2003 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიას ასტის “სტადიო კომუნალეზე” გაეჯიბრა და ტაიმი ფრედ (13:13) დაასრულა, ბოლო წუთზე კი მე-4 ლელო მიიღო და 22:31 დამარცხდა. იმ შეხვედრის შოტლანდიელმა რეფერიმ “ბორჯღალოსნებს” 3 მორაგბე გაუსინბინა, ბოლოსკენ კი ბესიკ ხამაშურიძეს საერთოდაც წითელი ბარათი უჩვენა...
აღნიშნული რკენის მერე, ქართველი მორაგბეებს რევანშის აღების წყურვილი ყოველთვის ჰქონდათ, წლების განმავლობაში კი, იტალიელებთან პაექრობის სურვილმა განსაკუთრებული ხასიათი მიიღო. “აძურისთან” გაჯიბრების შანსს აღარავინ გვაძლევდა, ამდენად, მტყუან-მართალის გარკვევა მინდორს გარეთ იყო გადატანილი.
ეკუთვნის თუ არა საქართველოს ნაკრებს ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვა და თუ კი, ეს, როგორ უნდა მოხდეს? დღემდე განიხილება ტურნირის შვიდ ან რვა ნაკრებამდე გაზრდის (ჩვენზე რუმინელებიც არიან “ჩამოკიდებულნი”) იდეა, ზოგი ექვსი ერის მაჩანჩალის დაქვეითებას უჭერს მხარს, ზოგის აზრითაც კი, ელიტის უარესსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდებს საპლეიოფო თამაში ერგებათ.
გასაკვირი არაა, რომ ამ განხილვებს ყველაზე მტკივნეულად აპენინელები აღიქვამენ. საქართველოს მოძლიერება ხომ მათთვის აშკარა საფრთხის მომტანია: იტალიელებს “ხის კოვზს” (ექვსი ერის ბოლოადგილოსნის კუთვნილი “ჯილდო”) ხელიდან ვერავინ აგდებინებს, ამდენად, ვინ უნდა ჩაანაცვლონ “ბორჯღალოსნებმა” თუ არა – ისინი...
და აი, ბოლო რკენიდან 15 წლის (!) თავზე, დადგა ის მომენტი, რომელსაც მთელი სარაგბო საქართველო ელოდა, აპნინენელები კი მას ყველანაირად თავს არიდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ოფიციალურად არაფერს წყვეტდა, იტალიამ თამასა მაქსიმალურად მაღლა თავად ასწია:
“ფლორენციული მატჩი საბოლოოდ გასცემს პასუხს იმ კითხვას, თუ ვინ იმსახურებს ექვე ერში თამაშს”, - ასეთი იყო მასპინძელთა პათოსი. იყო სხვა ნაკლებად ეთიკური გამონათქვამებიც ქართველთა დადუმებისა და სამაგალითოდ დასჯის შესახებ, თუმცა, ამგვარ ტექსტებს იტალიაში ნაკლებად პოპულარული გამოცემები უფრო ავრცელებდნენ.
ის, რომ მომავალი მატჩი ერთ რიგით ტესტს ვერაფრით გაუთანაბრდებოდა, ქართულ მხარესაც არ დაუმალავს.
“გვეძლევა მშვენიერი შესაძლებლობა, მთელს სარაგბო სამყაროს და განსაკუთრებით ექვს ერში გადაწყვეტილებების მიმღებებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ქართულმა რაგბმა დიდი პროგრესი განიცადა!
ჩვენ კარგად ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ შაბათს ფავორიტები არ ვიქნებით, მაგრამ ადრეც მითქვამს და განვმეორდები – ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობთ!
იტალია ძალიან ძლიერი, პირველი ეშელონის სარაგბო ერია, რომელსაც ზურგს ძალიან დიდი სარაგბო ისტორია უმაგრებს, საქართველო კი “უბანში ახლად გადმოსული ბიჭია“, რომელსაც თავისი ისტორიის შექმნა უნდა!
წინ უდაოდ დიდი ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ ბრძოლაში ვართ ბედნიერნი!”, - ამბობდა მატჩის წინ ჰეიგი და ეს სიტყვები ქართველთა განწყობასა და მოლოდინს, ალბათ, ყველაზე უკეთ ასახავდა.
სრულიად ადეკვატური გახლდათჱ”ბორჯღალოსანთა” კაპიტნის მერაბ შარიქაძის კომენტარიც, რომელიც ტრავმით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის მერე, სწორედ ისტორიული შეხვედრის წინ გამოჯანმრთელდა.
“ჩვენთვის ისაა მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი გულშემატკივრისთვისაა განსაკუთრებული და არსებული სიტუაცია ყველაფერზე მეტყველებს – ბოლო წლებში არასდროს დაფიქსირებულა ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩზე რამდენიმე ათასი გულშემატკივარი ჩასულიყო. გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია? ესე იგი, ესაა ჩვენთვის პრიორიტეტი.
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ თამაშის მოგებით ან წაგებით კოლოსალურად შეიცვლება ექვს ერში შესვლა-არშესვლის საკითხი, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, კიდევ უფრო ბევრი იქნება საუბრები ჩვენთვის შანსის მოცემის შესახებ“.
