ბორჯღალოსნები

18:15 | 12.11.2018 | ნანახია 2307 - ჯერ

იტალიამ “ბორჯღალოსნებს” გადაასწრო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს იტალიასთან ტესტ-მატჩში განცდილი მარცხი მსოფლიო რეიტინგში 1 ადგილის დათმობად დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს “ბორჯღალოსნებმა” ფლორენციაში 17:28 წააგეს, კლასიფიკაციაში 72:37 ქულა შერჩა და მე-13 ადგილი სწორედ “აძურის” დაუთმო.
საქართველოს ნაკრებს ძალიან დაუახლოვდა აშშ-ს ეროვნული გუნდი, რომელმაც მცირე სენსაცია მოახდინა და სამოას 30:29 სძლია. “არწივების” აქტივში 72.32 ქულაა.
თავის მხრივ, სამოელები მე-17 საფეხურზე აღმოჩნდნენ, მე-16 ადგილი კი რუმინეთს გადაულოცეს, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატში პლეი-ოფში პორტუგალიას 36:6 მოუგო.
მსოფლიო რეიტინგს კვლავაც დიდი უპირატესობით ლიდერობს ახალი ზელანდია, რომელმაც ინგლისში 16:15 იმარჯვა, მოწინავე ათეულში კი ერთადერთი ცვლილება მოხდა: შოტლანდიის ნაკრებმა ფიჯი 54:17 დაამარცხა და მე-7 პოზიცია აართვა ავსტრალიას, რომელმაც უელსში 6:9 წაააგო.

სრული რეიტინგი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:24 | 13.11.2018
ogafa (407)

დდდდდდდდდდდდდდ

12:12 | 13.11.2018
dinamo222 (692)

რამდენიც არ უნდა ვილაოარაკოთ ბოლო 2 წელი იმის მერე რაც კუნძულებზე კარგი სერია ჩავატარეთ ჩვენი რაგბი უკან უკან მიდის@ 2 წლის წინ ათეულს ვუკაკუნებდით და ეხლა უკვე მე14 ვართ @ არ ვიცი ეს ვისი ბრალია ჰეიგის ახალი ფედერაციის ქართული ოცნების თუ ლეიბორისტების მაგრამ დროზეა აუცილებელი რადიკალური ქმედებების თორემ ასეთ ტემპებში მალე ათეულში კი არა ოცეულში დარჩენაზე ვიბრძოლებთ @

23:58 | 12.11.2018
ზებე (86)

მოლის გამო დავთმეთ იტალიასთან მატჩი.ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი იარაღი ჩვენვე შემოგვიბრუნდა

23:55 | 12.11.2018
ზებე (86)

უნდა მოვიგოთ ორივე თამაში.

0.080909