ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ირლანდიას მსოფლიოს ნომერი პირველი ნაკრები უწოდა. ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც დუბლინის “ავივა სთედიუმზე” “სამყურებმა” ფანტასტიური სანახაობა მოაწყვეს და “ოლ ბლექსს” 16:9 სძლიეს.
ანგარიშიდანაც სჩანს, რომ ზელანდიელებმა მინდორის ლელოს გარეშე დატოვეს და მხოლოდ ბარეტის 2 ჯარიმასა და არეკნს გამორჩნენ, რაც უიშვიათესი ამბავია. მატჩის ერთადერთი ლელო სტოკდეილმა ბრწყინვალე იერიშის შემდეგ დადო, სექსტონმა კი გარდასახვას 3 ჯარიმა წაამატა.
იტალიის ეროვნული გუნდი, რომელმაც გასულ უქმეებზე “ბორჯღალოსნები” გაამწარა, პადოვაში ავსტრალიასთან 7:26 წააგო, ხოლო ქართველ მორაგბეთა მომავალი მეტოქე ტონგა კარდიფში უელსთან 24:74 განადგურდა.
უქმეების ყველა ტესტი
რუმინეთი – აშშ 5:31
ჰონგ კონგი – კენია 42:17
ურუგვაი – ფიჯი 7:68
იტალია – ავსტრალია 7:26
საქართველო – სამოა 27:19
უელსი – ტონგა 74:24
ესპანეთი – ნამიბია 34:13
ინგლისი – იაპონია 35:15
კანადა – გერმანია 29:10
შოტლანდია – სამხრეთ აფრიკა 20:26
ჩილე – მაორი 0:73
ირლანდია – ახალი ზელანდია 16:9
საფრანგეთი – არგენტინა 28:13
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მაგარი თამაში აჩვენა ირლანდიამ.არა მხოლოდ ანგარიშით,არამედ თამაშითაც დაჯაბნა ოლ ბლექსი
"ოლ ბლექსი" ლელოს გარეშე ? წარმოუდგენელია...
საოცრება მოუხდენიათ ირლანდიელებს.