ბორჯღალოსნები

22:22 | 9.11.2018 | ნანახია 3550 - ჯერ

"ბორჯღალოსნები": მატჩისწინა პერესკონფერენცია - მილთონ ჰეიგი და მერაბ შარიქაძე

იტალიასთან გასამართ მატჩამდე 24 საათით ადრე, ბორჯღალოსნებმა „არტემიო ფრანკიზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მილთონ ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ კი, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

შეგახსენებთ, შეხვედრა საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი „ტვ იმედზე“ და „რაგბი ტვ“-ზე იქნება, ჩვენი პარტნიორისა და მეგობრის, ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი - აისისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღონისძიება მოეწყობა სახელით: „იტალია v საქართველო - გააგონე ჰიმნი“.

ჟურნალისტებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რა გავლენას იქონიებს 10 ნოემბრის მატჩი ექვსი ერის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, რაზეც ჰეიგმა განაცხადა:

„საქართველოს ექვს ერში შესვლის კუთხით, რა თქმა უნდა ეს თამაში გადამწყვეტი ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა მან კიდევ უფრო გაზარდოს საუბრები ამ თემასთან მიმართებაში. საფრანგეთში საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ჩვენთვის ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და მიუხედავად ტრავმების სიმრავლისა, თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით“.

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ საუბარი ჰეიგის გამონათქვამზე - „ბრძოლაში ბედნიერი“-ზე დაიწყო:

„მილთონ ჰეიგს წლების განმავლობაში თავისი თვალით აქვს ნანახი, როგორ ვგრძნობთ მორაგბეები თავს ბრძოლაში და მისი სიტყვებიც აქედან მოდის. გვირჩევნია გვქონდეს მარტივი და საბრძოლო დავალება, თავი გავწიროთ, ვიდრე რთული და ბევრი დავალებების შესრულებით ყურადღება და ენერგია მოაკლდეს ბრძოლას“.

შემდეგ კი მომავალი თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შანსები შეაფასა:

„ჩვენთვის ისაა მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი გულშემატკივრისთვისაა განსაკუთრებული და ფაქტი თავად მეტყველებს - ბოლო წლებში არასდროს დაფიქსირებული ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩზე რამდენიმე ათასი გულშემატკივარი ჩასულიყო. გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია? ესეიგი ესაა ჩვენთვის პრიორიტეტი“.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ თამაშის მოგებით ან წაგებით კოლოსალურად შეიცვლება ექვს ერში შესვლა-არშესვლის საკითხი, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, კიდევ უფრო ბევრი იქნება საუბრები ჩვენთვის შანსის მოცემის შესახებ“.

„მეტოქის თამაში შესწავლილი გვაქვს. ვუყურეთ მეტოქის ბოლო თამაშსაც ირლანდიასთან, რომლის შემდეგაც თითქმის მთელი შემადგენლობა შეიცვალა. გავარჩიეთ ზაფხულის ტესტების თამაშების ჩანაწერებიც. რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ და დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება“.

www.rugby.ge


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:21 | 10.11.2018
პანტელეიმონი (1218)

გული მიგრძნობს გავიმარჯვებთ ! ! !

მთელი საქართველო თქვენთანაა ბიჭებო ! ! !

13:21 | 10.11.2018
kobaSP (45)

ღმერთმა გაგიმარჯოთ!
აბა თქვენ იცი ივერთ შვილებო- გამარჯვებისკენ!

12:33 | 10.11.2018
sokhumsky (36)

წინ გამარჯვებებისაკენ!

12:33 | 10.11.2018
sokhumsky (36)

ლელო, ლელო,
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

11:42 | 10.11.2018
Memana1988 (1)

წარმატებები ბიჭებს. იმედია დღეს რაგბის ღმერთი ქართველი იქნება, რადგან ყველაფერთან ერთად ცოტა იღბალიც დაგვჭირდება.

ამ. თამაშის მოგება იქნება ის ნაბიჯი რომლისთვისაც თაობები იბრძვიან სარაგბო თემისა. ჩემი აზრით შემთხვევით არ დაგვინიშნეს ეს თამაში. რეალურწდ შესაძლებწლია ბევრი რამე გადაწყვიტოს და რეალურ ცვლილებებამდე მივიდეს საქმე.

აბა თქვენ იცით ბიჭებო დღეს ჩვენი გულები თქვენთან არის. ამდენი მამაცი გულის წინააღმდეგ ვერავინ გაიმარჯვებს...
ღმერთი იყოს ჩვენთან!

11:01 | 10.11.2018
გუგა80 (177)

ძალიან გამიჭირდება ამ თამაშის პირდაპირ ეთერში ყურება.
წაგებაზე გაფიქრებაც კი მზარავს.

10:39 | 10.11.2018
maxo_65 (458)

10 ქულაზე მეტით ვუგებთ..

11:27 | 10.11.2018
ზებე (86)

არა ერთი ცისტერნა ჯობია

10:59 | 10.11.2018
გუგა80 (177)

შენს პირს ერთი ბოჩკა თაფლი!

12:26 | 10.11.2018
maxo_65 (458)

+1

12:29 | 10.11.2018
maxo_65 (458)

ბოჩკა თაფლი არა მაგრამ 1 ბოთლი სუფთა თაფლის არაყი მაჩუქეს დღეს..აუცილებლად დავლევ ჩვენი გამარჯვებისას!!!

09:51 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

აქაც იწვევს ინტერესს და იტალიაშიც. ამიტომ იტალიელები აქეთ უნდა იხვეწევოდნენ ჩვენს ექვს ერში მიღებას

09:51 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

მაგრამ ხომ ცხადია რომ ჩვენი და იტალიის თამაში მაინც დიდ ინტერესს იწვევს?

09:50 | 10.11.2018
erovnuli-nakrebi (224)

ბოლო თამაშები რაც ვითამაშეთ იყო საზიზღრობა! მაგის ყურება ძნელია

09:47 | 10.11.2018
გუგა80 (177)

6 ერში შესვლის საკითხში გადამწვეტი შეიძლება ვერ იქნება,
მაგრამ "ვერ შესვლის" საკითხში იქნება ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა და ცხადი!!!!!!!

09:09 | 10.11.2018
ზებე (86)

აბა ვის ესმის იტალიელების ძვლების ჭახაჭუხი მათ ეშინიათ ჩვენი შერკინების დამიჯერეთ.იტალიელი მორაგბეები ყველა ინტერვიუში ჩვენს ფიზიკურ ძალას უსვამენ ხაზს

0.163308