~%3BIUiQFNqkrguEN3CxHOhXwnwBzyb19YJoL5HrpSy~_V3B0hXlPGGQBldbhl9IHMAJms1ILSJNmUGmN0gNOtH1X4yu3AXmkPqRc0VmRTaymKGdRVV2DFBPLOxHSLUZ6MuQzeQgnbgxpbmI5ESpfEXyAYs3hdFH1yrapAVtDTYRwPhvT7VNqM3E4ITGvsMqY~_9jUHeW9ctnt7dM~_hydVY86EXvrWgXd0aOkK6mjp~%3BqTHaR2WTGyKKir1~%3BnPqQR1zUsWArg7AidMHE7QP6aIqqFRGmPO0pQZgL1Ml8v4DBGXOlw~-~-.bps.a.1960147497415673&type=1':'>https://www.facebook.com/media/set/?set=ms.c.eJxFU22yRTEE29Ebior9b~_zN4Ur~%3BZkjzoVpX1DPcBccs~%3BnQBSS~_RQ~_DOhC0Ak3RUEkhJ17jBFZwGXDihvYJ4K02q9QOq7FvxswAUzSE~_QMipD7DaZ2H2cZy4y3E~%3BIUiQFNqkrguEN3CxHOhXwnwBzyb19YJoL5HrpSy~_V3B0hXlPGGQBldbhl9IHMAJms1ILSJNmUGmN0gNOtH1X4yu3AXmkPqRc0VmRTaymKGdRVV2DFBPLOxHSLUZ6MuQzeQgnbgxpbmI5ESpfEXyAYs3hdFH1yrapAVtDTYRwPhvT7VNqM3E4ITGvsMqY~_9jUHeW9ctnt7dM~_hydVY86EXvrWgXd0aOkK6mjp~%3BqTHaR2WTGyKKir1~%3BnPqQR1zUsWArg7AidMHE7QP6aIqqFRGmPO0pQZgL1Ml8v4DBGXOlw~-~-.bps.a.1960147497415673&type=1'))
NIKA..01 (143) გეთანხმები მეგობარო, რომ ფინანსები წყვეტენ ბევრ რამეს, რომ არა ფინანსები არც ის ნატურალიზებული მოთამაშეები ეყოლებოდათ იაპონელებს და არც მაღალი დონის ტურნირები ექნებოდათ. ჩვენთვის ასეთი ჯგუფის შექმნა ძაან სასარგებლო იქნებოდა. ძაან ავიწევდით დონეში. შეკიტთხვა მაქვს: 1.იაპონიასთან ჯგუფში რამდენი და რომელი ნაკრები თამაშობენ? შეიძლება იაპონიას პრეტენზია გაუჩნდეს სამხრეთი 4 ერზე დამატებაზე. ასე მგონია, რომ იაპონიაში, მსოფლიო თასის გათამაშებაში, იაპონიის ნაკრები ძაან კარგად გამოვლენ და ბევრ ბობოლასაც გაამწარებენ. მგონია მეოთხედფინალში ითამაშებენ. 2. აშშ-სთან ჯგუფში რამდენი და რომელი ნაკრები თამაშობენ? 3. რატომ ვერ მოიფიქრეს თუ არ მოინდომეს, რომ იაპონიას და აშშ ერთად ეთამაშათ ერთ ჯგუფში? არა მგონია იაპონელებს ყაზახებთან და ჰონგ-კონგთან თამაშე ერჩივნოთ. 4. რამდენ გუნდიანი ჯგუფი შეიძლება იყოს? შესაძლებელია თუ არა იყოს 7 ან 8 გუნდი, მაგალითად: თქვათ მომავალში 6 ერი გადაიქცეს 7 ერად?
იაპონიის როგორც ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობების,მოსახლეობის რაოდენობის,რაგბში ჩადებული ფინანსების,ინფრასტრუქტურის და სხვა მრავალის გათვალისწინებით სულაც არ გამოვრიცხავ მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ მიიღონ გადაწყვეტილება და არგენტინის შემდგომ იაპონიაც დაიმატონ.ამერიკას ვფიქრობ(დარწმუნებული ვარ ) შანსი არ აქვს თუნდაც 2 თამაშის მოგების.ეგ კი არა ტონგასთანაც მეეჭვება მაგათი გამარჯვება.იაპონიასთან შედარებით დაბალი დონეა მაინც.თუმცა მათი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე და ასევე მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით თავისუფლად შეუძლიათ მოწინავენი გახდნენ რაგბში.ნეტა მართლა გააკეთონ მსგავსი ტურნირი ძალიან მაგრად წაგვადგებოდა.
სხვათაშორის იაპონიას ძალიან გაუმართლა ჯგუფში..ჰყავს რუსეთი და 100% მოგება,ჰყავს სამოა და 100 თუ არა 90% მოგება,ჰყავს შოტლანდია და 40-50%იანი შანსი მოგების.
აშშ და იაპონიის დონემ ძაან აიწია. კარგი იქნება ჩვენი ჯგუფი გვქონდეს საქართველო, აშშ, იაპონია, კანადა, ფიჯი, სამოა, ტონგა.
იაპონიისა და ამერიკის დონემ კი გარდა მათი ფინანსური ძლიერებისა მათთვის დაგეგმილი ტესტმატჩების ხარჯზეც აიწია.განსაკუთრებით იაპონიას გაცილებით უკეთესი ტესტმატჩები აქვს ვიდრე ჩვენ.თან იაპონიის ნაკრებში დიდ როლს ასრულებენ მაღალი დონის ნატურალიზებული მოთამაშეები.მოკლედ ფული ბაბა ფული )) აქვთ ფული და ფრანჩიზაც ყავთ სუპერრაგბში + კარგი ტესტები + მაღალი დონის ჩემპი ბევრი კარგი მაღალი დონის უცხოელი მოთამაშით
მიუხედავად ახლანდელი მდგომარეობისა + რუმინეთი და ძალიან კარგი ტურნირი იქნებოდა,სწორედ ჩვენი დონის შესაბამისი.თან ვფიქრობ აღნიშნული გუნდებიც თანახმა იქნებიან (იაპონიამ თუ არ აიბზიკა ცხვირი )
ძველი ქართული ანდაზაა - სამოას მძლეველს არც ტონგასთან გაუჭირდებაო
ჰოდა, უნდა ვისკუპოთ რეიტინგში წინ. ეს მაინც გამოგვიკეთებს იტალიასთან დამარცხებით წახდენილ ხასიათს (ნაწილობრივ)