ბორჯღალოსნები

15:01 | 11.11.2018 | ნანახია 3493 - ჯერ

ქონორ ო’ში: “საქართველოსთან ფუნდამენტური გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელსაც იტალიისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქონორ ო’ში საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ფლორენციაში გამართულ მატჩში “აძურიმ” “ბორჯღალოსნებს” 28:17 სძლია.
“50 წუთის განმავლობაში ჩინებულად ვითამაშეთ, დასკვნით ნახევარ საათში კი გარკვეული პრობლემები გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემმა გუნდმა დისციპლინირებულად იმოქმედა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენ მომენტს ვეე შევქმნიდით.
როდესაც ანგარიში 28:7 გახდა, ვიფიქრე, რომ დარჩენილი დროც საჩვენოდ წარიმართებოდა, თუმცა, საჯარიმო ლელომ საქართველოს დიდი სტიმული მისცა.
წნეხის ქვეშ ვიყავით და მიხარია, რომ ის მატჩი მოიგეთ, რომელსაც ჩვენი მომდევნო განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ბოლო წლების განმავლობაში, მხოლოდ ფიჯისთანა და იაპონიასთან გვქონდა მოგებული. საქართველო რეიტინგში ძალიან გვავიწროვებს და ეს, ჩვენი გუნდისთვის ფუნდამენტალური გამარჯვება გახლდათ.
ამის მიუხედავად, ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რათა სასურველ დონეზე გავიდეთ. ვფიქრობ, რომ გასული მატჩის შემდეგ, ბიჭები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან.
მთელი წლის განმავლობაში, ყველანი მხოლოდ საქართველოსთან თამაშზე საუბრობდნენ და ჩვენ ამ წნეხს გავუძელით. ახლა, ბიჭები ცოტას დაისვენებენ და ავსტრალიასთან შაბათს დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადებიან”.
კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების კვაჭმა ლეონარდო გირალდინიმაც, რომელიც სერჯიო პარისეს არყოფნაში, იტალიის ნაკრების კაპიტნად მოგვევლინა.
“საქართველოსთან მატჩში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მათთან რეიტინგში ძალიან ახლოს ვართ, ისევე, როგორც იაპონიასთან, რომელსაც ზაფხულში ვეთამაშეთ. იტალია ზეწოლის ქვეშ იყო. ეს, ამგვარი თამაშებისთვის ჩვეული რამაა და ამას ღირსეულად გავუმკლავდით.
პირველ ტაიმში მეტოქის 22-ში დიდი დრო გავატარეთ და ეს, უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. კარგია, რომ 2 ლელოს დადება მაინც მოვახერხეთ. შესვენების შემდეგ, ბევრჯერ დავჯარიმდით, თუმცა, ხუთმეტრიან ზოლთან მოსულ ქართველებს ღირსეულად დავუხვდით.
ვთვლი, რომ საერთო ჯამში, იტალიის ნაკრებში საბრძოლო სული მაღალ დონეზე იყო და მინდორზე ღირსეულად გამოვიყურებოდით. ახლა, შეტევების უკეთ დასრულებაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგანაც ამის გამო, ბევრ ქულას ვკარგავთ”.


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:47 | 13.11.2018
alfadhirhaiti (110)

რაგბის კავშირს მეტი მოეთხოვებოდა და პროგრამა მინიმუმი ვერ შეასრულეს!

ან ერთი სპარინგი როგორ არ დანიშნეს ვინმესთან?

მწვრთნელი კიდე გასაშვებია თავის შერკინების ტრენერიანად

ეს რა ფიკუსი მოიგონეს, ლომს ნადირობას კატა ასწავლიდაო!

11:25 | 13.11.2018
krasni (587)

ამ შეხვედრამდე აუცილებელი იყო დაგეგმილიყო შეხვედრა, თუნდაც ბელგიასთან. ისე გამოვიდა, რომ იტალიასთან მატჩის მნიშვნელობა მარტო სიტყვიერად აღინიშნებოდა.