შარიქაძეს ქომაგის ფაქტორისთვის ხაზი შემთხვევით არ გაუსვამს. 2010 წლის 20 მარტს, ტრაბზონის “აქჩაბათ ფათიჰზე” 5 ათასი ქართველი გულშემატკივარი შეიკრიბა, რათა “ბორჯღალოსნებს” მოსისხლე მტერ რუსეთთან კიდევ ერთხელ გამკლავებაში დახმარებოდა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 5-ჯერ დაალელოვა და მატჩი 36:8 მოიგო...
აღნიშნული თამაშის შემდეგ, პირველად, ათასობით ქართველი საყვარელი ნაკრების საგარეო მატჩზე პირველად აღმოჩნდა და “არტემიო ფრანკიზე” საოცარი გარემო შექმნა, შინ დარჩენილები კი, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, ბიჭებს ქვეყნის ჰიმნით შეეხმიანენ და მათ გარჯას თვალი დიდ ეკრანზე მიადევნეს.
სამწუხარო ის გახლდათ, რომ მილტონ ჰეიგმა პრინციპული შეხვედრისთვის უძლიერესი რაზმის შეკრება ვერ მოახერხა, თუმცა, რაგბისა და ტრავმების “მეგობრობა” ძველი ამბავია და ამაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.
“ბორჯღალოსანთა” თავკაცისთვის განსაკუთრებით მძიმე გიორგი ნემსაძის, კოტე მიქაუტაძის, ვიტო კოლელიშვილისა და დავით კაჭარავას არყოფნა უნდა ყოფილიყო. ამ ფონზე, ფლორენციაში ასეთი სასტარტო თხუთმეტეული ვიხილეთ:
ფულბექად თამაში სოსო მათიაშვილმა დაიწყო, ცენტრში თამაზ მჭედლიძეს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე შეწყვილდა, ფრთებზე კი გიორგი კოშაძე და ზურაბ ძნელაძე დადგნენ. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს ბორჯღალოსნების კვართით მხოლოდ ერთხელ – 2013 წლის “თბილისის თასზე“ სამხრეთ აფრიკის “ა“ ნაკრების წინააღმდეგ ეთამაშა, ამდენად, ჰეიგმა დიდი ნდობა გამოუცხადა. ტრადიცული იყო ნაკრების ღერძი ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის შემადგენლობით.
შერკინების პირველ ხაზს 2-წლიანი პაუზის შემდეგ მარჯვენა ბურჯად დაუბრუნდა დუდუ ქუბრიაშვილი, მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი იყო, ხოლო კვაჭი – ჯაბა ბრეგვაძე. გადახალისებულ მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი ლაშა ლომიძეს შეუწყვილდა, მესამე ხაზში კი ერთბაშად სამი 22 წლის მორაგბე გვყავდა – ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე.
ტრავმირებული მორაგბეების (ორნელ ჯეგა, ფედერიკო ძანი, ჯიოვანი ლიკატა, მაქსიმ მბანდა, მატეო მინოცი, ედოარდო პადოვანი, მარჩელო ვიოლი, ლეონარდო სარტო) ფონზე, საუკეთესო რაზმი შეკრიბა იტალიელთა დამრიგებელმა ქონორ ო’შიმაც.
ირლანდიელ სპეციალისტს არ დაუმალავს, რომ ფლორენციულ დაპირისპირებას მისი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ამდენად, გასულ უქმეებზე, ჩიკაგოში, ირლანდიას ფაქტობრივად მე-2 შემადგენლობა გაუყვანა და 7:54 წააგო, ამჯერად კი, რაზმში ერთბაშად 10 ცვლილება შეიტანა და მთავარ აქცენტს სწორედაც რომ შედეგზე აკეთებდა.
ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადი იყო, რომ დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ახალზელანდიელი რეფერის – გლენ ჯეკსონის საწყისი სასტვენის მერე, “არტემიო ფრანკიზე” ნოემბრის ერთ-ერთი რიგითი ტესტ-მატჩი არ იწყებოდა. ეს სულ სხვა რამ გახლდათ, რაც თამაშის მიმდინარეობამ სრულად დაადასტურა.
საერთო ჯამში, მატჩი ისეთი გამოვიდა როგორსაც ველოდით და საბოლოოდ, პასუხი ვერც ვერაფერს გაეცა. ცხადია, ანგარიში 28:17 იტალიელთა გამანადგურებელ უპირატესობაზე არ მეტყველებს და მათი ბაქიბუქობა ფუჭი გამოდგა, თავის მხრივ კი, საქართველომ ვერ ანახა, რომ “აძურიძე” უკეთესი გუნდია.
ნათელი იყო, რომ “ბორჯღალოსანთა” შანსი უშეცდომო გარჯაში იყო, წუნი კი, იმაზე მეტი გვქონდა, ვიდრე ველოდით. ხელდახელ უხეიროდ ბურთაობის გამო, არაერთი იერიში გაგვიცუდდა, წავაგეთ რამდენიმე ჩვენი დერეფანი, გვიჭირდა რაქში, განსაკუთრებით კი მოლში დავიჩაგრეთ და მასპინძლებმა ლამის ყველა ქულა ამ ელემენტიდან მიღებული უპირატესობიდან აიღეს.
