ბორჯღალოსნები

17:47 | 7.11.2018 | ნანახია 3310 - ჯერ

გაფართოებული შემადგენლობა იტალიისთვის: 10 ნოემბრისთვის 28 ბორჯღალოსანი ემზადება

თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩამდე 72 საათი რჩება. 10 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, საქართველო ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ერკინება.

იტალიასთან ტესტის მნიშვნელობა კარგად აქვს გათვითცნობიერებული თითოეულ ბორჯღალოსანს, გულშემატკივარს და რა თქმა უნდა მილთონ ჰეიგს:

„ამ მატჩის ირგვლივ ძალიან დიდი ინტერესია ბრიტანული მედიის მხრიდან. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ისინი არაერთხელ დამიკავშირდნენ. დიდი მოლოდინებია საფრანგეთსა და რა თქმა უნდა იტალიაში. რამდენიმე ახალ ზელანდიური გამოცემაც კი დამიკავშირდა. აქედან გამომდინარე, მოლოდინი დიდია.

„ძალიან ბევრი ელოდება ამ მატჩს. საზოგადოებასა და მედიაში გრძელდება საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველო რაიმე სახით უნდა გახდეს ექვსი ერის წევრი - იქნება ეს ფორმატის შეცვლით, თუ ჩანაცვლების მეთოდით. ჩვენც რა თქმა უნდა გვსურს, რომ ეს „საუბრები“ გაგრძელდეს და მათ გასაგრძელებლად შესაბამისი შედეგები დავდოთ. მაგრამ როგორც ადრეც ავღნიშნეთ, იტალიამ საკმაოდ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში, მას შემდეგ, რაც მათი მწვრთნელი კონორ ოში გახდა.

„გარდა ამისა, ‘ზებრესა’ და ‘ბენეტონს’ ძალიან კარგი მწვრთნელები ყავთ, ერთ-ერთს ვიცნობთ კიდეც - მაიკლ ბრედლი, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენთან მუშაობდა. ეს გუნდები ევროტურნირებზე ისე თამაშობენ, როგორც იტალიის ნაკრებს სჭირდება. იტალიის ნაკრების წევრების უმეტესობა ხომ ამ გუნდის მოთამაშეები არიან. და ისინი ტურნირებს, სადაც ‘ძებრე’ და ‘ბენეტონი’ თამაშობენ იყენებენ იმისთვის, რომ იტალიის ნაკრების თამაში გააუმჯობესონ. ეს მთავარი მწვრთნელის, ოშის ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.“

16 მორკინალი და 12 უკანა ხაზი

ჩვენი გუნდი 26 ოქტომბრიდან საფრანგეთში, შეკრებაზე იმყოფებოდა. თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩისთვის 28 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეირჩა. საბოლოო, 23-კაციანი სათამაშო განაცხადის წარდგენამდე, ქართველთა რაზმში 16 მორკინალი და 12 უკანა ხაზელია.

როგორც ადრე ავღნიშნეთ, ტრავმების გამო ჩვენს გუნდს რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება: კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე, მერაბ კვირიკაშვილი და გურამ შენგელია.

10 ნოემბრის მატჩისთვის სამი დებიუტანტი ემზადება: ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მგეზავი თედო აბჟანდაძე. ბორჯღალოსნების კვართით 5 წლის წინ, ერთადერთხელ უთამაშია შუამარბ ზურაბ ძნელაძეს, რომელიც მას შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

ჰეიგს დებიუტანტების ეიმედება და მათ ასე ახასიათებს:

„ეს ბიჭები საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან: გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს ‘რასინგში’; ბექა გიგაშვილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდით ‘გრენობლში’, სადაც ის დავით ქუბრიაშვილთან ერთად თამაშობს და მისგან ბევრს სწავლობს. მას ორივე ბურჯის პოზიციაზე შეუძლია თამაში და შარშან ‘გრენობლში’ კვაჭის პოზიციაზე 5 თამაშის ჩატარებაც მოუწია. ამ ბიჭებს შანსი საკმაოდ რთულ ფაზაში ეძლევათ და თუ ისინი შეძლებენ კარგად თამაშს, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაშინ ნებისმიერ სერიაში კარგად ითამაშებენ“.

