ამბები

13:22 | 3.08.2014 | ნანახია 4016 - ჯერ

რუსეთზე ურუგვაი გავიდა

 

ურუგვაის მორაგბეთა ნაკრებმა ჰონკონგი მონტევიდეოში გამართულ ერთმატჩიან დუელში 28:3 დაამარცხა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის რეპეშაჟის ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ, ორრაუნდიან დაპირისპირებაში სამხრეთამერიკელთა მეტოქე რუსეთი იქნება. რომელმაც კრასნოიარსკში აფრიკის წარმომადგენელ ზიმბაბვეს 23:15 სძლია. ფინალში გუნდები ნოემბერში, შინ და გარეთ ითამაშებენ და გაირკვევა იმ მე-20-ე გუნდის ვინაობა, რომელიც ინგლისში A ჯგუფში, მასპინძელთა, ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდება.

ურუგვაის მსოფლიო თასზე 2003 წლის შემდეგ აღარ უთამაშია, რუსეთმა კი, მსოფლიო თასზე პირველად 2011 წელს ითამაშა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081816