კარგად სჩანდა, რომ ო’შის საქართველოს ნაკრები კარგად ჰყავდა გაშიფრული. შედეგად, მეტოქისთვის რაიმე სიურპრიზის შეთავაზება გაგვიჭირდა, “აძურიმ” ჩვენს მოლს გასაქანი არ მისცა, ხაზი არაერთხელ გაგვიჭრა და ბურთს ხელით აშკარად უკეთ ათამაშებდა. საქართველოს შერკინებაში ჩვეული უპირატესობაც არ ჰქონდა, ყოველივე ზემო აღნიშნულის ფონზე კი, 11-ქულიანი მარცხი ურიგო სულაც არ ყოფილა.
ის, რომ “ბორჯღალოსნებმა” სახე შეინარჩუნეს, ჩვენებურთა უდიდესი მოტივაციის შედეგი გახლდათ. ქართველ მორაგბეებს ბურთი მხოლოდ 35% ჰქონდათ და ამ ფონზე 17 ქულის აღება მისაღები შედეგი იყო, დაცვაში გატარებულ წუთებში კი, იტალიელებს დაუნდობლად ბოჭავდნენ და ალბათ, ამის შედეგი იყო, რომ დასკვნით ოცწუთეულში სასწორი ჰეიგის შეგირდთა მხარეს გადაიხარა.
აი, პირველი ტაიმში კი აპენინელთა უპირატესობა თვალშისაცემი იყო. მასპინძელთაგან ლელოები მიკელე კამპანიარომა და მატეა ბელინიმ დადეს, ალენმა კი გარდასახვას 2 ჯარიმა მიაყოლა. თუმცა კი, მატჩის პირველი ლელო ქართველებმა მიითვალეს: დერეფნიდან ბურთი მარცხნიდან მარჯვენა ფლანგზე ჩათამაშდა, თამაზ მჭედლიძემ კი ხაზი გაგლიჯა და ბურთი ხაზს მიღმა გადადო.
ეს მე-15 წუთზე მოხდა, სოსო მათიაშვილმა გარდასახვა შეაგდო და ჩვენი ნაკრები 7:3 დაწინაურდა, ტაიმის დარჩენილ დროში კი, ბურთი ხეირიანად არ გვქონია. როგორც აღვნიშნეთ, “აძურიმ” შესვენებამდე 18 ქულა მოინაგრა და რამდენიმე ეპიზოდში აშკარად დაგვინდო. მარტო შუამარბ ტომაზო კასტელოს ეპიზოდი რად ღირს, როდესაც ცარიელ ფლანგზე განავარდებას ცენტრში შეწევა ამჯობინა და ქართველთა ლუკმაც გახდა.
სამწუხაროდ, მე-2 ტაიმის სტარტზე არაფერი შეცვლილა. იტალია ისევ მოლს “მიაწვა”, არაერთი მეტრი იარა და დინ ბადიმ დაგვალელოვა, 56-ე წუთზე კი, შეტევისას ბურთი კიდევ ერთხელ დაგვივარდა, მასპინძლებმა კონტრიერიში საპირისპირო ფლანგზე გააგრძელეს და ალენის დამწევი აღარავინ იყო.
ამ დროს, მასპინძლები 28:10 დაწინაურდნენ (მანამდე, მათიაშვილმა ჯარიმა შეაგდო) და როგორც სჩანს, საქმე მოთავებულად ჩათვალეს, “ბორჯალოსნებმა” კი სწორედ ამ დროს “გამოიღვიძეს”.
საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი იშვიათი გააზრებული შეტევა 62-ე წუთზე განახორციელა, როდესაც მარცხენა ფლანგზე სისწრაფეში რამდენიმე პასი გაკეთდა და სავარაუდოა, რომ შეცვლაზე შესული ბექა ბიწაძე ლელოს დადებდა, თუმცა, ის უბურთოდ ტომაზო ბენვენუტიმ შებოჭა.
შედეგად, ზელანდიელმა რეფერიმ, რომელმაც იდეალურად იმსაჯა, იტალიელთა გარემარბი გაასინბინა, “ბორჯღალოსნებს” საჯარიმო ლელო ჩაუთვალა და ანგარიში 28:17 გახდა.
საქართველოს ნაკრებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა და კაცნაკლულ მეტოქეს მაგრად მიეძალა. აპენინელებმა ჯარიმებს მოუხშირეს და მათ ოცდაორში არაერთხელ შევედით, თუმცა, ხშირი წუნი გასაქანს არ გვაძლევდა.
ჩვენი საფირმო მოლი ვერცერთხელ დავაყენეთ, გადამწყვეტ მოემენტებში კი, ბურთი წინ გვივარდებოდა. გამსაკუთრებით დასანანი ის მომენტი იყო, როდესაც ბექა გორგაძემ მატია ბელინი გადათელა, ხაზი გაჭრა და შეტევა შალვა სუთიაშვილს გააგრძელებინა, მის მიერ ამოგდებული ბურთი კი გელა აფრასიძემ ვერ შეიმაგრა, თორემ ლელო გარდაუვალი სჩანდა.
თამაშის დასკვნით წუთებში იტალიამ ტემპი დააგდო და აშკარად სჩანდა, რომ საფინალო სირენის მოლოდინში იყო, ამდენად, 80 წუთის გასვლის შემდეგ, ბურთის აუტში გადაგდებას აღარ მორიდებია. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ მე-2 ტაიმი ფრედ – 10:10 დასრულდა და ეს, “ბორჯღალოსნებისთვის” პლიუსად უნდა მივიჩნიოთ. ცნობილი ამბავია, რომ მეტოქეთა კლასში სხვაობა სწორედ მე-2 ნახევარში, მეტადრე კი, დასკვნით ოც წუთში სჩანს, ამ მხრივ კი, იტალიელებისთვის არაფერი დაგვითმია.