19:38 | 12.11.2018
გუგა80 (177)

ბევრის კომენტარს ვიზიარებ ქვემოთ.
ძალიან გული შემტკივა ამ სპორტზე, რომელიც წარმატებული იყო და 1998 წლიდან მოყოლებული (აქედან ვგულშემატკივრობ) უკლებლივ ვითარდებოდა მეტ-ნაკლებად და ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო რამდენიმე წელია "რუმინეთიზაციის" გზას დაადგა ჩვენი რაგბი.

ახალგაზრდების იმედი გვაქსო ბევრი წერს, სულ ტყუილად. ახალგაზრდების და უფროსების პროფესიონალიზმის კრიტერიუმები ძალიან შორსაა ერთამენთთან. ანუ რაგბისტი (და ზოგადად ნებისმიერი სპორტსმენი) ახალგაზრდულ ტურნირში თუ აღწევს წარმატებას ეს არანაირად არ არის გარანტია იმისა რომ უფროს ასაკობრივ ტურნირშიც მიაღწევს წარმატებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ კრიტერიუმებია ძალიან განსხვავებული. მაგალითად: დღეში რამდენი საათი ვარჯიშობს, როგორია კვების რაციონი, როგორია დისციპლინა, როგორია სპორტული განათლება და ა.შ..

19:44 | 12.11.2018
გუგა80 (177)

ერთადერთი რაც არ იკარგება ადრეული ასაკიდან და მთელი ცხოვრება მიყვება სპორტსმენს არის ნიჭი. თუმცა ძალიამიერ და მით უმეტეს გუნდურ სახეობებში ნიჭი მხოლოდ 5% წარმატების დანარჩენი სხვა კომპონენტებიდან მოდის რომელშიც ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები სამწუხაროდ სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორების გამო სულ უფრო და უფრო შორდებიან წარმატებული კრიტერიუმების სტანდარტებს ასაკის მატებასთან ერთად.

14:59 | 12.11.2018
Rugbyfan (2)

დარწმუნებული ვარ, ეს თამაში მეორე ან მესამე რომ ყოფილიყო ამ ტესტებში სულ სხვა დონის თამაშს ვაჩვენებდით.

13:05 | 12.11.2018
geogoli (367)

მე მხოლო ერთადერთ გამოსავალს ვხედავ - ფრანჩაიზის შექმნა და გინეს პრო 14-ში ჩართვა. ამის მერე აღარ დაგვჭირდება 6 ერის მამების ხვეწნა-მუდარა

12:36 | 12.11.2018
geogoli (367)

არც უნდა მოგვეგო და ვერც მოვიგეთ. ტყუილდა გამიჩინა იმედი საერთო სახალხო აჟიოტაჟმა. როგორ უნდა მოუგო გუნდს:
1. რომელიც 6 ერს თამაშობს და ჩვენ ვთამაშობთ 6 მაჩანჩალა გუნდიან ტურნირს?
2. რომელსაც 2 ფრანაჩაიზი ყავს გინეს ლიგაში და ჩვენ ქვეყნის ჩემპიონიც ვერ (ძლივს) გაგვყავს რანგით ყველაზე დაბალ ევროპულ ტურნირზე?
3. რომელიც თავს უფლებას აძლევს ირლანდიასთან ტესტებზე მეორე შემადგენლობა გამოიყვანოს და ჩვენ უბრალოდ გვენატრება ირლანდიის დონის გუნდთან შეხვედრა
4. რომელსაც ჩვენს შემდეგ სათამაშოდ ჯერ ავსტრალია ეწვევა, მერე ზელანდია და ჩვენთან ტონგა/სამოა ჩამოვა (ყველაზე ძლიერებიც რაც ოდესმე ჩამოსულან კუნძულელები არიან)
5. რომელიც 3 ტესტს ატარებს ქვეყანაში და სამივეს სხვადასხვა ქალაქში, ჩვენ კიდე სამოასთან თამაშს 4,000 სტადიონზე ვთამაშობთ (და თამაშამდე ერთი კვირით ადრე ბილეთების ნახევარი არ არის გაყიდული)
6. აღარ შევადარებ იმ გუნდის და ჩვენის ბიუჯეტს

