ბორჯღალოსნები

17:25 | 7.11.2018 | ნანახია 1739 - ჯერ

იტალიელი მორაგბეები: “საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობა კარგად გვესმის”

იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფლორენციაში იმყოფება და მზადებას განაგრძობს “ბორჯღალოსნებთან” ტესტ-მატჩისთვის, რომელიც ადგილობრივ სტადიონ “არტემიო ფრანკიზე” 10 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
იტალიის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მომავალი თამაშის შესახებ “ბენეტონის” მეორეხაზელმა მარკო ფუსერმა და “ძებრეს” წევრმა ტომასო კასტელომ ისაუბრეს.
მარკო ფუსერი: “მძიმე მატჩი გველის და მისთვის სათანადოდ მომზადებაა საჭირო. საქართველოსთან მატჩში ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ირლანდიასთან პირველ ტაიმში. ფიზიკურად ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს და ამ შეხვედრის მნიშვნელობაც კარგად გვესმის”.
ტომასო კასტელო: “შაბათს რთული მატჩი გვექნება და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანიც. ამ დაპირისპირების შესახებ საუბარი ხომ კარგა ხანია მიდის. გვინდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ყველას ვაჩვენოთ. ცხადია, რომ მოტივაცია არც საქართველოს აკლა, თუმცა, წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებთ”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074385