ძლიერ მეტოქესთან ჭიდილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრებს სამუშაო კიდევ ბევრი აქვს და გარდატეხის მომენტი, რომლის საფუძველიც ჩვენი 20-წლამდელების იმედისმომცემი გარჯა უნდა გახდეს, ჯერ კიდევ წინაა. მოსალოდნელია, რომ ჰეიგი მომავალ მატჩებში სიახლეებსაც მეტად მიმართავს და თავის გამოჩენის შანსს კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” საშემოდგომო ტესტ-სერიის ფარგლებში 2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი, რომლებიც უკვე თბილისში შედგება. 17 ნოემბერს, ქართველი მორაგბეები ავჭალაში სამოას უმასპინძლებენ, 24-ში კი, ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას დაუხვდებიან. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
“სტადიო არტემფიო ფრანკი” (ფლორენცია, იტალია). საშემოდგომო ტესტ-სერია. 10 ნოემბერი
იტალია – საქართველო 28:17 (18:7)
იტალია: ლუკა სპერანდიო, ტომაზო ბენვენუტი, მიკელე კამპანიარო, ტომაზო კასტელო (ლუკა მორიზი, 58), მატია ბელინი, ტომაზო ალენი (კარლო კანა, 75), ტიტო ტებალდი (გულიელმო პალაძანი, 71), ბრაამ სტეინი, ჯეიქ პოლედრი, სებასტიან ნეგრი (იოჰან მეიერი, 63), დინ ბადი, ალესანდრო ძანი (მარკო ფუზერი, 61), სიმონე ფერარი (ტიციანო პასკვალი, 55), ლეონარდო გირალდინი (კაპ. ლუკა ბიჯი, 71), ანდრეა ლოვოტი (შერიფ ტრაორე, 71).
4 ლელო: კამპანიარო (19), ბელინი (38), ფერარი (42), ალანი (56).
გარდასახვა: ალენი (21).
ჯარიმა: ალენი (9, 36).
სინბინი: ბენვენუტი (62).
მწვრთნელი: ქონორ ო’ში.
საქართველო: სოსო მათიაშვილი, გიორგი კოშაძე (გიორგი კვესელაძე, 44), მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ზურაბ ძნელაძე, ლაშა ხმალაძე (ლაშა მალაღურაძე, 79), ვასილ ლობჟანიძე (გელა აფრასიძე, 58), ბექა გორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე (ბექა ბიწაძე, 55), ლაშა ლომიძე, ნოდარ ჭეიშვილი (შალვა სუთიაშვილი, 65), დუდუ ქუბრიაშვილი (ლევან ჩილაჩავა, 47), ჯაბა ბრეგვაძე (შალვა მამუკაშვილი, 58), მიხეილ ნარიაშვილი (ზურაბ ჟვანია, 58).
2 ლელო: მჭედლიძე (15), საჯარიმო (62).
გარდასახვა: მათიაშვილი (16).
ჯარიმა: მათიაშვილი (52).
სინბინი: ცუცქირიძე (27).
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი.
რეფერი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია).
კიდეებზე: ფრენქ მერფი (ირლანდია), შუჰეი კუბო (იაპონია).
ვიდეო-რეფერი: გრემ ჰიუზი (ინგლისი).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტრაგედიას ნუ გავაკეთებთ ამ წაგებიდან,თუმცა სასიხარულო არაფერია.
6 ერისთვის ჩვენ მზად არა ვართ ეს ადრეც ჩანდა.იტალიას რო დონით ჩამოვრჩებით ესეც გამოჩნდა.
ბოლო 20 წელს თუ ავიღებთ პროგრესი რა თქმა უნდა გვაქვს,მადლობა ბიჭებს და რაგბის ოჯახს.
ჩემი მოკრძალებული აზრით მთავარი აქცენტი როგორც რაგბის ქომაგებმა ასევე და უფრო მეტწილად ფედერაციამ უნდა გააკეთოს შიდა ჩემპიონატის პოპულარიზაციაზე და კარგ და ხარისხიან ინფრასტრუქტურაზე მწვრთნელებიან-მოედნებიანად,თუ ეს გაკეთდება შედეგიც იქნება და ქართული სარაგბო ნიჭი გაილაღებს, გაშლის ფრთებს და იქ იტალიის დამარცხება სულაც არ იქნება საოცნებო საქმე. მანამდე ეს რაღაც წუწუნები და მკვეხარობა იქ არ გვიშვებენ აქ არ გვიშვებენ ეს ამპარტავანი ბავშვის ახირებას უფრო გავს ვიდრე საღად მოაზროვნე ადამიანის სურვილს და მსჯელობას. ასე რომ პოტენციალი დიდია, სურვილი და მისწრაფებაც, მთავარია სწორი მიდგომა და შედეგიც იქნება.
მართლაც სასიამოვნო მოსასმენია თბილისში, ყოველი მოგებული მატჩის შემდეგ რომ საყოველთაო ხვევნა-კოცნის და ურთიერთმილოცვის ფონზე "თავისუფლება ლომთა ხვედრიას" ჩართავენ ხოლმე. ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ბრუნდება ხალხი შინ.
