ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 17 ნოემბერს სამოასთან გასამართი თიბისი რაგბის სერიების ტესტისთვის 23-კაციან განაცხადში სამი დებიუტანტი შეიყვანა - თედო აბჟანდაძე მოედანზე პირველივე წუთებიდან გავა, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, საქართველო სამოას ავჭალის რაგბის სტადიონზე დაუხვდება და შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა „ავჭალის“ სტადიონისა და ფილარმონიის სალაროებში, ასევე ონლაინაა შესაძლებელი მისამართზე:
უცვლელი შერკინებით
10 ნოემბერს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ნათამაშები შემადგენლობიდან მილთონ ჰეიგმა შერკინება უცვლელი დატოვა: პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძეს და დუდუ ქუბრიაშვილს ვიხილავთ; მეორეში ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ლომიძე შეწყვილდებიან; ხოლო მესამე ხაზში ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაირჯებიან.
ორი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა ხაზში. სოსო მათიაშვილი იტალიასთან მატჩში დაშავდა, სამოას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და ფულბეკად ლაშა ხმალაძე გადაინაცვლებს, რომელიც ამპლუით მგეზავია. 10 ნომრის პოზიციაზე 19 წლის თედო აბჟანდაძე დადგება, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება. ცენტრში კვლავ თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის დუეტს ვიხილავთ, ფრთაზე თავის მესამე კეპს მოიხვეჭს ზურაბ ძნელაძე, ხოლო მეორე ფრთაზე გიორგი კოშაძის ნაცვლად გიორგი კვესელაძეს ვიხილავთ, რომელმაც ფლორენციაში შეცვლაზე ითამაშა.
ორი დებიუტანტი მარქაფაში
სამი ახალი სახეა მარქაფაში და ორი მათგანი დებიუტანტია. ორივე ბურჯია: 26 წლის ბექა გიგაშვილი ‘გრენობლთან’ ერთად ტოპ 14-ში წელს აღზევდა, პირველსავე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი ლელო გაიტანა და ორჯერ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. ტოპ 14-ში პირველ სეზონს ატარებს 20 წლის გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც აბჟანდაძის დარად თავი უმცროს ბორჯღალოსნებში (20-წლამდელები) თამაშით გამოიჩინა, პარიზულ კლუბში თბილისის ‘ლოკომოტივიდან’ წელს გადავიდა, ახალ გუნდში სწრაფადვე დამკვიდრდა და ტოპ 14-ის 7 მატჩის გარდა, ორჯერ ჩემპიონთა თასზეც ითამაშა.
კვაჭის პოზიციაზე თადარიგში ამჯერადაც შალვა მამუკაშვილია, მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილი, ხოლო მესამეში ბექა ბიწაძე შევა. 9 ნომრის შეცვლა გელა აფრასიძეა, ცენტრში ლაშა მალაღურაძე გამოჩნდება, ხოლო კიდევ ერთი უკანახაზელი ანზორ სიჭინავაა, რომელსაც იტალიასთან არ უთამაშია.
დებიუტანტების გარდა, სამოასთან მატჩი ღირშესანიშნავი კიდევ ოთხი ბორჯღალოსნისთვისაა: თამაზ მჭედლიძე სამოასთან 50-ე კეპს მოიხვეჭს, შალვა მამუკაშვილი მე-60-ეს, ხოლო სიჭინავასთვის და აფრასიძესთვის ეს მე-10 სანაკრებო თამაში იქნება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაჭი და კოლელა არ დაგავიწყდეთ...ფაქტიურად მეორე ხაზის ცენტრალური მოთამაშეები არ გვყავდა...
თხილაიშვილიც დიდი ძალაა...
მეორე ხაზი სუსტი იყო..ძალიან დაგვაკლდა ნემსაძეც და მიქაუტაძეც, იტალიასთანაც..დიდი ძალაა ორივე..მსოფლიოსთვის მამუკა უნდა დავითანხმოთ რომ დაგვეხმაროს...
გელა მაგაგარია, ვასკა სამწუხაროდ ვეღარ პროგრესირებს.
კეეეე....სამწუხაროდ... :-
გილოცავთ ყველას...
დებიუტანტები ძალიან კარგები იყვნენ..
