ბორჯღალოსნები

17:23 | 8.11.2018 | ნანახია 1500 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” იტალიასთან ჯახისთვის ემზადებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკვე ფლორენციაში იმყოფება და მზადებას განაგრძობს შემოდგომის პირველი ტესტ-მატჩისთვის.
შეგახსენებთ, რომ მილტონ ჰეიგის შეგირდებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ფლორენციაში ელით, სადაც სტადიონ “არტემიო ფრანკიზე” იტალიის ნაკრებს გაეჯიბრებიან.
თამაში შაბათს, 10 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, წინასწარი ინფორმაციით კი, მას რამდენიმე ათასი ქართველი ქომაგი დაესწრება.
“ბორჯღალოსანთა” იტალიური მზადების ფოტოებს საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081654