ამ ჩვენი რაგბისათვის თითქმის ჰიმნად ქცეულ სიმღერაში ერთი ნიშანდობლივი ფრაზაა - ტყვია მიზანში მოსახვედრია !!! გუშინდელ თამაშამდე სულ ვფიქრობდი, რომ სწორედ იტალია იყო ის მიზანი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვერტყა. აცილება ცოტა არ იყოს უსიამოვნო სპორტულ რეალობაში გვაგდებდა და ვაი, რომ ასეც მოხდა სამწუხაროდ.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა "საინფორმაციო ომმა" 6 ერთან დაკავშირებით კრახი განიცადა. თუმცა ვადამ რო კარგა იქით გადაიწია, ეგ ფაქტია.
უბრალოდ, მაგ ტურნირის ორგანიზატორების თვალით შევხედოთ: ჯერ იტალია რო მიიღეს თითქმის ორი ათეული წლის წინ, მაგით რა მოიგეს ? როგორი გამოკვეთილი აუტსაიდერებიც იყვნენ, ისეთებად დარჩნენ და მომავალიც ეგეთივე "ეჭყანებათ". ჰოდა ამ ფონზე იტალიელებზე სუსტი გუნდის დამატებით (გინდ დონით, გინდ სანახაობრივი თვალსაზრისით, გინდ ფინანსებით) რას იხეირებენ ან თვითონ, ან ნეიტრალური გულშემატკივარი ?
ამას დავამატებდი მარტო.
0?'>https://m.facebook.com/photo.php?fbid=2465411773485210&id=100000492337453&set=a.656284357731303&source=48':'>https://m.facebook.com/photo.php?fbid=2465411773485210&id=100000492337453&set=a.656284357731303&source=48'))
რაგბში ვერ ვერკვევი მარა რაც ვნახე არ იყო დიდი სხვაობა დონეში, მითუმეტეს დანაკლისი გვქონია :დ სადღაც 70 წუთი იყო 100%ანი ლელო იყო ხელიდან რო გაუვარდა ჩვენიანს, ეგ რო დაედო ერთი ლელოც და იგებდნენ, ტაიმის ბოლოს გაუშვეს კიდე უაზრო ლელო, ძაან მარტივი შეცდომებით წააგეს თორე მოგებაც შეიძლებოდა
გუშინდელ თამაშში მე მაგალითად ბევრ მინუსებთან ერთად რაღაც პლიუსებიც დავინახე.
საშინლად ჩატარებული პირველი ტაიმის მერე და ცოტა მძიმე მეორე ტაიმის სტარტის შემდეგ ბოლო 30 წუთი ჩვენი კარნახით მიდიოდა და ეს ყველაფერი განაპირობა მწვრთნელის სწორმა ცვლილებებმა და უფრო სწრაფი და მობილური გუნდის დაყენებამ უპირატესობა მოგვაპოვებინა და ისიც გამოჩნდა რომ ამ შედარებით მსუბუქი გუნდითაც შეიძლება შერკინებაში უპირატესობა გვქონდეს.
რო გამოხტით აქ ვიღაცეები და ჭკუის სწავლებას იწყებთ ნახეთ ჩემი კომენტარები თამაშამდე და ნახავთ თუ რა მოლოდინი მქონდა და რა მივიღეთ. ბოლო 3-4 წლის მანძილზე ჩვენი ნაკრები ასეთი სუსტი არ ყოფილა რაც ბოლო 3 შეხვედრაში იყოო, მაგრამ ეს ჩავარდნა დროებითია და ცუდი ისაა რომ მაინცდამაინც ამ დროს მოგვიწია იტალიასთან შეხვედრა და მე უფრო ცუდ თამაშს ველოდი და გაცილებით უფრო დიდ ანგარიშს, მაგრამ ნათლად გამოჩნდა რომ იტალია დიდი ვერაფერი გუნდია და საშინელ ფორმაში მყოფ საქართველოს ნაკრებთან დიდი ვერაფერი უპირატესობა ქონდათ.
100% არ გინდათ ექვს ერამდე შორია და ეგეთები. მაშინ იტალიისთვისაც შორია. გამოჩნდა რომ ესეთი საქართველო რომელიც ჩემი აზრით გამოდის კრიზისიდან, იტალიასთან თუ გასვლას წააგებს, სახლში მოუგებს უპირობოდ. მოტივირებული ტოპ გუნდი გუშინ ჩვენ ასტრონომიული ანგარიშით მოგვიგებდა. გამოჩნდა რომ იტალია არაა ტოპ გუნდი. მთელი რიგი ფაქტორების გამო, დგას ოდნავ წინ თორემ ჩვენი დონის გუნდი ყოფილა.
