საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე ნოემბრის ტესტების პირველი კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საუკეთესო თხუთმეტეული ცნობილმა სარაგბო პორტალმა ultimaterugby შეადგინა და 8 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ქართველი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით დააყენა.
“საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა, თუმცა, 22 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. გორგაძემ ბურთის 9-ჯერ წაღებით 70 მეტრი გაიარა და 15 ბოჭვა შეასრულა. სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად, მან ისეთ სახელოვან მორაგბეებს აჯობა, როგორებიც ირლანდიელი სი ჯეი სტენდერი და ინგლისელი მარკ ვილსონი არიან”, - ვლითხულობთ ultimaterugby-ზე.
გასული ტესტების საუკეთესო თხუთმეტეული სრულად ასე გამოიყურება: 1. ალან დელი (შოტლანდია), 2. ჯო ტაუფეტე’ე (აშშ), 3. ფრანს მალერბი (სამხრეთ აფრიკა), 4. ჯეიმს რიანი (ირლანდია), 5. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), 6. ჯასტინ ტიპურიკი (უელსი), 7. სემ ანდერჰილი (ინგლისი), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 9. 1ირან მარმიონი (ირლანდია), 10. ბიოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), 11. ტედი ტომა (საფრანგეთი), 12. რაიან ქროტი (ახალი ზელანდია), 13. მიკელე კამპანიარო (იტალია), 14. ტომი სეიმური (შოტლანდია), 15. ემილიანო ბოფელი (არგენტინა).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
ეგებ დაგეწერათ , რომ ჩამოვიდა სამოას ნაკრები, ჩვენი ნაკრები როდის დაბრუნდა და როგორ ემზადებაა, რა განწყობაა, ვინმეს ტრავმა ხომ არ აქ ან პირიქით ვინმემ ხომ არ მოიშუშა? თუ მარტო იტალიასთან თამაში იყო სდაინტერესო და სხვა არაფერი აღარ გვაინტერესებს?
ყოჩაღ
მაგრად მევასება ბექას თამაში, იმედია მოუმატებს და უფრო მაღალ სიმაღლეზე ავა