ერთადერთი შანსი რომ ეგეთ გუნდს მოვუგოთ არის მსოფლიო ჩემპიონატი, როცა 3 თვიანი შეკრების მერე ფორმის პიკზე გავდივართ. ჩემთვის პირადად მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

10:58 | 14.11.2018
ზებე (86)

ნაღდი ბაზარია,მაგრამ თავი არ შეგვირცხვენია და 71 წუთზე მოლში რომ გვეყოჩაღა ანგარიშს 28-24 გახვდიდით მანამდე 28-17 ზე კარის წინ ჯარიმა უნდა დაგვერტყა ჩემი აზრით.საერთოდაც მოლში რომ არ წაგვეგო სულ სხვანაირი სცენარი იქნებოდა

12:08 | 12.11.2018
ilarioni (138)

ჩემი აზრით ამ თამაშის მოგება შესაძლებელი იყო შესაბამისი მომზადების პირობებში. ვინაიდან ეს მატჩი პირველი იყო ამ ტესტებზე და ფაქტობრივად შეთამაშების პრობლემა შეგვექმნებოდა, რაც მოხდა კიდეც და დიდწილად ამას ვაბრალებ მე პირადად ჩვენ წაგებას, აუცილებლად მანამდე ერთი საკონტროლო მატჩი უნდა გაგვემართა, თუნდაც იმ ბიჭებთან ერთად ვინც ნაკრებთან ერთად იქნებოდა(მესმის, რომ ყველა ვერ იქნებოდა). ნუ იმ პრობლემებს, რაც დერეფანში გვქონდა, გარკვეულწილად ახსნა აქვს, ვინაიდა არ გვყავდა მეორე ხაზის წამყვანი მოთამაშეები. თუმცა ჩემდა გასაკვირად ეს პრობლემა მეორე ტაიმში აღმოიფხვრა, რაც ბუნებრივია გვიან იყო უკვე, იმიტომ რომ ორი კარგი შეტევის შესაძლებლობა განიავდა წაგებული დერეფნების გამო. რაც ეხება მოლს. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი შერკინების უძლეველობაზე, სამწუხაროდ გვავიწყდება, რომ შერკინების თამაში მარტო მიწოლა არ არის. მოლში თამაში უკვე წლებია გვიჭირს. აშკარად გვაჯობა იტალიამ. ამიტომ შეუძლებელია გუნდმა შერკინებაზე ააწყოს თამაში, როდესაც მოლი არ უვარგა. რაქები ცუდი არ იყო, რაც ძალიან კარგია. ასევე არ გაამართლა ჰეიგის ტაქტიკამ, როდესაც გადაწყვიტა ჩაშლაზე და იტალიელების თავის ნახევარზე ამოკეტვაზე ეთამაშა. უკვე დიდი ხანია ვამბობ, მე პირადად ეს ტაქტიკა არ მაწყობს. არც ერთი გუნდი, რომელიც ცდილობს განვითარდეს და რამის პრეტენზია გააჩნია არ მიმართავს ამ ტაქტიკას. მით უმეტეს გამოჩნდა,რომ, როცა კი შევუტიეთ იტალიას, წნეხის ქვეშ ვამყოფებდით, ესე იგი შეგვძლებია, რომც არ შეგვეძლოს, თუ არ ვცადეთ, ვცადეთ და კიდევ ვცადეთ, ისე ვერაფერს ვისწავლით. უბრალოდ პარადოქსია, როდესაც ითქვა, რომ ახალგაზრდა მორაგბეებს, იმისთვის, რომ გაუადვილდეთ ეროვნულ ნაკრებში ადაპტაცია უნდა მიეჩვიონ გაშლილ თამაშსო და რა გამოდის ეს ბიჭები ეჩვევიან, მსგავს თამაშს, ვინაიდან ილია მაისურაძე ცდილობს ამ სტილით ათამაშოს ისინი და როდესაც გადმოდიან ეროვნულში ჰეიგი მათ სხვა სტილს ათამაშებს. ამიტომ ჰეიგმა ჯობს დაანებოს თავი შედეგზე ორიენტირებულ რაგბს და ათამაშოს გუნდი შემტევად და ლაღად, ვინაიდან გარდა იმისა რომ სელექცია გაიზარდა (რაც აგრეთვე იყო ჰეიგის დანაპირები, რაც ვფიქრობ შესრულდა), ნაკრები სხვა მხრივ ერთ ადგილს ტკეპნის. მე პირადა იმ აზრის ვარ, რომ ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ არ უნდა ვიაროთ, მაშასადამე ჩვენ უნდა ვითამაშოთ თანამედროვე რაგბი თუნდაც თამაში-თამაშზე წავაგოთ. არც ერთი გუნდი, არამეც თუ ჩვენზე ძლიერი, ჩვენზე სუსტიც კი ამ სტილის რაგბს აღარ თამაშობს და ჩვენ ვერ ამოვედით ამ "შერკინების-რაგბის" თამაშიდან.