მაგას ვწერ ძმაო მეც რომ ექვსი ერის გუნდებთან ნაღდად შორს ვართ, მაგრამ იტალიამდე ნამდვილად ბევრი არ გვაშორებს, მაგრამ სურვილი იმისა რომ 6 ერზე გვქონდეს პრეტენზია ნამდვილად არაა დანაშაული. თვითონ იტალია რომ მიიღეს 6 ერში მას რამდენი აშორებდა ტოპ გუნდებამდეე
სამწუხარო ისაა, ამ წაგებაში ჩვენ მიგვიძღვის უფრო დიდი წვლილი ვიდრე მეტოქეს..თაობათა ცვლა, ახალი გუნდის კეთება, ალბათ კიდევ ერთი დიდი მიზეზი ესეცაა..ისეთ დროს შეგვირჩიეს თამაში, როცა იტალია აღმასვსვლას და ჩვენ კიდევ პირიქით, დროებითი უკუსვლას განვიცდით..მაგრამ მაინც ჩვენი შეცდომების ბრალი იყო რა ანგარიშიც დაფიქსირდა..ისეთი მარტივი ლელოები არ უნდა გაგვეშვა, თან დაცვაშიც ვერ ვიყოჩაღეთ ისე როგორც შეგვიძლია...3 ახალგაზრდა მესამეხაზელის ერთად დაყენებამ ამ ეტაპზე არ გაამართლა, მაგრამ სამივეს დიდი იმედი მაქვს მომავალში, მეორე ხაზიც პირველად თამაშობდა ერთად..მოკლედ არ იყო ჩვენი დღე..ახლო მომავალში, 2-წელიწადში იტალიას აღარ ექნება ჩვენთან შანსი ჩვენი ახალგაზრდების შემხედვარე...რაგბი ჩვენი თამაშია...
11 ქულა რაგბისთვის დიდი არაფერი სხვაობა არაა და ჩვენ რომ ორ თამაშიან დუელში ვიყოთ ჩაბმული არამგონია თბილიში 12 ქულით მოგება უტოპიური ყოფილიყო და არაფერი ისეთი იტალიელებს არ გაუკეთებიათ როგორც იქადნებოდნენ 5-6 წლით დავადუმებთ საქართველოსო. გვეთამაშონ თბილისში და ვნახოთ აბა თუ არიან ჩვენზე ერთი თავით მაღლა როგორც ბლატაობდნენ.
გეთანხმები 100 პროცენტით. ორ თამაშიან დუელში ვერ გაგვიძლებდნენ. იტალიამ რა თქმა უნდა გააკეთა მაქსიმუმი რაც შეეძლო(სამწუხაროდ ჩვენი შეცდომებით დავეხმარეთ).
არაფერი ისეთი არ მომხდარა რასაც არ ველოდით, ტრაგიკული არაფერი მომხდარა. რომც მოგვეგო (და ჩემი აზრით,ამ თამაშს შემობრუნება შეიძლებოდა) 6 ერში მაინც არავინ მიგვიღებდა ხვალ, უბრალოდ მეტი სათქმელი გვექნებოდა. მაგრამ აი ჩემი აზრით ძალიან პროდუქტიული თამაში გამოვიდა, იმ მხრივ რომ აშკარად გამოჩნდა რაზე გვაქ სამუშაო, თან გორგაძე,ცუცქირიძე,ბიწაძე პატარა ბიჭები არიან ჯერ და გამოცდილება მაინც აკლიათ რაგინდ ოცწლამდელებში არ უნდა ბრწყინავდნენ, ეროვნული ნაკრები მაინც სხვა დონეა და ამ გამოცდილებასაც დააგროვებენ.
ნუ ბიწაძე მე მაპატიეთ უკვე კარგ ასაკშია მივაყოლე უბრალოდ რითმში კარგად ჩაჯდა ))))))))
ახლა მე რა დაგიწერო მათემატიკის გაკვეთილებზე იარე თქოოო
შინაარსის გაგება უნდა ვისწავლოთ და მექანიკურ შეცდომებზე და მსგავს რაღაცეებზე ერთმანეთს ქვა არ ვესროლოთ. რაც შეეხება რაგბს მითამაში კიდეც და ყურებით მე რა დოზითაც ვუყურებ რაგბს ნეტა ბევრი უყურებდეს მასე
ფედერერ შენთვის არ მომიწერია ის მამულო რომ იყო იმას მივწერე ოღონდ მართლა ვერ, ჩემი მათემატიკა კიდევ თემაა ორჯერ მაქ საშემოდგომო აკიდებული ))
მაინც ისე გამოდის, რომ ზაფხულის სერიის გაგრძელებას ჰგავს ეს ყველაფერი და ჰეიგს ვიღაც ნორმალური ტაქტიკოსი მაინც დაახმარონ ეგებ დარჩენილი ტესტებისთვის, თორემ ამ კაცის რესურსები და სათამაშო ხედვები, ფაქტია, რომ ამოწურულია.. მწვრთნელი თამაშს ვეღარ კითხულობს და საერთოდ ვერ ახერხებს გადაწყობას.. ბიჭები კლასიანები გვყავს, იბრძვიან და ცდილობენ.. მაგრამ სტრატეგია და რგოლების სინთეზი დაბალ დონეზე დავიდა..პოზიციურ სელექციაშიც პრობლემებია - ასეთ გადამწყვეტ მატჩებში, კონსერვატორული მიდგომის მაგივრად, კვლავ გრძელდება მოთამაშეების ამპლუის ცვლილებები და როგორც ხშირად ხდება - წარუმატებლად.. შესაბამისად, ვკარგავთ ჩვენს ტრადიციულ კოზირებს - დამძიმება, ჩახურვები, ტაქტიკური დარტმები.. არ მგონია, რომ ეს თამაში, რაგბის კავშირმა და ჩვენ - "რა ვუყოთ, ასეა, დრო გვჭირდება" მიდგომით უნდა გავატაროთ.. ახლა მაინც სწორი ანალიზი უნდა დაიდოს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს.. ეს არ იყო რიგითი თამაში..