„თედო აბჟანდაძეს ყველა კარგად იცნობს. ჩვენ მას 18 თვის განმავლობაში ვაკვირდებით, ჯერ მხოლოდ 20-წლამდელია და მიმაჩნია, რომ ძალიან ნიჭიერი მორაგბეა - ერთ-ერთი ბუნებრივად ყველაზე ნიჭიერი მორაგბე, რომლის წვრთნის პატივიც საქართველოში მქონია“.

„ასევე გვყავს „ტურბო“ (ზურაბ ძნელაძე), რომელიც კარგა ხანია არ ყოფილა ნაკრებში. ის საკმაოდ ფიზიკურია და ბუნებრივად აქვს ოფლოუდების გაკეთების ნიჭი. მასში კიდევ ის მოგვწონს, რომ შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე ფრთაზე და 15-ზე თამაში“.

ზემოთნახსენები მორაგბეების გარდა, 10 ნოემბერს ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება ინგლისელ შერკინების მწვრთნელს გრეემ როუნთრის:

„ვფიქრობ, ამ შესაძლებლობით ის ძალზედ აღტაცებული იყო. მას არასდროს უფიქრია, რომ მოუწევდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა და როდესაც ეს შესაძლებლობა მიეცა, ძალიან გაუხარდა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, მასში ძალიან მომწონს. როუნთრის უმუშავია სამ მსოფლიო თასზე ინგლისთან ერთად, იყო „ბრიტანელი ლომების“ მწვრთნელი, ძალიან გამოცდილია და წარსულში ძალიან კარგი მორაგბე იყო. მას ყველა ის თვისება აქვს, რაც მწვრთნელისთვისაა საჭირო - გამოცდილება, ტექნიკური შესაძლებლობები, თუმცა მასში უმთავრესად სწორედ აღტაცება და მოტივაცია დავაფასეთ“.

„აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩვენს შერკინებაზე პოზიტიური ეფექტი ექნება და არა მხოლოდ მორკინალებზე, არამედ მთელს გუნდზე, ვინაიდან გუნდის კარგი წევრია. როუნთრი ის ადამიანია, რომელსაც ირგვლივ ხალხის შემოკრება და მათთან ერთად მიზნის მისაღწევად ბრძოლა უყვარს. ჩვენმა მორკინალებმა როუნთრი უკვე გაიცნეს და მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩათ. მორკინალებზე და მათ ზომებზე როუნთრისაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დარჩა. დარწმუნებული ვარ, ის სულ სხვა დონეზე გადაგვიყვანს“ - ამბობს ჰეიგი.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაკრებთან ერთად არიან დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა), ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა) და ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა).

იტალიასთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და თიბისი რაგბის სერიების მომდევნო ორ შეხვედრას თბილისში გამართავენ - 17 ნოემბერსა „ავჭალაზე“ სამოასთან და 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან.

www.rugby.ge


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:27 | 08.11.2018
sabonis (74)

მე ორი რამის მეშინია ერთი ის, რომ დაწყება თითქმის არასოდეს გამოგვდის კარგი(დაჟე ერთა ლიგაშიც კი), აი მეორე და მთავარი ისაა, რომ გაზაფხულზე ოკეანელებმა(იაპონია, ფიჯი, სამოამ) რომ ძალიან დაგვჩაგრეს ჩვენს მთავარ იარაღში შერკინებაში.

15:39 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

მაშინ ორკესტრიც სხვა იყო და მათი დირიჯორ(ებ)იც - ახლა შერკინებაში მაინც სხვა მოცემულობაა, ვნახოთ

21:08 | 08.11.2018
sabonis (74)

იმედია.

