შემდეგ უქმეებზე, 9 და10 აგვისტოს ბათუმში ყიველწლიური ქვიშის რაგბის საერთაშორისო ტურნირი –
ტურნირში, რომელიც ქვიშის რაგბის არენაზე (კომპლექს “მაგნოლიას” წინ) შედგება, მონაწილეობენ რაგბის პროფესიონალი და სამოყვარულო კლუბები, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
პროფესიონალ და სამოყვარულო გუნდების ტურნირი ერთამეთის პარალერულად გაიმართება.
წლევანდელ ტურნირის სამოყვარულო ჩათვლაში ასევე მონაწილეობენ “ბულდოგები” – ინგლისური კლუბი, რომელიც გლოსტერელი, ესექსელი, იორკშირელი და უელსელი რაგბის მოყვარულებისგან შედგება. გუნდი რაგბის სამყაროში ცნობილი ლონდონური პაბის “ქებიჯ პეტჩის” მეოხებით ჩამოდის საქართველოში.
ტურნირის პარტნიორები არიან “მიტარბი” და სარაგბო ეკიპირების მსოფლიო ბრენდი “რაინო”.
“რაინო არა მხოლოდ გლობალური, ელიტურ რაგბის მხარდამჭერია, არამედ გვერდში უდგას ამ თამაშის ნებისმიერ ნაირსახეობას მრავალ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია ბათუმის საერთაშორისო ქვიშის რაგბის ტურნირის პარტნიორობა და ბურთებით მომარაგება.
ქვიშის რაგბი ამ სპორტის ძალზედ სახალისო ნაირსახეობაა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე ვითარდება. ჩვენ კარგად ვიცით თუ რაოდენ პოპულარული და მნიშვნელოვანია რაგბი საქართველოსთვის და მიგვაჩნია, რომ ასეთი ტურნირები ხელს უწყობს თამაშის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით.
ვიმედოვნებთ, რომ 2014 წლის ბათუმის ქვიშის რაგბის ტურნირი ძალზედ წარმატებული იქნება და მასთან ასოცირება ჩვენთვის დიდი პატივია“, - განაცხადა რეგ ქლარქმა, “რაინო რაგბის გრუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია