ბორჯღალოსნები

18:25 | 8.11.2018 | ნანახია 3364 - ჯერ

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა იტალიასთან

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 10 ნოემბერს ფლორენციაში, იტალიასთან გასამართი ტესტისთვის 23-კაციანი სამატჩო რაზმი დაასახელა.

სასტარტო თხუთმეტეულში რამდენიმე გადაადგილებაა - ფულბეკად თამაშს სოსო მათიაშვილი იწყებს, ცენტრში თამაზ მჭედლიძე და მონატრებული, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე შეწყვილდებიან, რომელიც ტრავმით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე პირველად გავა. ფრთებზე გიორგი კოშაძე და ზურაბ ძნელაძე დადგებიან. ძნელაძეს ბორჯღალოსნების კვართით ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ მოუწია თამაში - 2013 წლის „თბილისის თასზე“ სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ.

უცვლელია ღერძი და 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელთა კეპების ჯამური რაოდენობა 102-ს შეადგენს, ხოლო ხაზის მოთამაშეების კეპების რაოდენობა 231-ია.

შერკინების პირველ ხაზში 2-წლიანი პაუზის შემდეგ მარჯვენა ბურჯად დუდუ ქუბრიაშვილი ბრუნდება და ის 46-ე კეპს მოიხვეჭს. მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნებიან.

მეორე ხაზში, სადაც ტრავმის გამო კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე დაგვაკლდებიან, ნოდარ ჭეიშვილი ლაშა ლომიძეს შეუწყვილდება, რომელიც ამპლუით მესამე ხაზის მოთამაშეა. მესამე ხაზში სამი 22 წლის მორაგბე გვყავს - ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე, რომლებიც ბოლო დროს თავიანთ კლუბებში საუკეთესოები არიან. შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამური რაოდენობა 238-ია.

პირველ ხაზს მარქაფიდან გამოცდილი შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ლევან ჩილაჩავა გააძლიერებენ, მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილს ვიხილავთ, რომელიც 23-კაციან რაზმში ყველაზე ასაკოვანია - 34 წლის და იტალიასთან 70-ე კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზში ბექა ბიწაძე გამოჩნდება, რომელსაც შარშან ნოემბრის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

ხაზის მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 23-კაციან განაცხადში ყველაზე მეტი, 87 კეპი აქვს. გელა აფრასიძე (20 წლის) და გიორგი კვესელაძე მარქაფიდან ჩვენი ხაზის თამაშს გააძლიერებენ.

ატასობით ქართველი „არტემიო ფრანკიზე“

„არტემიო ფრანკიზე“, რომელიც 43 147 მაყურებელს იტევს, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ქართველი იქნება. მათი ნაწილი ფლორენციაში საქართველოდან, ხოლო ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდა. თამაში საქართველოს დროით 18 საათზე.

ბორჯღალოსნებს ქომაგობა არც სამშობლოში მოაკლდებათ - ჩვენი პარტნიორისა და მეგობრის, ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი - აისისა და თბილისის მერიის ორგანიზებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეწყობა ღონისძიება სახელით: „იტალია v საქართველო - გააგონე ჰიმნი“. ღონისძიების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ აქ

ურთიერთ-შეხვედრების ისტორია იტალიასთან

ბორჯღალოსნებს იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშიათ, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა - 3:0.

პირველი შეხვედრა 1998 წელს ლაკვილაში გაიმართა. ეს იყო 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.

„აძურის“ ბოლოს 15 წლის წინ (2003) ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 31:22.

10 ნოემბრის ჯახამდე იტალიის ნაკრებმა ერთი შეხვედრა გამართა, ჩიკაგოში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 7:54 დამარცხდა. ბორჯღალოსნებთან მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, „აძურის“ მთავარმა მწვრთნელმა, ირლანდიელმა კონორ ო’შიმ ჩიკაგოში პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა წაიყვანა, მომავალი შეხვედრისთვის კი უძლიერესი შემადგენლობით ემზადება.