ამ შემთხვევაში ჰეიგმა თამაში ვერ წაიკითხაო რომ თქვა მთლად სამართლიანი არ მგონია რომ იყოს, მეორე ტაიმში ძალიან სწორი ცვლილებები გააკათა და დროულიც, გუნდი საგრძნობლად შეამსუბუქა და უფრო მოძრავი მორაგბეები გამოუშვა და შედეგიც იყო, მეორე ტაიმი აშკარად ვაჯობეტ იტალიას.
ჰეიგს ძალიან ჭკვიანური სტრატეგია ქონდა, რაც კაცის გაგდებამ ჩაგვიშალა და განვმარტავ რაზეც ვსაუბრობ. შედარებით მძიმე ბიჭები გამოიყვანა რომლებსაც ძალისმიერი რაგბით უნდა დაენგრიათ და დაეღალათ მეტოქე და მერე უკვე მეორე ტაიმში შედარებით მოძრავი გუნდით გვეთამაშა და როდესაც კაცნაკლულები დავრჩით ისედაც ნელ და მძიმე მორაგბეებს გაუჭირდათ ზონების შევსება და ბევრი შეცდომა დაუშვეს და სისწრაფეშიც ვერ აყვნენ დიდი ანგარიშით წავაგეთ ტაიმი, ხოლო მეორე ტაიმში რომ ვაჯობეთ ამას დიდი შემჩნევა აღარ უნდოდა, მაგრამ პირველი ტაიმის ჩამორჩენა ვეღარ შევამცირეთ არადა შანსები ბლომად გვქონდა.
შემდეგ თამაშებს რა თქმა უნდა უკეთ ჩავატარებთ. იტალიამდე აუცილებლად უნდა გვქონოდა ერთი შეხვედრა, თუნდაც ესპანეთთან, ან რუსეთთან, ან რუმინეთთან სადაც გუნდი ცოტა შეთამაშთებოდა.
არაფერი ყურებჩამოსაყრელი არ გვჭირს, უბრალოდ ჰეიგი უფრო მეტად უნდა ენდოს ახალგაზრდებს. ისე ხომ არ მოვიდა დრო, U20-ის მწვრთნელები გადმობარგდნენ ეროვნულში, მაგენის გაზრდილი თაობები მოდიან უკვე ეროვნულში.
მართლა რა შუაშია ივანიშვილი? ისე ივანიშვილი რომ არა, რაც გვაქვს, ისიც არ გვექნებოდა ქართულ რაგბიში. თამაშს რაც შეეხება ცალკე აღებულს, არა უშავდა. მე პირადად არ მქონდა აუცილებლად მოგების ილუზია, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მინდოდა. უფრო ცუდად მეჩვენება მთლიანად ბოლო დროის ( 2-3) წელი ხაზი. არ ვუკარგავ ჰეიგს დამსახურებას, მაგრამ მგონია, რომ უნდა შეეშვას ძველ გვარდიას ( დიდი პატივისცემა და მადლობა მათ), მაგრამ ხმალაძე 10 ნომერი უბრალოდ არქაიზმია. 10 ნომერი რომელიც არაფერს არ ქმნის 6 ერში ვერ შეგიყვანს. მითუმეტეს არსებობს აბჟანდაძე, რომელიც ქმნის. 9 ზე გელამ კი დაუშვა დღეს შევდომები, მაგრამ შემოვიდა თუ არა, თამაში გამოაცოხცხლა. მე მგონია, აქედანვე უნდა მიეცეს შანსი იმ თაობას, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რომელიც ასაკობრივ დონეზე ირლანდიას, შოტლანდიას და არგენტინას უგებს და არა მარტო იტალიას. იმ თაობას, რომელსაც ამათი არ ეშინია! არ არის საჭირო ნაზავი. უკანა ხაზში ჩვენ ძველი თაობიდან ერთადერთი კაცი შეგვიძლია კიდევ დავტოვოთ-კაჭარავა. დანარჩენებმა ადგილი პატარებს უნდა დაუთმონ. ჰეიგთან არსებული პრეტენზიებიდან მე მაგალითად მაქვს: მოლის სრული დაკარგვა, არა და ჩვენ ერთერთ იარაღად ითვლებოდა და შერკინებაში ( კიდევ კარგი მიხვდნენ და გააგდებინეს ის კრეტინები და ნორმალური მწვრთნელი მოიწვიეს) დაუსსტება და ახირებული საკადრო გადაწყვეტილებები. აღარ გავაგრძელებ. ფედერაციაც ვერ ქაჩავს. უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს ფრანჩიზის შექმნა და პრო 15ში შესვლა. ეს არის ჩვენი წარმატების გასაღები. ამ შემთხვევაში 6 ერიც კი აღარ იქნება აქტუალური. თავისით მოვა
რა მარტივად უყურებს ხალხი ამ ყველაფერს. რა გეგონათ ჩავიდოდით იტალიაში და გავანადგურებდით იტალიას და მოვაკეტინებდით ყველას და ყველაფერს?
ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ ფორმაში იყო ჩვენი ნაკრები და მე პირადად ასეთ სხვაობასაც არ მოველოდი, კაცი გაგვიგდეს თუარა მაგრად ავიჭერით და საკუთარი თავის რწმენა დავკარგეთ და გავუშვით ძალიან ბევრი ქულა, მაგრამ მეორე ტაიმში აშკარად სხვა თამაში ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა და გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ ბოლო ფაზებში ხელი გვიკანკალებდა თორე 3 ლელოს დადება კიდე შეიძლებოდა მეტოქის ლელოდან 10 მეტიანი აუტების მოგების მერე.