11:38 | 12.11.2018
McCaw (168)

დაჯე ჩვენი 6 ერის სიშორეს ისიც მიუთითებს ფიჯი რომელმაც ამ ზაფხულს დაგვარბია და მიწასთან გაგვასწორა შოტლანდიასთან სასტიკად შერცხვა სქოტებმა ჩაზირეს ფიჯელები რასაც ქვია სათვალავი ამერია იმდენი ლელო დაუდეს

11:04 | 12.11.2018
McCaw (168)

"გაზეტა დელო სპორტმა" იტალიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების ტესტ-მატჩი მიმოიხილა და ნიშნისმოგებით აღნიშნა:

"საქართველოს ნაკრები მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობითა და რაგბის ფედერაციის მხარდაჭერით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ 6 ერში თამაშის ღირსია, თუმცა დავინახეთ, რომ ამისათვის ჯერ აშკარად მზად არაა.

ეს მატჩი ძალიან ჰგავდა 2003 წელს ჩატარებულ შეხვედრას. მაშინ 31:22 მოვიგეთ".

11:04 | 12.11.2018
McCaw (168)

აიი დაიწყეს უკვეეე წერაააა ამათ ალაპარკოს რა გამოულევს ამიტომ არ უნდა მიგეცა სალაპარაკო

10:40 | 12.11.2018
McCaw (168)