13:35 | 08.11.2018
ზებე (86)

მიმინოშვილი სად თამაშობს იცის ვინმემ?20 წლამდელებში თამაშობდა 2017 ში 14 ნომერზე.რასაც ვუყურებდი ძალიან სწრაფი იყო და სად დაიკარგა რომ აღარ ჩანს?

13:38 | 08.11.2018
jora84 (183)

ბათუმშია

14:58 | 08.11.2018
ზებე (86)

გამოეძახა გაფართოებულში მაინც,თუ მაგასაც ტრავმა აქვს

15:41 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

ნაკრებში, ან ნაკრების გაფართოებუილ შემადგენლობის შეკრებაზე მორაგბეს იძახებენ არა წარსულში ან უახლოეს წარსულში გაცემული ავანსის ან სახელი და გარის გამო არამედ იმ კონკრეტულ მომენტში მისი საჭიროებისა და ფორმის გათვალისწინებით

რომ ეკუთვნოდეს (ამ ჯერად გამოძახება) მგონი არ უნდა იყოს საკამათო რომ გამოიძახებდნენ

12:42 | 08.11.2018
გიორგი16 (34)

5 კაცი ვინც მოაკლდება სავარაუდოდ: ალხაზაშვილი, გოგიჩაშვილი/ჟვანია გიგაშვილი/ქუბრიაშვილი აფრასიძე/ბეგაძე კვესელაძე/კოშაძე/ძნელაძე, ესე მგონია მე

15:38 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

რაი?

09:46 | 08.11.2018
geogoli (367)

წუთებს ვითვლი თამაშამდე, ძალიან დიდი აჟიოტაჟია და იმედიც გამიჩნდა, მაგრამ რამდენად საფუძვლიანი - ბოლო თამაშების შემდეგ არ ვიცი. დღეს 10 ქულიან მარცხზეც თანახმა ვარ

02:12 | 08.11.2018
federer (17) (469)

საკმაოდ სერიოზული დანაკლისი გვაქვს და ძალიან ცუდია ეს ყველაფერიიი, ისედაც ვერ არიან ჩვენი ბიჭები ოპტიმალურ ფორმაშიიი

02:12 | 08.11.2018
federer (17) (469)

იმედია იტალიასთან თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს დადებს ყველა და საურველ შედეგს მივაღწევთ

15:38 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

"იმედია იტალიასთან თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს დადებს ყველა"

აუცილებლად დადებს და სავარაუდოდ სასურველ სედეგს მივაღწევთ, ოღონდ ეს სასურველი შედეგი ყველას გადასახედიდან სხვადასხვაა

01:32 | 08.11.2018
ზებე (86)

მართალია.ვინ ვინ და შერკინების უცხოელი მწვრთნელი ნამდვილად არ გვჭირდება,პურიქით ვფიქრობ რომ ქართველი შერკინების მწვრთნელები სჭირდება სხვა ნაკრებებს

15:37 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

დიდიე ბესის რომ სჯობია ისეთი ქართველი მწვრთნელი დამისახელე სამი თუ არა ერთი მაინც )))
როუნთრი ვნახოთ

01:09 | 08.11.2018
dinamo222 (692)

ისე შერკინების ინგლისელმ მწვრთნელზე ის ამბავი გამახსენდა კატამ ლომს რა უნდა ასწაცლოსო D შარშან ჩვენ იქეთ ვასწავლიდით ინგლისელებს (და ძალიან ბევრს სხვებსაც ვასწავლით) და და ისე ვასწავლეთ რომ ინგლიიდან მოიწვიეს შერკინების მწვრთნელი ? D

08:33 | 08.11.2018
jora84 (183)

საიდან ასეთი მითები? გრეემ როუნთრის დონის მწვრთნელს საქართველოში ფეხი არასდროს ჩამოუდგამს, ან ვინ ქართველს მწვრთნელს უნდა ჩაბარდეს ჩვენი ფორვარდები?

