ბორჯღალოსნები

19:56 | 10.11.2018 | ნანახია 4160 - ჯერ

საქართველო იტალიაში დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები მარცხით დაიწყო. მილტონ ჰეიგის გუნდი უპრინციპულეს შეხვედრაში იტალიის ნაკრებს ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ გაიმართა.

მასპინძელთა გამარჯვება დამსახურებული იყო, თუმცა, საქართველო ბრძოლაში 80 წუთის განამვლობაში გახლდათ. ანგარიში მეათე წუთზე ტომაზო ალანმა გახსნა საჯარიმო დარტყმით, რასაც მალევე თაზო მჭედლიძის ლელო მოჰყვა, რომელიც სოსო მათიაშვილმა გარდასახა და მე-17 წუთზე „ბორჯღალოსნები“ პირველად და როგოც აღმოჩნდა უკანასკნელად დაწინაურდნენ ამ შეხვედრაში.

თუმცა, ტაიმის მეორე ნაწილი მეტოქემ გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა. ჯერ იყო კამპანაროს გარდასახული ლელო, რასაც გიორგი ცუცქირიძის სინ-ბინი მოჰყვა. რიცხობრივი უპირატესობით აპენინელებმა კარგად ისარგებლელს და საკუთარ აქტივს 8 ქულა შემატეს. ჯერ ალანმა გაიტანა ჯარიმა, შემდეგ კი მატია ბელინიმ მეორედ დაგვალელოვა და შესვენებაზე 11-ქულიანი ჩამორჩენით მოგვიწია გასვლა (7:18)

მეორე ტაიმი ისევ იტალიელთა უპირატესობით დაიწყო 43-ე წუთზე სიმონე ფერარიმ ლელოს დადება მოახერხა. რასაც ქართველმა მორაგბეებმა სოსო მათიაშვილის ზუსტი ჯარიმით უპასუხეს, თუმცა მალევე ალანმა მეოთხე ლელო შეიტანა ჰეიგის გუნდის ჩათვლის მოედანში. „ბორჯღალოსნებმა“ ამის შემდგომ მოახერხეს ნელ-ნელა მეტოქის ნახევარზე თამაშის გადატანა. 63-ე წუთზე ბენვენუტი გაასინბინეს და ტექნიკური ლელო ჩაგვითვალეს. შედეგად, 28:17.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ლელოს გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. "ბორჯღალოსნები" მომდევნო ტესტს 17 ნოემბერს, თბილისში, სამოას ნაკრებთან ჩაატარებენ.

იტალიასთან შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას კი ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:58 | 10.11.2018
giogobi (68)

მოკლედ, რუსების სტატიები არ ვიცი, მაგრამ იტალიელებმა დამსახურებულად მოიგეს. მოიგეს ჩვენი შეცდომების ხარჯზე, ჩვენი შეცდომები კი დაბალ კლასზე მიუთითებს. მოკლედ შორია 6 ერამდე. ცუდი ისაა, რასაც ზაფხულშიც ვწერდი, მოლი აღარ გვაქვს, ეს იარაღი დაგვიჩლუნგდა, ვეღარც მოლებს ვაჩერებთ და ვეღარც მოლით ვუტევთ. აუტებს ცუდად ვისვრით, მაღალ ბურთებზე კვლავ პრობლემებია. მოკლედ ეს ყველაფერი უკვე დაძველდა, მაგრამ გამოსწორება ვერ ხდება. არადა, არც ხელდახელ თამაში გამოგვდის და ძველ ნაცად მეთოდებსაც ვივიწყებთ. ძალიან დამწყდა გული, ბოლოს ერთი ლელო რომ დაგვედო, კიდევ არა უშავს. ერთი რამ ფაქტია, იტალიელები უფრო მარტივად გაუმკლავდნენ ნერვიულ ფონს, ვიდრე ჩვენ. მოკლედ რაღაც ახალი გვჭირდება მსოფლიო თასისთვის, ახალი სტრატეგია. წარმატებები ჩვენ გუნდს, გვიყვარხართ და გაფასებთ და ძალიან გვინდა ასეთი მოტივაციითა და ძალით, ენერგიით, მეტად უკეთ ვითამაშოთ ვიდრე გამოგვდის.