ბიჭებს მადლობა ბრძოლისთვის რაც შეეზლოთ გააკეთეს, უფრო მართებული იქნება რომ ვთქვა რაც იცოდნენ ამ ეტაპზე რისი თავიც და რესურსიც ქონდა ის გააკეთეს, აშკარად იმედგაცრუებული ვარ ვიცოდი, რომ მოგების დიდი ალბათობა არ გვექნებოდა მაგრამ ასეთ სუსტ თამაშსაც არ ველოდი ვიფიქრე სადღაც თამაშს 5 ქულაში წავაგაებთ თქო 5 კი არაა 10 ქულაშიც ვერ ჩავეტიეთ და 11 ქულით წავაგეთ იტალიამ მთლე სამყაროს დაუმტკიცა ულაპარაკოდ და არანირი კითხვისნიშანი არ დატოვა მიუხედავად იმისა რომ 6 ერის ბოლო ადგილი და ხის კოვზი უკვე დაბევებული აქვს მაინც ყველას დაანახა რომ მაგ ხის კოვზს საქართველოზე მეტად იმსახურებს,მოგებით 6 ერში არავინ შეგვიშებდა მაგრამ უახლოეს წლებში აუცილებლად შევიდოდით ეხლა კი ეშმაკა უწყის როდის შევალთ კაი მოშნად და დიდი ხნით დავუქნიეთ 6 ერს ხელიი რაც შეეხება თამაშს ნამდვილი კოშმარი იყო ულპარაკოდ გუნდ რეგრესი აქვს და მსოფლიოს მერე უკან უკან მივდივართ არავის ეგენოს და არავის ქონდეს იმის ილუზია რომ სამოასთან და ტონგასთან მოგება გარანტირებული გვაქვს ვიცოდი რომ დერეფნებში უსერიოზულესი პრობლემა გვექნებოდა ყველაფერი კარგი ასე აგხდენოდეთ მაგრამ აზრი არ აქვს იმის თქმასაც რომ ამდენი გვაკლდა იმდენი ტრავმირებული იყო სულ მთლიანი გუნდიც რომ გვყოლოდა ამ თამაშს მაინც წავაგებდით ულაპარაკოდ დღეს იტალია ჩვენზე ძლიერია არა აქვს მნიშვნელობა ბევრით თუ ცოტათი მაგრამ ჩვენზე დიდი გუნდია ამას ოდანვ ვისაც რაგბის რაღაც გაეგება და ესმის წამებშივე მიხდებოდა თამაშის დაწყებიდან პირველ 10 წუთში ეტყობდა რომ ამ თამაშს იტალია ულაპარაკოდ მოიგებდა მოლში გვაჯობეს დერეფანში გვაჯობეს სისწრაფეში და ტემპში გვაჯობეს ღია თამაში გვაჯობეს ტაქტიკურადაც გვაჯობეს რაქებშიც გვაჯობეს ჰაერში თამაში გვაჯობეს მეტი რაღა დარჩა რაღაც მცირეოდენი უპირატესობა შეინიშნებოდა შერკინებაში ჩვენბის მეტი არაფერი, თამამად ვიტყვი რომ პირველ ეშელონს რომ თავი დავანებოთ მეორე ეშელონის გუნდებში ვგულისხმობ ტონგა იაპონია სამოა ამერიკა ფიჯი ამათ შორის ყველაზე ცუდი უკანახაზელები გვყავს ყველაზე ცუდი უკანა ხაზი ჩვენ გვყავს იტალეიელბმა კამპანიარომ ბელინიმ ალანმა ბენვენუტიმ ტებალდიმ კასტელომ ჩვენს უკანახაზელებს ნამდვილი სარაგბო მასტერკლასი ჩაუტარეს კიდევ კარგად გაგვიმართლა რომ მინოძი და ვიოლი აკლდა იტალიას თორემ ულაპარაკოდ ანგარიში სხვაობა ბევრად მეტი იქნებოდა, იტალიელთა 4 ლელოებიდან 3 უკანახაზელებზე მოდის. 15 წელი რომ ამ თამაშს ელოდები ამდენი ითქვა და ამდენი დაიწერა ამ თამაშზე მთელი სარაგბო სამყარო ფოკუსირებული იყო ყველას მზერა მიპყრობილი იყო ფლორენციაზე და ასე საშინლად ამაზრზენად რომ ითამაშებ ამდენ შეცდომას რომ დაუშვებ მარტივ სიტუაციაში რა 6 ერზე უნდა გქონდეს პრეტენზია.... რაც შეეხება მორაგბეებს ძაან ციდათ ითამაშესქუბრიაშვილმა ლობჟანიძემ ხმალაძემ გიორგაძემ და ჩემი აზრით ქუბრიაშვილის ნაკრები თვალითაც არ უნდა დაანახო არაუშავდა შარიქაზეს 8 მთვიანი უმძიმესი ტრავმის ფონზე თაზო პირველ ტაიმში კარგი იყო მაგრამ მეორე აშკარად ჩააგდო გორგაზე პირველ ტაიმში არ ჩანდა მეორეში ოდნავ გამოცოცხლდა შეცვლაზე შემოსულებმა ბევრად უკეთესი შტაბეჭდილება დატოვეს ჩილაჩავამ სუთიაშვილმა კვესელაზემ ძირითადი სასტავიდან კარგი იყო ნარიაშვილი ცუცქირიძე ყვითელ ბარათს თუ არ ჩავთვლით ბევრი რომ არ გავაგრძელო სამწუხაორაა რაც როგორც მოხდა გამოჩნდა რომ გორგოძე შეუცვლეილია და ვერასდროს ვერავინ ვერ შეცვლის მამუკას მარტოც შეეძლო თამაშის მოგება უბრალოდ ზოგიერთები გორგაძეს რომ ადარებენ მამუკას მეცინება სირცხვილია მეტი არაფერი ბექა მამუკა ვერასდროს ვერ გახდება დაჯე მამუკას ნახევარიც მეეჭვება გაქჩოს, ეხლა ჯობია სამოას და ტონგას თამაძე იფიქრონ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მაგათან მოგება არაა განაღდებული ამ თამაშით თუ არ გამოვასწორეთ სამოა არ ვიცი მაგრამ ტონგა აუცილებლად მოგვიგებს კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს რაც იცოდნენ იმის გაკეთებისთვის და რაც გამოუვიდათ მაგისთვის.