მოკრძალებული ნათქვამია ძმაა... ფაქტიურად მაგათმა მოიგეს თამაში
კი ნამდვილად..ტემპიც მაღალზე აწიეს..ყოჩაღ
ახალგაზრდების იმედად ისევ...მომავალი თაობა იტყვის თავის სიტყვას!
გილოცავთ ყველას გამარჯვებას... თუმცა რა ნერვების ფასად ეს უკვე ცალკე საკითხია
მეორე ტაიმი სულ სხვა იყო, მართლა მაგარია თედოს და აფრასიძეს დუეტი..პირველ ნახევარში რა დაგვემართა არ მესმის
ვიქონიოთ იმედი რო ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო...;-)
ასე წინ გაშვება? თან ელემენტარული გარდასახვები ვერ გაიტანეს სამოელებმა..ჩვენ კი დაგვაწყდა ნერვები
ნუ 19-12 არც ისე ძაან წინ გაშვებაა რაგბში, უბრალოდ თამაშის ხარისხი იყო ისეთი პირველ ტაიმში რო კაის არაფერს მოასწავებდა
არ გვყავდა უცხოელი მწვრთნელი, მაგრამ ყველას ვჯობდით შერკინებაში. ახლა უკან უკან მივდივართ შერკინებაში.
მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ უკან მიდის ყველაფერი..ჩვენი ახალგაზრდები უკვე დამკვიდრნენ მყარად 10-ში, ევროპაც მოუგეს ფრანგებს ფინალი..მიზეზი მაინც მწვრთნელი მგონია..ამოწურა მელიტონამ ჩემი აზრით თავისი თავი...
ასე თუ გაგრძელდა მალე რუსებიც მოგვიგებენ..ტიპმა გაანეიტრალა ჩვენი შერკინება
მოვუხადოთ უნდა მადლობა ჰეიგს და გავუშვათ სახლში..ამხელა ვირებს შერკინებაში წონით ნალლებ, სამ 22 წლის ბიჭს რომ დაუყენებ..გააქრო ჩვენი უპირატესობა რაშიც წლებია ძლიერები ვიყავით...ან ამდენი ბავშვური სეცდომა რა უბედურებააა..ამ რაქებზე და აუტებზე რამდენი უნდა ვილაპარაკოთ.. თავიდანვე უნდა შემოეყვანა სუთიაშვილი მესამე ხაზში ..დიდი გამოცდილებისაა
ერთი სიტყვით - ჩასლევდენ!!!
სამოა არაა ხელწამოსაკრავი, მაგრამ ჩვენ რა გვემართება?
ჩვენ გვემართება ის რისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით 2015-ის მსოფლიოს მერე, ანუ სრაკში!
აქამდე ვიმშვიდებდით თავს რო მსოფლიოსთვის შესათამაშებლად კეთდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე ძააან ეჭვი მეპარება ამაში!
დღეს კიდეც რო მოიგონ, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება, ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს უეჭველად!
მოლს თითქმით ყველა გუნდთან ვაგებთ. არც შერკინებაში გვაქვს უპირატესობა. ძალიან დაიწია დონემ. ჩემი აზრით ზოგიეთრთი მორაგბეების წასვლა დაეტყო გუნდს. ახალი თაობა ჯერ კიდევ არაა მზად. იაპონია ბევრად წინაა ჩვენზე სიძლიერით. აშშ-ს გვჯობს ამ მომენტისათვის. რუსეთთან და რუმინეთთან რაგბი ევროპაზე გამოჩნდება ჩვენ კიდევ წინ ვდგავართ თუ გავუთანარბდით.
ვნადგურდებით საკუთარ მოედანზე სამოასთან ! @@@@
სულ რომც მოვუგოთ ფიჯის მომავალ წელს რაშიც ეჭვი მეპარება რას მივიღებთ აბა?
"მაპზე უკეთესს"?
გამოვა რომ მაქსიმუმ იგივე დონეზე ვართ რაც 4 წლის წინ.
სამაგიეროდ რეიტინგში დავქვეითდით, იაპონიამ ფაქტიურად ძალიან გაგვასწრო, ქვემოდან ამერიკა დაგვეწია, 6 ერი აღარ გვეჭყანება.
როგორ გესახებათ მომავალი?