გაფართოებულ რაზმში არიან ვეტერანი კაპიტანი, ‘სტად ფრანსეს’ მესამეხაზელი სერჯიო პარისე, რომლის ანგარიშზე 134 კეპია, ‘ტულუზის’ კვაჭი ლეონარდო გირალდინი (96 კეპი), ‘ბენეტონის’ მესამეხაზელი ალესანდრო ძანი (106), მიკელე კამპანიარო (ექსეთერი, 35), ტომასო ბენვენუტი (ბენეტონი, 52) და ტომასო ალანი (ბენეტონი, 40).

www.rugby.ge


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:50 | 09.11.2018
geogoli (367)

2016 წლის ახალგაზრდული მსოფლიოზე ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით ვერა მაგრამ თამაშით მაგრად დაჩაგრა იტალია. იმ თამაშიდან შემადგენლობაში არიან კოშაძე, ლობჟანიძე, გორგაძე, ცუცქირიძე. კვესელაძე და აფრასიძე - სათადარიგო. გიორგაძეც იყო იმ მსოფლიოზე მაგრამ იტალიასთან არ უთამაშია. ამ ბიჭებს უკვე მოგებული აქვთ იტალიასთან და ფსიქოლოგიურად მზად იქნებიან.
იტალიის იმ ნაკრებიდან მარტო სპერანდიო არის შემადგენლობაში.

17:09 | 09.11.2018
ზებე (86)

მოდებაძე და სვანიძე მწყობრში რომ იყვნენ მათ ათამაშებდა ისინიც იყვნენ 2016 ში და კარგი იქნებოდა.მინოცი იყო იტალიაში კიდევ,ეხლა ტრავმა აქვს

12:59 | 09.11.2018
rachuka (32)

შემადგენლობა ძირითადად ის არის რასაც ველოდი, კვესელძეს მეგონა რო ძირითადში დაიწყებდა ცენტრში ან ფლანგზე თუ თაზოს ცენტრში დააყენებდა. მჭედლიძე რო ცენტრში დააყენა კარგია რეალურად 12 ნომერია თაზო და მაგ პოზიციაზეა ყველაზე პროდიქტიული, ფლანგისთვის სისწრაფე აკლია, თან ყველა ნაკრებს ცენტრში ერთი ფიზიკურად ძლიერი გამგლეჯი მოთამაშე უყენია ხოლმე. კვესელაძე და შარიქაძე სტილით ძალიან გვანან ერთმანეთს. შერკინებაში ნარიაშვილი ჩილაჩავს წყვილს ველოდი მაგრამ ქუბრიაშვილს ორ წელია მემგონი ნაკრებში არ უთამაშია, ნარიაშვილთან კი კარგად არის შეწყვილებული და ეგ პრობლემა არ უნდა იყოს წესით სტატიკაში. თან იმ ფონზე რო მიქაუტაძის არ ყოფნის გამო რეალურად მეორე ხაზს სიმძიმე დააკლდა ქუბრიაშვილის ნაირი მძიმე და მასიური ბურჯის დაყენება გამართლებულია სტატიკაში პოზიციები, რომ არ დავთმოთ ჩილაჩავს მარქაფაში გადაყვანით კი შერკინების შეცვლაც სოლიდური გამოგვდის. კოშაძის და ძნელაძის დაყენება ფლანგებზე გარკვეულწილად ტრამვების გამო არის გამოწვეული,სანდრო სვანიძის და თოდუას ტრამვა, რომ არა ფალნგზე არამგონია დაეყენებიან. გელას და აბჟანდაძის დუეტის დაყენება რისკი იყო ერთი ასაკის და გამოცდილების გამო თან ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, და მეორე პრობლემაც არის გელას და თედოს თამაშის სტილს ბურთების განაწილებას, შებრუნებულ პასებს, ხაზის გაჭრებს, იმ სისწრაფეებს რამდენად აუბამდა მთლიანად გუნდი მხარს, ჩემი აზრით აფარასიძე და თედო რო დაეყენებინა 9 და 10 ზე მივიღებდი ქაოსს სადაც 9 და 10 განსხვავებულ რაგბის თამაშობს და დანარჩენი ნაკრები განსაკუთრებით შერკინება განსხვავებულს ამ ქაოსში და არეულ თამაში კი იტალიელები ისარგებლებდნე კარგად, რეალურად მაგათი მიაზანი თამაშის არევა იქნება ეხლაც. თან თედო დაცვით ფუნქციებს მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდიანრე რამდენად კარგად შეასრულებდა არავინ არ ვიცით მალაღურაძე კი მაგ გაგებით ბევრად უკეთესია მათ შორის ხმალაძეზეც და თან უნივერსალია. ხმალაძე კი უბრალოდ უფრო გამოცდილია თედოზე. აბჟანდაძე აფრასიძის დუეტი მილტონმა სრული დატვირთვით ერთათასზე უნდა ათამაშოს ჩემი აზრით რომ მსოფლიოსთვის გუნდდთან შეთამაშდნენ.

23:18 | 08.11.2018
GENESIS (49)

პირველი ხაზი - სასტარტოც და მარქაფაც, მსოფლიო კლასის არის და წესით, მანდ პრობლემა არ უნდა იყოს..ცოტა მეორე ხაზი საფიქრებელია მიწოლაში..ვნახოთ.. საინტერესოა, ახალგაზრდული მესამე ხაზი, აქაც მასისა და მიწოლის რისკებს თუ ავცდით, მგონი, არის შანსი, სერიოზულად გაისროლონ..ვნახოთ, როგორ დაგვიხვდებიან..შეიძლება უცნურია, რომ ეს კაცი მალაღურაძეს სერიოზულად ენდობა, მაგრამ მე იმასაც ვიტყოდი, რომ ამ კონკრეტულ მატჩში თუ სტატიკურად მძიმე თამაში წავიდა, მაგის ბოჭვებისა და ძლიერი ფეხის უნარები სარგებლიანი უნდა იყოს..აბა თქვენ იცით..დაივიწყეთ ზაფხული და როგორც კარგად ითქვა, იყავით "ბრძოლით ბედნიერნი"..

12:42 | 09.11.2018
DataN24 (215)

მიწოლაში არამგონია გაგვიჭირდეს მეორეხაზელები ყავთი ისეთი მჭედლიძე უფრო ჯანზე იმათზე

10:44 | 09.11.2018
GiorgiG83 (525)

ერთი ჰუკერიც გვინდა და კარგი ევროპული კლასისაა - ნამდვილად

12:52 | 09.11.2018
DataN24 (215)

ჰუკერი სამწუხაროდ ახალგაზრდაც არავინ ჩანს ევროპული დონის

15:49 | 09.11.2018
GiorgiG83 (525)

ბადრიმ რაღაც ვერ გაქაჩა - გასაგებია რომ ტულონია და იქ მოხვედრა რ|თულია და იქნებ პრო დ2ში ებურთავა სანამ პრაქტიკა სჭირდება

მის გარდა კარკაძე მოდის, ჯერ 18 წლისაა, ლეგიონერია

21:44 | 08.11.2018
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

აბჟანდაძე და აფრასიძე უფრო კრეატიულები იქნებოდნენ ხელით თამაშისას.ახლა ისევ ძალისმიერი რაგბი იქნება.კოშაძის და მათიაშვილის იმედი მაქვს.მჭედლიძემ ნერვები უნდა დაიოკოს... არ ვიცი თქვენი,მე კი უკვე ძალიან ვნერვიულობ.წარმატებები ბიჭებს

10:43 | 09.11.2018
GiorgiG83 (525)

ამ მატჩში მთავარია შედეგი (!)

08:57 | 09.11.2018
გიორგი16 (34)

მერ მივხვდი მჭედლიძეს ნერვებზე რატო გაუსვი ხაზი

21:25 | 08.11.2018
dominici99 (94)

Au tedoze rogor damwyda guli! Ver gariska. Mara albat varnishebze uket gamochnda, ravici. Ubralod 10ze tedos shemoqmedebiti potenciali, gabeduli da arastandartuli gadawyvetilebebi da gamarjvebulis psiqologia magrad dagvakldeba( imedia vcdebi da qoqosa tavis sauketeso matchs itamashebs karierashi. Win bichebo!

20:30 | 08.11.2018
krasni (587)

აბჟანდაძეს ველოდი, არა უშავს, მთავარია ვიგებთ.

19:29 | 08.11.2018
McCaw (168)

ვიცოდი სუთიაშვილის ძირითადის არანირი შანსი არ ქონდა და უეჭველად მეგონა ნომინალური მხტომელით ანუ ჭეიშვილით რომ დაიწყებდა და მაგას ყველა ვარიანტში ლაშას რომ შეუწყვილებდა ძნელაზეს როგორ ენდო მიკვირს თუმცა სანდროს ტრავმამ განპირობა დიდი ალბათობით ძნელაძის ფლანგზე დაყენება თორემ შანსი არ ქონდა ძნელაზეს სანდრო მწყობრში რომ ყოფილიყო ძირითადში მოხვედრის

10:42 | 09.11.2018
GiorgiG83 (525)

სუთიაშვილს, რომ არანაირი შანსი არა აქვს - უკვე ფრაზად საინტერესოა

18:48 | 08.11.2018
ზებე (86)

თედოს არ ენდო ჯერ მაინც

18:45 | 08.11.2018
ზებე (86)

შერკინებაში მოვხნავთ ჩვენი ტრაქტორიუსებით.ასე მგონია რომ ძალიან ვათრევთ შერკინებით და ფსიქოლოგიურად გავტეხავთ.უდიდესი წნეხი აქვთ იტალიელებს უდიდესი

10:40 | 09.11.2018
GiorgiG83 (525)

ძალიან ვათრევდით მეორე ხაზი რომ ოპტიმალური გვყავდეს და არც ვიტო გვაწყენდა - ძალიან მთრეველი შერკინება ამ ჯერზე ვერ გვყავს

12:21 | 09.11.2018
ზებე (86)

კოტე მაგრად დაგვაკლდება და ნემსოც მაგრამ მაინც ვაჯობებთ ასეთი მოლოდინი მაქვს

18:37 | 08.11.2018
ზებე (86)

იტალიის შემადგენლობა პარისე არყავთ FORMAZIONE — Questo quindi il XV azzurro per sabato: 15 Luca Sperandio; 14 Tommaso Benvenuti, 13 Michele Campagnaro, 12 Tommaso Castello, 11 Mattia Bellini; 10 Tommaso Allan, 9 Tito Tebaldi; 8 Abraham Steyn, 7 Jake Polledri, 6 Sebastian Negri; 5 Dean Budd, 4 Alessandro Zanni; 3 Simone Ferrari, 2 Leonardo Ghiraldini, 1 Andrea Lovotti. A disposizione: 16 Luca Bigi, 17 Cherif Traorè, 18 Tiziano Pasquali, 19 Marco Fuser, 20 Johan Meyer, 21 Guglielmo Palazzani, 22 Carlo Canna, 23 Luca Morisi.

18:35 | 08.11.2018
beeq.777 (63)

იმედისმომცემი და საბრძოლო შემადგებლობაა იტალიელები მაგრად უნდა დაიჩეჩქვონ წესით. დისციპლინა, კედელივით დაცვა და გავიმარჯვებთ კიდეც. ცოტა აუტები და რაქში თამაში მაფიქრებს. ძალისმიერ თამაშს ველი და თუ გამაოცებენ ბიჭები სხვა რამითაც უარს არვიტყვი.)) წარმატებები ბიჭებოო!!

0.130015