09:11 | 12.11.2018
გუგა80 (177)

აი მეგობრებო!
ამ "ორ აბზაციან" სტატიაში და ქვემოთ კორბენის "ორ სიტყვიან" კომენტარებშია სრული ჭეშმარიტება ჩაქსოვილი.
აქ არის ამომწურავი პაუსხები კითხვებზე:
* რატომ ვერ შევალთ 6 ერში?
* რას ნიშნავს პრიორიტეტების სწორად (იტალიის მაგალითზე) და არასწორად (საქართველოს მაგალითზე) დალაგება?
* რატომ უნდა გადადგეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა?
* რატომ გვყავს "გაუთვიცნობიერებული" გულშემატკივარი და ჟურნალისტები, რომლებმაც ერთხელაც არ ახსენეს რეიტინგი?

ბოლოს დავასრულებ რამდენიმე ციტატით სტატიიდან:

"ის მატჩი მოვიგეთ, რომელსაც ჩვენი მომავალი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა"

"საქართველო რეიტინგში ძალიან გვავიწროვებს, ამიტომ ეს ჩვენთვის ფუნდამენტალური გამარჯვება გახლდათ"

"მთელი წლის განმავლობაში ყველანი მხოლოდ საქართველოსთან თამაშზე საუბრობდნენ" !!!!!!!!!!

"საქართველოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგანაც ჩვენ მათთან რეიტინგში ძალიან ახლოს ვართ"

20:09 | 11.11.2018
maxo_65 (458)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/RugbyXV1/videos/1528608013911490/UzpfSTEwMDAwNDE1NDY4MDM1MDoxMDUwODI3NjA1MDY1NzE5/')>0?'https://www.facebook.com/RugbyXV1/videos/1528608013911490/UzpfSTEwMDAwNDE1NDY4MDM1MDoxMDUwODI3NjA1MDY1NzE5/':'https://www.facebook.com/RugbyXV1/videos/1528608013911490/UzpfSTEwMDAwNDE1NDY4MDM1MDoxMDUwODI3NjA1MDY1NzE5/')) ამ ბიჭების იმედი გქონდეთ

22:47 | 11.11.2018
krasni (587)

ამ ბიჭებიდან იაპონიაშიც ითამაშებს რამოდენიმე. ძალიან მაგარი მომავალი მოდის.