22:25 | 10.11.2018
rachuka (32)

სამწუხარო მარცხია, იმ თამაშით რაც იტალიამ შემოგვთავაზა მართლა ოპტიმალური შემადგენლობით და ფორმაში მყოფი ბიჭებით მოვუგებდით, ამ შემადგენლობას კი ბოლოს კიდევ ერთი ლელოს დადება მართებდა რომ არა უაზრო შეცდომები და გადაწყვეტილებები. ჯამში მატჩი ბედი გადაწყვიტა მეორე ხაზის დანაკლისმა რომელიც გამოჩდა რო ვერ შეივსო, უაზრო ყვითელმა ბარათმა და ალბათ არასწორმა შემადგენლობამაც. შერკინებაში ქუბრიაშვილის დაყენება ალბათ სტატიკაში უპირატესობის მოპოვების გამო გადაწყვიტა მელიტონამ მაგრამ რეალურად გამოჩდა რო ჩილაჩავს დაყენება ჯობდა უფრო სწრაფი და მოქნილი, გამოჩდა რო კვესელაძეს თავიდანვე უნდა დაეწყო ისევე როგორც აფრასიძეს და სუთიაშვილიც თავიდანვე უნდა ყოფილიყო შეიძლება ასე სასტიკადა არ წაგვეგო თავიდანვე აუტები და მოლები. დადებით ჩანს ის რომ რეალურად ჩვენს ახალგაზრდებს შეუძლიათ სანახობრივი და სწორი რაგბის თამაში და სწორად ვითარდება თაობა მთავარია დროულად დავიწყოტ ამ ბიჭების ეროვნულ ნაკრებში ინტეგრირება ერთა თასი კი ამისთვის საუკეთესო ტურნირია ჩემი აზრით. თედოს კი ამ ტესტებზეც უნდა მიეცეს შანსი და ერთათასზე საერთოდ ძირითადი 10 იანი უნდა იყოს ჩემი აზრით. აფრასიძის და მისი დუეტი ჩვენი ათამაშების შანსია ოღონდ შესაბამისად მისი თაობის ალაფა მოგებული და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნათამაშები ბიჭები უნდა ამოუყენეონ შემადგენლობის ნახევარი მაინც ეგენი უნდა იყვნენ თორემ მარტო გელა და თედო ვერაფერს იზავენ.

21:06 | 10.11.2018
rachuka (32)

სამწუხარო მარცხია, იმ თამაშით რაც იტალიამ შემოგვთავაზა მართლა ოპტიმალური შემადგენლობით და ფორმაში მყოფი ბიჭებით მოვუგებდით, ამ შემადგენლობას კი ბოლოს კიდევ ერთი ლელოს დადება მართებდა რომ არა უაზრო შეცდომები და გადაწყვეტილებები. ჯამში მატჩი ბედი გადაწყვიტა მეორე ხაზის დანაკლისმა რომელიც გამოჩდა რო ვერ შეივსო, უაზრო ყვითელმა ბარათმა და ალბათ არასწორმა შემადგენლობამაც. შერკინებაში ქუბრიაშვილის დაყენება ალბათ სტატიკაში უპირატესობის მოპოვების გამო გადაწყვიტა მელიტონამ მაგრამ რეალურად გამოჩდა რო ჩილაჩავს დაყენება ჯობდა უფრო სწრაფი და მოქნილი, გამოჩდა რო კვესელაძეს თავიდანვე უნდა დაეწყო ისევე როგორც აფრასიძეს და სუთიაშვილიც თავიდანვე უნდა ყოფილიყო შეიძლება ასე სასტიკადა არ წაგვეგო თავიდანვე აუტები და მოლები. დადებით ჩანს ის რომ რეალურად ჩვენს ახალგაზრდებს შეუძლიათ სანახობრივი და სწორი რაგბის თამაში და სწორად ვითარდება თაობა მთავარია დროულად დავიწყოტ ამ ბიჭების ეროვნულ ნაკრებში ინტეგრირება ერთა თასი კი ამისთვის საუკეთესო ტურნირია ჩემი აზრით. თედოს კი ამ ტესტებზეც უნდა მიეცეს შანსი და ერთათასზე საერთოდ ძირითადი 10 იანი უნდა იყოს ჩემი აზრით. აფრასიძის და მისი დუეტი ჩვენი ათამაშების შანსია ოღონდ შესაბამისად მისი თაობის ალაფა მოგებული და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნათამაშები ბიჭები უნდა ამოუყენეონ შემადგენლობის ნახევარი მაინც ეგენი უნდა იყვნენ თორემ მარტო გელა და თედო ვერაფერს იზავენ.

20:59 | 10.11.2018
sport..»farther more rugby (86)

ქართული რაგბის მესაჭე--მესვეურთა „სინდისზეა” ეს:-ეთი მარცხი//(

20:48 | 10.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('https://rugger.info/news/22778')>0?'https://rugger.info/news/22778':'https://rugger.info/news/22778'))
Грузия на своих ошибках уступила Италии

21:30 | 10.11.2018
dinamo222 (692)

სწორი და სამართლიანი სტატიაა რუსების ! კომანტარებსიც ეტყობა რომ რუსები ჩვენსკენ იყვნენ

22:02 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

ხო ვლადიმერ პუტინს კინაღამ ინფარკტმა დაარტყა, ისე უნერვიულია. ამაღამ შეიძლება არ დაეძინოს

20:54 | 10.11.2018
miriani (151)

რაა მანდ ახალი... რუსებმა უნდა დაწერონ მაინცდამაინც რო შეცდომები დავინახოთ?