01:06 | 08.11.2018
dinamo222 (692)

ძალიან ცუდ დროს გვიწევს ამ მართლა ისტორიული და გადამწყვეტი თამაშის ჩატარება@ ამდენი ტრავმირებული ძირითადი მოთამაშე როდის გვყავდა ბოლოს არვ კი მახსოვს თუ გვყვავდა როდესმე და ეხლა საკმარისია წავაგოთ და მერე ნახეთ მაკარონნიკების და 6 ერის მამების ნიშნისმოგებით ლაქლაქი @

15:34 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

2014 ში 23 ნოემბერს - სამოასთან

23:36 | 07.11.2018
პანტელეიმონი (1218)

რაღაც კარგს მიგრძნობს გული, ვის ვინ დაადუმებს მაგას მალე ვნახავთ ! ! !

23:34 | 07.11.2018
თორღვა პანკელი (387)

იტალიელები შეეცდებიან ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, არც ფლორენცია შეურჩევიათ შემთხვევით, იქ იტალიელებს საკუთარი ნაციონალური და ძალიან ტრადიციული თამაში აქვთ(როგორც ჩვენ ლელო ბურთი შუხუთში)ფლორენციული ფეხბურთი, აქედან გამომდინარე კონკრეტულად ფლორენციაში ძალიან უყვართ რაგბი და ადგილობრივი გულშემატკივრის წივილკივილის ფონზე ჩაივლის მთელი თამაში. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მძიმე დანაკლისი გვაქს შემადგენლობაში, შორს ვარ იმ აზრისაგან რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ბიჭებს რაიმე გატეხს ფსიქოლოგიურად, მთავარია იტალიელებს მწყობრად შეტევის შესაძლებლობა არ მივცეთ, თამაში მაქსიმალურად აურიოთ და სწრაფი ლელოები არ მივიღოთ, დანარჩენი გახურებულ თამაშში და ჯახში სულ არ მეშინია ტრაწიანი იტალიელების, რაც უნდათ ის წერონ და იკითხონ, მოედანზე გამოჩნდება ვინაა ძლიერი, თუ დაცვაში კარგად და მაქსიმალურად ყურადღებით ვითამაშებთ, შეტევაში საქართველო ნებისმიერ გუნდს შეუქმნის პრობლემებს, კარგი დაცვა ვითამაშეთ კარდიფში და ჩახედეს კიდევაც სიკვდილს თვალებში უელსელებმა, ასე თავგანწირული თამაში გვმართებს ფლორენციაშიც და მჯერა აუცილებლად გავიმარჯვებთ, რაგბი ჩვენი თამაშია!

22:16 | 07.11.2018
dominici99 (94)

Gogichashvili iset xodzea, ubralod naros magivrad sxva nebismiers amoagdebda. 3ze chilachavam zalian sustad itamasha bolo tamashi swored mis winaagmdeg, radgan duduc gigashvilma pirvel taimshi shecvala, an travma miigo an kidev uaresi da zalian chaagdo, amitom ar gamikvirdeba gigashvilis ziritadi. 9-10 gariskavs vitom gela- tedos? 8ze gorgaze yvela variantshi da ukana xazi albat koshaze buka kveselaze tazo soso. Sutiashvils meore xazshi davayenebdi, cheishvils an lomizes shevuwyvilebdi. Mesame cucqirize giorgaze. Vnaxot ra iqneba. Gmerto Gadmogvxede! Zalian gvchirdeba es gamarj eba mtel ers

19:19 | 07.11.2018
Rugbyfan (2)

ნარიაშვილი ბრეგვაძე ჩილაჩავა

ჭეიშვილი ლომიძე

სუთიაშვილი გიორგაძე
ბიწაძე

აფრასიძე

აბჟანდაძე

ძნელაძე კოშაძე შარიქაძე მჭედლიძე

მათიაშვილი

15:30 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

არანაირად

18:03 | 07.11.2018
beeq.777 (63)

1 ნარიაშვილი 2 ბრეგვაძე 3 ჩილაჩავა 4 ჭეიშვილი 5 ლომიძე 6 ცუცქირიძე 7 გიორგაძე 8 გორგაძე 9 ვასკა 10 თედო 11 ძნელაძე-კოშაძე 12 კვესელაძე 13 ბუკა 14 თაზო 15 სოსო. გოგიჩაშვილი, მამუკაშვილი, გიგაშვილი, სუთიაშვილი, ბიწაძე, აფრასიძე, მალაღურაძე, ხმალაძე.