ჩემი აზრით დიახ, იტალიამ ბურთი თავზე დაგვახია. არც ერთი წამით მათი მოგება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. რაც შეეხება იმას კაცნაკლულებს რამდენი დაგვიდეს თუ რომელ წუთზე ვინ როგორ უტევდა ეგ ყველაფერი დეტალებია რომელსაც არანაირი აზრი არ აქვს ეხლა. ისე რომ ყოფილიყო და ასე რომ ყოფილიყო ვაშლი საზამთროც შეიძლება ყოფილიყო.
დიახ, იტალია მიზანმიმართულად მონოტონურად ნაბიჯნაბიჯ მიდიოდა ამ მიზნისკენ და ეს ყველაფერი ეხლა კი არ დიაწყო არამედ მრავალი წლის წინ როცა იტალიამ ჩვენი სუნთქვა იგრძნო ზურგს უკან (აი მაგალითად მაშინ როცა დიდი ხნის მათ რეიტინგში გადავასწარით). ისინი კარგად ემზადებოდნენ, კარგად შეარჩიეს მომენტი როცა თვითინ ბოლო წლების სიძლიერის პიკზე გავიდნენ ხოლო ჩვენ ფსკერზე დავეშვით დაგვიგეგმეს ტესტი სახლში, თან ჩვენთვის პორველი რომელსაც როგორც ყოველთვის მძიმედ ვიწყებთ და ჩვენი დონდლო კავშირმაც აბსოლიტრად უაპელაციოდ ლომის ხახაში გაჰყო თავი და შესაბამისად 100%ით მიაღწია მიზანს იტალიამ.
გეკითხებით ყველას, ვინმემ იცის რა გაკეთდა იმისათვის რომ ვთქვათ როგორც მინიმუმ იტალისთან სახლში არ გვეთამაშა? ან საერთოდ არ გვეთამაშა ეხლა. ამაზე უარესი შედეგი დადგებოდა რომ უარი გვეთქვა იტალიასთან ტესტზე როცა დაიგეგმა?
ვინმეს თუ გონია რომ აწი იტალია გამოვარდება თბილისში მომავალ წელს თქვენი ჭირიმე
ეგება როგორმე რევანში აგვიღოთო ძალიან ცდება. აწი დაუქნიეთ ხელ იტალიას და 6 ერს კიდევ 15 წლით.
და ამაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს!
საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ. ძნელი თამაში გვექნება, მაგრამ გამარჯვება შეგვიძლია. დღეს ამ თამაშის გარდა მაინტერესებს მატჩები - 1. რუმინეთი-აშშ, ძაან მინდა ვნახო როგორ ფორმაშია რუმინეთი. წელს რუმინეთთან და რუსეთთან გასვლაზე გვიწევს თამაში. ძაან ძნელი თამაშები გვექნება. რუსეთმა პირველი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა ნამიბიასთან, მეორეში კი დამარცხდა "დრაგონსთან", თუმც 3 ლელოს დადება მაინც მოახერხეს. თამაშის ხარისხში ძაან მომატებული აქვთ. სწრაფი და ძალისმიერი მოთამაშეები ყავთ. 2.კანადა-გერმანია და 3.ესპანეთი-ნამიბია მაინტერესებს გერმანია და ესპანეთი რა ფორმაშიზეა.
კიდევ 4. იტალია-ავსტრალია - მინდა იტალია საზიზღრად დამარცხდეს. უბრალოდ ძაან გაყოყოჩდნენ და დაიწყეს საქართველოს ნაკრების დამცირება. თუ მაგრები არიან შემდეგში კიდევ გვეთამაშონ, გვეწვიონ თბილისში.
სად შეიძლება ყველა ამ მატჩის ნახვა?
იტალიის დასამცირებელი რა გვჭირს 28-17 რა საყოყოჩო ანგარიშია მაგათთვის.მითუმეტეს 8 ქულა ისე მოგვიგროვეს კაცნაკლულები ვიყავით.მატჩის ბოლო 20 წუთი მთლიანად ჩვენი იყო და ამგვარ გუნდებთან თამაშის იმხელა გამოცდილება რომ გვქონდეს რამდენიც იტალიას აქვს მაგ თამაშს საჩვენოდ მოვატრიალებდით
კარგ თამაშს და გამარჯვებას ველი.
წარმატებას ვუსურვებ ბორჯღალოსნებს ! ! !