ფლორენციაში იტალიასთან გამართული მატჩის შემდეგ, შინ დაბრუნებული ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დაბანაკდნენ და თიბისი რაგბის სერიის მომდევნო ორი შეხვედრისთვის ემზადებიან.
მილთონ ჰეიგის შეგირდები 17 ნოემბერს, 18 საათზე „ავჭალაზე“ სამოას ერკინებიან და დღეს მედიისა და გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. ინტენსიური ვარჯიში დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი გაგრძელდა. ნაკრების დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ გუნდის მთავარი მიზანი დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა:
„ერთია რას თამაშობს იტალია და სამოა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სათამაშო სტილი გვაქვს. დიდი ქირურგიული ჩარევები არ იქნება და მხოლოდ მცირე ტაქტიკური ცვლილებებით შემოვიფარგლებით. შევეცდებით დავხვეწოთ დეტალები და ის რაც არ გამოგვივიდა იტალიასთან, კარგად შევასრულოთ სამოასთან. სამწუხაროდ, კვლავ გვაკლია ტრავმირებული მოთამაშეები, რომელთა რიცხვს სოსო მათიაშვილი დაემატა“.
ბორჯღალოსანმა ლაშა ლომიძემ თქვა, რომ იტალიასთან გამარჯვებისთვის გამოცდილება არ გვეყო:
„იტალიასთან დასანანი თამაში წავაგეთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. დასკვნით 20 წუთში ორი ლელოს გატანა შეგვეძლო, რაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ეს გამოუცდელობის შედეგი იყო. წინ ძალიან მაგარი თამაში გველოდება. ამიტომ, უნდა დავივიწყოთ იტალიასთან მატჩი და გამოვასწოროთ ყველა შეცდომა. სამოა ძალიან კარგი გუნდია, ინდივიდუალურად ბრწყინვალე შემსრულებლები ყავთ და მათ ჩვენი სისტემა და ერთობლიობა უნდა დავუპირისპიროთ“.
ორწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ სამოასთან თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება:
„შერკინება, სტატიკური მდგომარეობები ჩვენი პლიუსია და ვეცდებით ამ კომპონენტში უპირატესობა მოვიპოვოთ. სამოას დიდი, ინდივიდუალურად ძლიერი ბიჭები ყავს და მთელი კვირის განმავლობაში სპეციფიური ვარჯიშები გვაქვს“.
„მოხარული ვარ, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ ჯანმრთელობამ ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობა მომცა. სამწუხაროდ, თამაში ჩვენ რომ გვინდოდა ისე ვერ წავიდა და შედეგიც ისეთი ვერ დადგა, როგორიც გვსურდა“.
მათიაშვილის ტრავმის შემდეგ, ბორჯღალოსანთა რიგებში დებიუტი ექნება თედო აბჟანდაძეს, რომელიც გულშემატკივარს თანადგომისთვის გამარჯვებას პირდება:
„სამოა ფიზიკურად და ტაქტიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც ჩვენი პლიუსები უნდა დავუპირისპიროთ. გვაკლია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე და დებიუტანტები, ასევე შედარებით ახალბედა მოთამაშეები ამ დანაკლისის შევსებას ვეცდებით. პირადად მე ვეცდები, რომ ეროვნულ ნაკრებში რაც შეიძლება კარგი დებიუტი მქონდეს. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა. მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ისინი სამოასთან გამარჯვებით გავახაროთ“.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასაგებია, რომ გელას ცოტა სათამაშო პრაქტიკა აკლია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მონდომება ნამდვილად არ აკლდა ის თერნოვერი რომ გააკეთა რატომ არავინ არ ამბობს ამას?! გასაგებია, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა საერთო ჯამში მთელი გუნდის სათამაშო კლასში ჩავარდნას მაინც და მაინც გელას ნუ დავაბრალებთ. ჩემი აზრით ორივე ცხრა ნომერი კარგად გამოიყურებოდა და მიხარია, რომ ეს მართლაც ის პოზიციაა ჩვენ გუნდში (და ეს პოზიცია საკვანძო რომაა ყველამ ვიცით), რომელზეც იმედიანად შეიძლება ვიყოთ მომავალშ, რასაც სხვა პოზიციებზე ვერ ვიტყვით.
მე პირადად ლობჟანიძეს თავისი ჟილკის გამო ვაფასებდი ყველაზე მეტად. მსოფლიოზე არაფერს არ ერიდებოდა, მახსოვს ტონგასთან რო დაადო თავი და შეუტია. მსოფლიოს მერე კიდე მოუმატა, მაღალ ბურთებზე იყო ძაან კარგი, არგენტინაშიც მაგრად ითამაშა. ნაღდად მქონდა იმედი რო მსოფლიო დონის ცხრა დადგებოდა - მაგრამ დღეს მსოფლიო დონის კი არა ბრივში აკლია პრაქტიკა. რაც ძალიან მაგრად მწყინს. ყველაფერი წინ აქვს და იმედია მოუმატებს.
მე სასტარტოში ვისურვებდი გოგიჩას, გელას და თედოს - დროა ამ ბიჭებს დრო დაეთმოთ და კონკურენტებმაც იგრძნონ მათი ძალა
ჩილაჩავა და ჟვანია არ იქნებიან, გოგიჩაშვილსაც მოუქევს თამაში და გიგაშვილსაც, 9 ზე ლობჟანიძე იქნება 10 თედო, 11 ძნელაძე, 12 მჭედლიძე 13 შარიქაძე, 14 კვესელაძე 15 ხმალაძე
ყოჩაღ ძმაო, გამოიცანი შენადგენლობა
არ გამომიცია ვიცოდი მეგობარო
გელას მიცეს დრო იტალიასთან და ორი მეგა ფეილი დაემართა.
აღარ ვიცი რა ჯობია - იაქტიურო და შეცდომა მოგივიდეს თუ არაფერი გააფუჭო და თან არც არაფერი გააკეთო. ისე ერთი მაგარი ბურთიც გაჭედა რაქში...
პირველი შეცდომა რაც დაუშვა ცანცარის ბრალია და არა აქტიურობის, ვერ გამოვიდა ჯერ 20 წლამდე ასაკიდან, მაგ თამაშში ვასკამ რა კლასიც აჩვენა იმის ნახევარი არ არის ჯერ გელა. მომავალში ვნახოთ.
პირველი ცანცარის ბრალი იყო მართალი ხარ, მაგრამ რაღაცნაირად რომ გამძვრალიყო ან გადაყრაზე დროულად მისულიყვნენ მაშინ ხო ვეღარ ვიტყოდით მაგას. ვასკამ გააკეთა სალელოვე პასი თაზოზე როგორც მახსოვს და თან მაგარი სარისკო პასი იყო, რო ჩაეჭრა იტალიელს მერე მისი გამჩერებელი არავინ იქნებოდა, მარა ვერ ჩაჭრა და გამოვიდა ჩვენი ლელო - ნუ რისკმა გაამართლა. აფრასიძის შემთხვევაში ვერ გაამართლა - ეგაა და ეგ.
კარგია თედოს გამოჩენა.
საინტერესოა 15-ზე ვინ დადგება
მგონი ხმალაძე დგება
10 თედო 15 ხმალაძე, ჟვანია და ჩილაჩავა ისვენებენ გოგიჩაშვილს და გიგაშვილს მოუწევს თამაში და კარგია
მე მალაღურაძეს ვისურვებდი, თუნდაც იმ რეკორდული სიგრძის გადატანების გამო მეტოქის ხუთ მეტრიანთან, რისი ხილვის იმედი სამოასთანაც მაქვს ! ! !