ნოემბრის ტესტების ეგიდით საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მეორე შეხვედრას ამ წუთებში ავჭალის სტადიონზე სამოას ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები იგებენ - 10:19.
დამსახურებულადაც, სამოა ფლობდა უპირატესობას და ქართველთა თამაშში ბევრი ხარვეზი იყო. თუმცა, ანგარიში, მეორე წუთზე თედო აბჟანდაძემ ჯარიმით გახსნა. აი, შემდეგ 25 წუთის განმავლობაშ ქულებს მხოლოდ სამოელები აგროვებდნენ.
ვიდოუმ, პაულომ და ტუალამ სამი ლელო გაიტანეს, ხოლო პისიმ ორი მათგანი ზუსტად გარდასახა და სერიოზული უპირატესობაც მოიპოვეს - 19:3.
საქართველომ ჩამორჩენა 30-ე წუთზე შეამცირა. ვასკა ლობჟანიძემ დაალოელვა მეტოქე, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. დარჩელ დროში არაფერი შეცვლილა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.
შეხვედრის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს იყო ძველ სტილში გამარჯვება...დათმობილი პირველი ტაიმის მერე გარდაქმნილი და გადამხვნელი საქართველოს ნაკრები...როგორ მიხარია ახალგაზრდების ასეთი თამაში ვერ წარმოიდგენთ...
კიდე ერთხელ გილოცავთ
9 ნომერზე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ძირითადი უნდა იყოს აფრასიძე ! შედარება არ იყო საერთოდ სისწრაფეშიც და შეტევის გაძღოლაშიც და დაცვაშიც !
ჰაჰაა, ეს რა იყო კაცო!!!! გილოცავთ გილოცავთ!!!!
სასწაულად სემობრუნებული თამაში! არადა პირველი ტაიმის შემხედვარე მაგარ პანიკაში ვიყავი დიდი ანგარიშით არ გავნადგურდეთ მეთქი !
ახალი თაობის იმედად, კვლავ და კვლავ.... სასწრაფოდ მეტი შანსები და სწრაფი ინტეგრირება ნაკრებში ახალ თაობისა...
ფაქტიურად დღევანდელი თამაშის ბედი ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს
ხო...მოლოცვა კი დამავიწყდა ამ აჭრილზე..:-D
გილოცავთ ყველას გამარჯვებას
ნუუ არ ვიცი რაა ჩვენი ასეთი ცუდი თამაში მე არ მახსოვს ისეთი გრძნობა მაქვს რომ სამოას კი არაზელანდიას ვეთამაშებითთანაც სტუმრად@ არაფერში არ გვაქვს უპირატეესობა ადრე შერკინებით და მოლით რომ გავდიოდით იოლას ეხლა ამაშიც ლამის ყველა გვჯობნის სისწრაფეს და ტემპს რაც შეეხება დაახლოებით ჟიგულის და ფერარის შეჯიბრს მაგონებს @
არ გვყავდა უცხოელი მწვრთნელი, მაგრამ ყველას ვჯობდით შერკინებაში. ახლა უკან უკან მივდივართ შერკინებაში.
აქ რომ ვთქვი იმან რა უნდა გვასწავლოს მეთქი შერკინებაში "რაგბის "პროფესორებმა" გამაკრიტიკეს რა გესმის შენ მსოფლიოს სახელის მწვრთნელიაო ! ესევ თქვენი მსოფლიოს სახელი @
100%-იანი ხარ მეგობარო
გასაგებია რომ მეორე ხაზი ტრამვირებბულია მაგრამ მაინც, ასე ცუდად მოთამაშე გუნდი კაი ხანია არ მინახია, აუტში –0, მოლში–0, ხაზის გაჭრა– 0, შერკინებაში –0...