უცხოური

20:50 | 4.11.2018 | ნანახია 1908 - ჯერ

იტალია ჩიკაგოში განადგურდა

იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც 10 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” ფლორენციაში გაეჯიბრებიან, შაბათს, ჩიკაგოში ირლანდიას დაუპირისპირდა და უიმედო მარცხი განიცადა – 7:54.
“სამყურებმა”, რომლებიც მინდორზე საუკეთესო შემადგენლობით არ გასულან, ასევე გადახალისებილ “აძურის” გასაქანი არ მისცეს და განსაკუთრებით შესვენების შემდეგ, პატარა ბავშვებივით გაუსწორდნენ.
საინტერესოა, რომ იტალიამ ერთადერთი ლელო ბურთის ჩაჭრის შემდეგ დადო (თავი მიკელე კამპანიარომ გამოიჩინა), “მწანეებმა” კი მეტოქე 8-ჯერ დაალელოვეს (ლუკ მაკგრატმა ჰეთთრიკი შეასრულა), თანაც მე-2 ტაიმი 40:0 (!) მოუგეს.
როგორც აღვნიშნეთ, იტალიელებს მომდევნო ტესტი უკვე შინ საქართველოსთან ელით, ირლანდია კი 10 ნოემბერსვე, დუბლინში ირლანდიას დაუხვდება.

ირლანდია – იტალია 54:7 (14:7)
ლელო: ბეირნი (5, 43), მაკგრატი (46, 64, 80), კრონინი (56), რინგროუზი (66) – კამპანიარო (38).
გარდასახვა: ქარბერი (6, 34, 44, 47, 58), როს ბერნი (65, 68) – კანა (39).


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:24 | 05.11.2018
NIKA..01 (335)

დარწმუნებული ვარ ჩვენთნ თამაშისას ეცდებიან დასაწყისშივე მაღალ ტემპში ითამაშონ და ასე ვთქვათ თავბრუ დაგვახვიონ.ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპიროთ აგრესიული თამაში დაცვაში,დომინანტი ბოჭვები.არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიდგეთ დაცვის დროს,აუცილებლად ყოველ ჯერზე ხაზი უნდა ავწიოთ და აგრესიული შემტევი ბოჭვები ვაკეთოთ.დაზღვევას ექნება უდიდესი როლი და შეტევისას ერთმანეთის დროულ მიყოლა-დახმარებას.უმაღლესი ხარისხის დისციპლინაა საჭირო და ჩემი აზრით ნაკლებად უნდა ვითამაშოთ ფეხით.უბრალოდ გადაკიდება ბურთის მიყოლის გარეშე იქნება დამღუპველი.

12:59 | 05.11.2018
გიორგი16 (34)

გეთანხმები ნიკა მოდუნება არ მიყოლა და დაზღვევა უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ და ამასთან ერთად აუტები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, შერკინება კი ვიცით რომ შვენი კოზირია და ბევრჯერ უდნა დავაჯარიმო: თუ მათ მოედანზე იქნება ეს მთლად უკეთესი რომ კარში დავარტყათ, თუ არა და ჩვენი აუტები უნდა მოვიგოთ რომ მოლით მოვახერხოთ წინსხვლა

10:47 | 05.11.2018
GiorgiG83 (525)

დაიდოს შემადგენლობა და მერე ვიფიქროთ სატამაშო სცენარის შესაძლო განვითარებაზე

22:58 | 04.11.2018
არჩილ სოხუმელი (484)

იტალიისთვის ამ ტესტებზე საქართველოსთან თამაშია. ყველაფერს გააკეთებენ, ეცდებიან, იკადრებენ, რომ იმ ტესტ მატჩზე რაც შეიძლება დიდი ანგარიშით დაგვამარცხონ. მსაჯებიც ყველაფრით დაეხმარებიან.

22:48 | 04.11.2018
sport..»farther more rugby (86)

"ირლანდია კი 10 ნოემბერსვე, დუბლინში ირლანდიას დაუხვდება" DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD.

10:45 | 05.11.2018
GiorgiG83 (525)

"ა" და "ბ" ნაკრებები გაეჯიბრებიან

12:57 | 05.11.2018
sport..»farther more rugby (86)

არა. : მაგ დღეს არგენტინას ხვდებიან

20:56 | 04.11.2018
tokageo (45)

იტალია ნეტა ჩვენთვის ინახავს ძალებს, თუ რაშია საქმე?

10:46 | 05.11.2018
GiorgiG83 (525)

მეორეჯერ აპირებენ აფრიკის დამარცხებას და ... ჩვენთან სააფრიკოდ მოემზადებიან

0.136939