ბევრჯერ რო გვქონდეს ძლიერ მეტოქესთან თამაშის საშუალება ხელი ნაკლებად აგვიკანკალდება და დასკვნით ფაზებში უკეთესადაც ვითამაშებთ და ყველაფერთან ერთად იტალია გაცილებით უფრო ოპტიმალური შემადგენლობით იყო ვიდრე ჩვენ და ესეც გასათვალისწინებელიაა
ქვემოთ მოცემული მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია:
რაც არ უნდა ვიძახოთ "არაუშავსო", 6 ერის საკითხი დიდი ხნით გადაიდო.
შარშან ვიღაც ინგლისელმა ბობოლამ თქვა, რომ საქართველომ ჯერ იტალიას მოუგოს და მერე ვილაპარაკოთ 6 ერზეო. ზოგიერთებმა შეგიძლიათ განაგრძოთ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, ჩემთვის კი დღევანდელი მატჩი 6 ერის არაოფიციალური პლეიოფი იყო. საქართველომ თავისი სიტყვა თქვა და რიხიანად დაემშვიდობა 6 ერს!
იტალიური პრესა პირდაპირ გახსნილად წერდა რომ საქართველოს 6 ერში ჩვენი ჩანაცვლება უნდა და ამიტომ ჭკუა უნდა ვასწავლოთო. გვასწავლეს კიდეც, ცალსახად და არაორაზროვნად.
რაც შეეხება თვითონ თამაშს, სამწუხაროა რომ დამსახურებულად წავაგეთ. მე
პირადად არანაირი კითხვის ნიშანი არ დამრჩა. ვერ ვიტყვი რომ იტალიას რამეში გაუმართლა და ჩვენ არა. მსაჯობაც ნორმალური იყო. მათ შორის იტალიამ გვაჯობა ყველაფერში: სათამაშო ინტელექტი, ტექნიკა, ფიზიკა, ფსიქოლოგია.
ვიძახოთ ეხლა რაგბი ჩვენი თამაშიათქო და მიგვიღებენ ასე 6 ერში არ გინდათ.რაგბი ზელანდიის და ავსტრალიელების თამაშია თამაშია,ჩვენი კი ივანიშვილია და კიდევ უაზრო,შეტყნული სალომე ზურაბიშვილი.აი ასეთია სამწუხარო რეალობა.6 ერში კი ჯერ ადრეა ჩვენი თამაში
დღეს უკვე ძნელია იმის თქმა ავსტრალიის თამაშია რაგბიოოო
10-დან 8 შეხვედრა წაგებული აქვს ავსტრალიას, მაგრამ ამის გამო ქვებს არავინ ესვრის თავის ქვეყანაში მორაგბეებს და სწორედაც ჩვენი თამაშია რაგბი და გაცილებით მაღალ საფეხურზე ავალთ ადრე და მალე და ამ ეტაპზე შეგვიძლია იმით დავიტრაბახოთ რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შერკინება გვაქვს და დანარჩენებსაც ვისწავლით და ეგ გენში გვაქვს
მოდი ძმურად ბიატლონს უყურე საშენო სპორტია
მოდი ჯერ შენ ნაწერიდან შინაარსის გამოტანა ისწავლე და მერე გადადი სხვისტვის ჭკუის სწავლებაზე.
ავსტრალიას რომელის 2-3 ქვეყანა იყო წლების მანძილზე და ხშირად საუკეთესოც, დღეს ძალიან ხშირად მარცხდება, მაგრამ ამის გამო არავინ არ აგინებს თავის ქვეყანაში და დედას არ აგინებენ და ქვეყნის მოღალატეობას არ აბრალებენ.
საქართველო რომ ყოფილიყო ავსტრალიის დონის გუნდი და 10 დან 8 შეხვედრა წაეგო როგორც ავსტრალიამ წააგო დარწმუნებული ვარ აეროპორტში დავხვდებოდით და ქვეყნიდან გავაძევებდით, ამაზე მაქვს მე საუბარი.
რა შუაშია ივანიშვილი და ზურაბიშვილი
განვითარება ერთი ხელის მოსმით არ მოდის ეტაპები უნდა გაიარო და გასვლაზე 6 ერის გუნდთან ასეთი მარცხი არაფერს ნიშნავს. სწორედ ის გამოცდილება იყო რამაც წაგვაგებინა თორე მეორე ტაიმი პირწმინდად დავჩაგრეთ იტალიაა
ბოლომდე მეგონა რო მოვიგებდით. 10 ქულით მარცხს ველოდებოდი თავიდან და ამიხდა თითქმის
მეორე ტაიმი აშკარად უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ ბოლო ფაზებში მაინც გვეტყობოდა შეუთამაშებლობა და ზედმეტი ნერვიულობა.
აუუ, რა შორია ექვს ერამდე, ევროკავშირამდე, ნატომდე და ა.შ
6 ერის ბევრ გუნდს შეიძლება ჩამოვუვარდებით მაგრამ იტალიამდე არცთუისე შორი რომ არის ეგ ამ თამაშშიც გამოჩნდაა. შეუთამაშებელი გუნდით ძალიან დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ იტალიას და რომ არა სასკვნით ფაზაში ზედმეტი ხელის კანკალი მოგებაც თავისუფლად შეგვეძლოო