20:41 | 07.11.2018
krasni (587)

აფრასიძე და აბჟანდაძით დაწყება ჯობს მგონია.

18:39 | 07.11.2018
ზებე (86)

ჟვანია და დუდუ რაუყავი?ან ორი 10 ნომერი თადარიგში რათგვინდა

19:52 | 07.11.2018
beeq.777 (63)

ორი 10 ნომერი იმიტომ რომ თუ თედოს არწაუვიდა თამაში ან 15 შეცვლა მოგვიწია ყველაზე კარგად 10 ნომერი დაფარავს მაგ პოზიციას არსებული შემადგენლობიდან. მალაღურა კი ამ მოცემულობით ყველაზე გამოცდილი და უნივერსალია. ჟვანია და დუდუს რაცშეეხება პირველ ხაზში 9 კაცია განაცხადში და 3 უწევს არდაყენება და ჩემი არჩევანი დებიუტანტებზე შევაჩერე.

22:44 | 07.11.2018
ზებე (86)

თან გიორგაძე 8 ნომერს თამაშობს ბოლო ტურებია გუნდში

22:41 | 07.11.2018
ზებე (86)

არა იტალიასთან ამდენი დებიუტების დრო ნამდვილად არ არის.ჟვანია და დუდუ უნდა იყვნენ უეჭველად,თუ დუდუს ტრავმა არ გაუმიზეზდა

18:07 | 07.11.2018
McCaw (168)

შერკინება მეც ზუსტად ეს სასტავი მგონია

18:12 | 07.11.2018
beeq.777 (63)

ცუდია რომ ხაზის შემადგენლობიდან ლაშა, თედო, სოსოს გარდა თითქმის ყველა ცენტრს თამაშობს კლუბებში და ნომინალური ფრთის მოთამაშე არავინ არაა.

15:30 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

ბევრი ნომინალური ცენტრი დავცის სიმტკიცისკენ გადადმული ნაბიჯი ხომ არაა?

18:34 | 07.11.2018
McCaw (168)

მართალი ხარ არ თაზოა ტიპიური ფრთის მოთამაშე სანდრო თამაშაობს ფლანგზე მაგრამ ვარჯიშზე ტრავმა მიუღიაო კი თამაშობს სანდრო ფრთაზე მაგრამ ფლანგელის სისწრაფე არც მაგას აქვს და არც თაზოს შენც იცი რომ ფრთის მოთამაშე ქარზე უსწრაფესი უნდა იყოს მაგრამ ჩვენები ფლანგელბი სისწრაფეში ძალიან მოიკოჭლებენ.

17:29 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

რაც დიდი 10 ში დაბრუნდა ანუ უკვე 3 წელია ცენტრში თამაშობს

20:14 | 07.11.2018
beeq.777 (63)

როგორც მგონია ძალისმიერ თამაშზე გაკეთდება აქენტი და ფრთებზეც ცენტრებს დავაყენებთ.

17:57 | 07.11.2018
McCaw (168)

აბა თქვენ იცით ლომებო უნდა გადათელოთ აძურიი ერთხელ და სამუდმოდ პასუხი უნდა გაეცეს ვინ იმსახურებს ექვსი ერის მეექვსე გუნდობას.

15:27 | 08.11.2018
GiorgiG83 (525)

და 6+1 ზე უარს ხარ?
და ამ ფორმულის ამოქმედებიდან 5-6 წელიწადში რომ იყო ევროპა 6?

0.113464