20:47 | 10.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

ნაკრები მამუკა გორგოძეს წასვლის შემდეგ ძაან დასუსტდა. მამუკა ხანდახან მარტო იგებდა თამაშებს(გამიგებთ ალბად რისი თქმა მინდა). ბოლო ხანებში ვატყობ მოლში ვერ ვუძალიანდებით მოწინააღმდეგეებს. ძაან ძლიერი თამაში აჩვენა რუსეთმა (მხედველობაში მაქვს თავის ისტორიაში ნათამაშები მატჩებიდან). შიშით ველი რაგბი ევროპის გათამაშებას. დღეს ძალიან დაგვაკლდა მიქაუტაძე, კოლელიშვილი, კაჭარავა...

20:57 | 10.11.2018
miriani (151)

ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული ნაკრები ადრე თუ გვიან მაინც ჩამოიშლება ამ მოთამაშის წასვლის მერე...უფრო უპრიანი იქნება იმის აღნიშვნა რო ძველი პლეადა უკვე ვეღარ მიჰყვება სისწრაფეებში ახალ თაობას რაც შეტევაში პრობლემებს აჩენს...

20:31 | 10.11.2018
dinamo222 (692)

მთლიანობაში ცუდად არ გვითამაშია დერეფნების წაგებას თუ არ ჩავთვლით და მაგალითად ცუცქირიძის უაზრო გაძევება რომ არ ყოფილიყო არავინ იცის როგორი თამაში წავიდოდა ! მგონი ჯობდა ჩილაჩავა ჟვანია თავიდან გამოეყვანათ და ლობჟანიძე არ შეეცვალათ მთავარია დიდი ანგარიშით არ წავაგეთ და 6 ერის საკითხი არ დაიხურა ამ თამაშით რისივ მე პირადად მაგრა მეშინოდა სამოას და ტონგას მართლა გავხევთ აქ !

20:27 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

ეთამაშებია ხმალაძის მაგივრად აბჟანდაძე. რაც იქნებოდა იქნებოდა

22:29 | 10.11.2018
ogafa (407)

აბჟანდაძე მაინტეწრესებდა

20:23 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

ახალგაზრდები თანაშობენ რაგბს, ეროვნული ნაკრები ლელო ბურთს. ეს მწვრთნელის ბრალია

20:18 | 10.11.2018
miriani (151)

სამწუხაროდ ჩვენივე ბრალით წაგებული თამაში...ამდენი წუნი იმ გუნდთან, რომელსაც პრეტენზიას უყენებ, უბრალოდ უპატიებელია...
აშკარად დაგვაკლდა კაჭარავა და კოლელიშვილი... თვალშისაცემია ზველი პლეადის დაბალი სიჩქარეები... წინ წასული თანაგუნდელის არ დაზღვევა, რის გამოც არაერთხელ დარჩა შემტევი მარტო იტალიელებთან, რასაც ბურთის დაკარგვა მოჰყვა...კატასტროფული დერეფანი...
პოზიტივი - ახალგაზრდები... აშკარად ახალგაზრდულ სტილში შეტევის ხარჯზე მოპოვებული საჯარიმო ლელო...
მოკლედ დღევანდელი თამაში აშკარად ვერ ჩაითვლება აქტივში...
იმედია ახალი თაობა მსოფლიომდე ღირსეულად ინტეგრირდება ნაკრებში და გუნდი შეთამაშდება....
P.S. რათქმაუნდა საწყენია დღევანდელი წაგება, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარია მსოფლიოზე ღირსეულად გამოსვლა!
იმედია ამას ჩვენი ნაკრები შეძლებს!

20:33 | 10.11.2018
dinamo222 (692)

მიქაუტაძძე უფრო მაგრა დაგვაკლდა განსაკუთრებით დერეფნებში

20:53 | 10.11.2018
miriani (151)

ფაქტია რო ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა

20:23 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

სამწუხაროდ მსოფლიოზე რა უნდა მოხდეს ახალი? ალბათ არაფერი. ასევე ითამაშებენ და ფიჯი ალბათ მოგვიგებს

20:05 | 10.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

აქეთ გვეწვიონ იტალიელები.

20:22 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

მოუგებთ რო,

22:30 | 10.11.2018
ogafa (407)

არ მგონია

02:00 | 11.11.2018
krasni (587)

რა მოუგებელი გვჭირს?

20:03 | 10.11.2018
გუგა80 (177)

ნახვამდის!

0.14259