16:43 | 2.11.2018 | ნანახია 1168 - ჯერ

“ქურციკებს” ლეგიონერები აკლიათ

ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრებთა მწვრთნელებმა 3 ნოემბერს დაგეგმილი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობები დაასახელეს. მომავალი მატჩი ლონდონურ “თვიქნემზე” გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
მასპინძლებმა ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეს. გასული წლის ექვსი ერის გათამაშების შემდეგ, რაზმს უბრუნდებიან გარემარბი ჯეკ ნოუელი, ბენ ტეო, ჯორჯ კრუიზი და დილან ჰართლი. სამაგიეროდ, განაცხადში ვერ ვხედავთ კრის ეშტონს.
ინგლისი: 1. ალეკ ჰეფბერნი, 2. დილან ჰარტლი (თანაკაპიტანი), 3. კაილ სინკლერი, 4. მარო იტოჯე, 5. ჯორჯ კრუიზი, 6. ბრედ შილდსი, 7. ტომ ქარი, 8. მარკ უილსონი, 9. ბენ იანგი, 10. ოუენ ფარელი (თანაკაპიტანი), 11. ჯონი მეი, 12. ბენ ტეო, 13. ჰენრი სლეიდი, 14. ჯეკ ნოუელი, 15. ელიოტ დეილი.
მარქაფა: 16. ჯეიმი ჯორჯი, 17. ბენ მუნი, 18. ჰარი უილიამსი, 19. ჩარლი იველსი, 20. ზაკ მერსერი, 21. დენი ქეარი, 22. ჯორჯ ფორდი, 23. მანუ ტუილაგი.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, “ქურციკები” საშემოდგომო ტესტებს საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით ხვდებიან. რასი ერასმუსი ვერ დაიხმარს ბრიტანეთსა და საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებს.
სამაგიეროდ, რაზმს დაემატა ტრავმამოშუშებული უორენ ნაითლი, რომელსაც რაგბი ჩემპიონშიფის 2018 წლის გათამაშების დასკვნითი 2 ტური გაუცდა. ასევე შემადგენლობაშია დუეინ ვერმულენი, რომელსაც საზაფხულო სერიის შემდეგ, გარკვეული პაუზა ჰქონდა აღებული.
სამხრეთ აფრიკა: 1. სტივენ კიტსჰოფი, 2. მალკოლმ მარქსი, 3. ფრანს მალერბი, 4. ებენ ეტზებეტი, 5. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 6. სიია კოლისი (კაპ.), 7. დუეინ ვერმულენი, 8. უორენ უაიტლი, 9. ივან ვან ზილი, 10. ანდრე პოლარდი, 11. აფივე დიანტი, 12. დამიან დე ალენდე, 13. ჯეის კრიელი, 14. სბუ ნკოსი, 15. დამიან უილიამსი.
მარქაფა: 16. ბონგი მბონამბი, 17. ტომას დუ ტოი, 18. ვილკო ლოუ, 19. ერ-ჯეი სნაიმანი, 20. ლუ დე იაგერი, 21. ემბროუზ პაპიერი, 22. ელტონ იანტისი, 23. ანდრე ესტერჰოიზენი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081822