18:37 | 11.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

Леонардо Гиральдини: «Наш дух на поле был превосходен»
Капитан сборной Италии считает, что победа над Грузией могла быть более уверенной.
«Успех в этом мачте был очень важен для команды. Мы очень близки с ними в мировом рейтинге, как были с Японией в летнем турне. Италия ощущала давление, но это нормально для такой встречи и мы ответили на него на поле».
«В первом тайме мы могли лучше распоряжаться нашими шансами в чужих 22-х. Было много желания занести и мы подошли вплотную к цели, сумев дважды это сделать. После перерыва было слишком много недисциплинированности, но мы с честью отбивались от атак у нашей зачетки. Я считаю, что в целом наша реакция на поле и командный дух были превосходны. Теперь нам нужно работать над завершением атак, ведь мы не добираем много очков из-за этого».
Гиральдини исполняет роль шкипера «скуадры-адзурры» в отсутствии Серджио Парисса.
0?'>https://rugger.info/news/22787':'>https://rugger.info/news/22787'))
-----------------------------------------------------------------------------------------
Коннор О’Ши: «Это фундаментальная победа»
Наставник сборной Италии считает успех в матче с Грузией закономерным и крайне важным для дальнейшего развития команды.
«Мы отлично играли в течение 50-ти минут, но столкнулись с определёнными трудностями в последние полчаса матча. Команда действовала очень дисциплинированно, ведь в противном случае мы не создали бы столько возможностей».
«При счете 28:7 я думал, что финал будет другим, но штрафная попытка помогла Грузии воспрянуть духом. Я рад за команду, сегодня мы выиграли очень важный для дальнейшего развития матч под мощным давлением».
«За последний год мы выиграли только на Фиджи и в Японии. Грузия поджимает нас в рейтинге и это фундаментальная победа для всего коллектива. Тем не менее нам предстоит еще многое улучшить, чтобы соответствовать заданному уровню».
«После сегодняшнего матча я думаю, ребята будут более уверенны в себе. Весь прошлый год все только и твердили о противостоянии с Грузией и мы справились с давлением. Сейчас парни немного отдохнут и мы направим всю энергию на подготовку к битве с Австралией в субботу».
Во вчерашней битве во Флоренции Грузия уступила хозяевам со счетом 17:28.
0?'>https://rugger.info/news/22786':'>https://rugger.info/news/22786'))
---------------------------------------------------------------------------------------
რა თავს იქებენ? ირლანდიასთან ისე გაფარჩაკდნენ, რომ შეიძლება მეორე დონის გუნდს არ წაეგო მასეთი ანგარიშით და უკეთესად ეთამაშა. 28-11 ეს ისეთი ანგარიშია, საქართველო როცა უგებს ასეთი ანგარიშით რუსეთს, ესპანეთსა და სხვა გუნდებს ჩვენს დივიზიონში უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. კი მართალია მოგვიგეს და ჯობია იტალია საქართველოს მაგრამ არა ისე, რომ ამდენი იქონ თავი. თუ გული აქვთ გვეწვიონ საქართველოში, თბილისშიც გვეთამაშონ. ერთი თამაში ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება ჩააგდოს და წააგოს, მარტო ფრანგების წაგება ახალ ზელანდიასთან რად ღირს. ასეთი თამაშები ბევრია. რაგბი ვაჟკაცების თამაშია და ასეთი ლაპარაკები არაა ლამაზი. სპორტში ყველანაირი კომენტარებია მოსალოდნელი, მაგრამ მწვრთნელი და გუნდის კაპიტანი ცოტა მოზომილი უნდა იყოს თავის სიტყვებში. ჯერ ერთი ყოველ წელს ექვსი ერის გუნდებს ხვდებიან, ტესტ მატჩებიც ბევრად კარგი აქვთ. რა თავს იქებენ ამდენი წელია თამაშობენ 6 ერში, მაღალი ეკონომიკა და ყველანაირი პირობები აქვთ და ერთ ადგილს ტკეპნიან. ადრე თუ ხანდახან იტალიას ვგულშემატკივრობდი 6 ერში მონაწილე გუნდების წინააღმდეგ ახლა მათ გაფარჩაკებას ველოდები ყველგან და ყველასთან. მსოფლიო თასზეც ვნახავთ რა გუნდი იქნება. ნეტა მოეგო რუმინეთს 2015 წელს მსოფლიო თასზე იტალიისთვის და იტალიის გამო მთელი შესარჩევი ციკლი შესაცვლელი ექნებოდათ მსოფლიო რაგბის მამებს.

18:13 | 11.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ჩემი წინა კომენტარები შეიძლება ზოგიერთებმა სწორად ვერ გაიგეს. პირველი კომენტარი ეხებოდა მამუკა გორგოძეს. ის უდიდესი ძალა იყო საქართველოს ნაკრებისათვის. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ ნაკრები რეიტინგში მაღალ ადგილებზე (მეორე დონის გუნდებისათვის) ავიდა. 2015 წლის მსოფლიო თასზეც ტონგასთან და ნამიბიასთან მოგებებში უდიდესი თუ გადამწყვეტი წილი მამუკას მიუძღვის. ნაკრები სადაც მამუკა თამაშობდა ბევრი გუნდისთვის იყო ანგარიშგასაწევი ძალა. მარტო იმითაც, რომ მოწინააღმდეგეში დიდ არეულობას იწვევდა და წნეხის ქვეშ ყავდა. ჩვენი ნაკრებიც ამიტომაც ჩანდა ასე ძლიერი. ადრეც დამიწერია კომენტარებშიც და ახლაც ვწერ - სანამ გორგოძე არ წავიდა საქართველო იტალიას არ შეახვედრეს. დარწმუნებული ვარ მსოფლიო თასზე, რომ იტალიას შევხვედროდით ან იმ წელს გვეთამაშა ტესტ მატჩი აუცილებლად დავამარცხებდით. გორგოძის შემცველი კი არ ჩანს სამწუხაროდ. რაგბი სპეციფიკური თამაშია, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს ერის მენტალიტეტსა და გენს. შერკინებაში საქართველო ყოველთვის ძლიერი იქნება აი უკანახაზელებზე კი გაგვიჭირდება. ნახეთ რა ზორბა და რა სიმაღლის მორაგბები ყავთ მსოფლიო ტოპ გუნდებს.
მეორე ჩემ კომენტარში მოყვანილი იყო ლინკი რუსული თუ უკრაინელი რაგბული საიტიდანstripslashes((strlen('https://rugger.info/')>0?' https://rugger.info/':' https://rugger.info/')) უბრალოდ მინდოდა მენახებინა რას წერდნენ ჩვენზე, თორემ რუსებმა რაგბი ჩვენ როგორ უნდა გვასწავლონ და დაგვანახონ? ჯერჯერებოთ მაინც მათზე ბევრად მაღლა ვდგავართ და იმედია კიდევ დიდხანს იქნება მათზე მაღლა, მაგრამ ევროპა რაგბის თამაშებს მაინც დიდი შიშით ველი რადგან ჩვენ ნაკრებს ძაან მოკლებული აქვთ თამაშში და ვერ უძალიანდებიან მოწინააღმდეგის მოლებს ჩვენ 22-ში. ეს გამოსასწორებელია. 2015 წლის მსოფლიო თასის მერე ის წელი და 2016 წელი კიდევ არა უშავდა ნაკრებს. მერე კი ძაან მოუკლო თამაშში. მე უფრო ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეების იმედი მაქვთ, რომლებსაც ადრე იტალია და არგენტინა, ხოლო ბოლო ჩემპიონატზე ირლანდიელები, შოტლანდიელებიც, ფრანგთა რეზერვი დაამარცხეს და ტოლსწორ ეთამაშნენ სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს.

17:06 | 11.11.2018
test (124)

აბა ხომ არ იტყოდა საკუთარ ტრაკს ვუშველე ფუნდამენტურადო?!))))))) ხომ ცხადზე ცხადია, რომ წაეგო ფეხებში წყალი შეუდგებოდა.

15:57 | 11.11.2018
ოვალური კორბენი (276)

მართალს ამბობენ იტალიელები. ეს უდაოდ ათწლეულის მატჩი იყო თავისი მნიშვნელობით მათთვისაც და ჩვენთვისაც. ამ თამაშში მხოლოდ შედეგს ჰქონდა მნიშვნელობა, სხვას არაფერს და უადგილოდ მეჩვენება ბევრის აზრი, რომლებმაც ამ შეხვედრაში დადებითი ასპექტებიც შენიშნეს
დადებით ასპექტებზე ნოემბერში გასამართი კიდევ ორი თამაშის შემდეგ ვისაუბროთ.

0.12509